მსახიობი კახი კავსაძე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენეს. საზოგადოებამ მსახიობი თეატრიდან ტაშით გააცილა.
მსახიობს ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. რუსთაველის ეროვნულ თეატრში იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მსახიობის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.