პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება
"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

"ლე­ლოს” ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე რუს­თა­ვის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რეს ნიკა მე­ლი­ას ხვდე­ბა.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძემ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მე­ლი­ას­თან ისა­უბ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე და 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე.

“უმ­ნიშ­ვნე­ლი­ვა­ნე­სია, რომ პრე­ზი­დენ­ტი მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი შეს­რულ­დეს. ამის­თვის მე და ჩვე­ნი პარ­ტია და ყვე­ლა ხე­ლის­მომ­წე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ ეს პუნ­ქტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა ქვეყ­ნის გა­დატ­ვის­თვის და­წყე­ბის, რა­მე­თუ ის 5 პუნ­ქტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მებს. ერთი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. დღეს ვხვდე­ბი ნიკა მე­ლი­ას და მინ­და ორ თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რო. პირ­ვე­ლი ეხე­ბა იმას, რომ უნი­კა­ლუ­რი შან­სია ევ­რო­კავ­ში­რის ფონ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს არ არის რა­ი­მის აღი­ა­რე­ბა.

ეს არის “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე” სი­ლის გა­ლა­წუ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ ევ­რო­კავ­ში­რი და მისი ფონ­დე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის გი­რა­ოს არ იხ­დი­ან. ეს ფაქ­ტი უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე ვცა­დეთ თავ­დე­ბო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, მაგ­რამ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” ეს არ მი­ი­ღო. ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი ვა­რი­ან­ტია დარ­ჩე­ნი­ლი, რომ ნიკა მე­ლია გი­რა­ო­თი გა­მო­ვი­დეს.

მე­ო­რე სა­კი­თხია, რომ “ლელო” შე­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რო­მე­ლიც სრუ­ლად გა­მო­ი­ძი­ებს 20 ივ­ნი­სის ფაქ­ტებს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ­ნის­ტი­ა­ზე სა­უ­ბა­რი და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, ვინ რა და­ა­შა­ვა. ამის შემ­დეგ უნდა მოხ­დეს მარ­თლა შე­რი­გე­ბა და „გა­დატ­ვირ­თვა“ და იმ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც დო­კუ­მენ­ტის პუნ­ქტებ­ში გვი­წე­რია. და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნუ­რად მინ­და, რომ ნიკა მე­ლია იყოს გა­რეთ და იბ­რძო­ლოს გა­რეთ”,- გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Duru
148

მელიას დონზე რომ დახვედი შენ ამპარტავანებაში არ უნდა იყოს გასაკვირი და ამ შეხვედრით რამდენი მხარდაჭერი მოგაკლდება ვერც იმას აცნობიეირებ შენს თავდაჯერებყლ სიბნელეში!

paata
181

ნაგავი ხარ ხაზარაძე,სიმართლე ვილაპარაკოთო.ჰოდა თქვი სიმართლე,რამდენ სისხლში დაასველე ნაშოვნი მილიარდები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

"ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ხვდება.

როგორც ხაზარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მელიასთან ისაუბრებს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე და 20 ივნისის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

“უმნიშვნელივანესია, რომ პრეზიდენტი მიშელის დოკუმენტი შესრულდეს. ამისთვის მე და ჩვენი პარტია და ყველა ხელისმომწერი ოპოზიციური პარტია ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პუნქტები განხორციელდეს. ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის გადატვისთვის დაწყების, რამეთუ ის 5 პუნქტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან რეფორმებს. ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. დღეს ვხვდები ნიკა მელიას და მინდა ორ თემაზე ვესაუბრო. პირველი ეხება იმას, რომ უნიკალური შანსია ევროკავშირის ფონდის გამოყენება. ეს არ არის რაიმის აღიარება.

ეს არის “ქართულ ოცნებაზე” სილის გალაწუნება, იმიტომ რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ეს ფაქტი უნდა იყოს გამოყენებული. ასევე ვცადეთ თავდებობის ალტერნატივა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ეს არ მიიღო. ამიტომ ერთადერთი ვარიანტია დარჩენილი, რომ ნიკა მელია გირაოთი გამოვიდეს.

მეორე საკითხია, რომ “ლელო” შევიდა ინიციატივით შეიქმნას საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომელიც სრულად გამოიძიებს 20 ივნისის ფაქტებს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ამნისტიაზე საუბარი და მისი განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ რა დააშავა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს მართლა შერიგება და „გადატვირთვა“ და იმ რეფორმების გატარება, რომელიც დოკუმენტის პუნქტებში გვიწერია. დაველაპარაკები, პირველ რიგში ადამიანურად მინდა, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ და იბრძოლოს გარეთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.

"ეს სია ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვლად არ დარჩება" - კრემლი "არამეგობარი ქვეყნების" სიაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეიყვანენ

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო