სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?
"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის" კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­კუ­თა­რი ბრძა­ნე­ბით გა­ი­ზარ­და, რისი უფ­ლე­ბაც არ ჰქონ­და, შე­დე­გად, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით და­მა­ტე­ბით 109 021 ლარი უსა­ფუძ­ვლოდ მი­ი­ღო.

აუ­დი­ტის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია 2-წლი­ან პე­რი­ოდ­ზე, 2016 წლის ნო­ემ­ბრი­დან – 2018 წლის ნო­ემ­ბრამ­დე. ამ დროს შპს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ი­ნიშ­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო არა­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა, ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ვეხ­მა­უ­რე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც ჩემი მე­უღ­ლის, სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლის, მი­მართ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბულ­მა პი­რებ­მა მინ­და იცო­დეთ, რომ ტექ­ნი­კუ­რა­დაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია სან­დროს, რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს მთის კუ­რორ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ის“ ყო­ფილ დი­რექ­ტორს ამ პოსტზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში თვით­ნე­ბუ­რად გა­ე­ზარ­და ხელ­ფა­სი, რო­დე­საც სა­მი­ნის­ტრო კომ­პა­ნი­ის ბი­უ­ჯეტ­სა და სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვეთს ყო­ველ­წლი­უ­რად ამ­ტკი­ცებს.

ხელ­ფა­სის დე­ტა­ლებს ჩემი პოს­ტის მი­წუ­რულ­საც და­ვუბ­რუნ­დე­ბი. მა­ნამ­დე მისი უფ­ლე­ბაა ჯერ არ აკე­თებ­დეს კო­მენ­ტარს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი კი ჩემ­გან მი­ი­ღებთ პა­სუ­ხებს კი­თხვებ­ზე: მოხ­სნის მა­გივ­რად რა­ტომ და­ა­წი­ნა­უ­რეს და რა მიღ­წე­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით მო­ე­მა­ტა ხელ­ფა­სი 2016 წელს?ჩემი ქმა­რი, სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლი ის კა­ცია, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში (2012 წლის დე­კემ­ბრი­დან 2018 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით):

1. ამ 6 წლის მან­ძილ­ზე გა­ფარ­თოვ­და და და­მა­ტე­ბით 6 კუ­რორ­ტი შე­მო­ი­მა­ტა „მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ“, რო­მე­ლიც სან­დროს და­ნიშ­ვნამ­დე მხო­ლოდ ერთ კუ­რორ­ტს, „გუ­და­ურს“, მარ­თავ­და.

2. ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე 7-ჯერ გა­ი­ზარ­და და ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა.

3. აშენ­და სა­თხი­ლა­მუ­რო არე­ა­ლი „კოხ­ტა-მი­ტარ­ბი“.

4. ამუ­შავ­და აჭა­რა­ში კუ­რორ­ტი „გო­დერ­ძი“.5. დას­რულ­და მშე­ნებ­ლო­ბა სვა­ნეთ­ში „თეთ­ნულ­დზე“ და კუ­რორტ „ჰაწ­ვალ­თან“ ერ­თად და­ი­წყო ოპე­რი­რე­ბა.

6. აშენ­და კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო­ე­ბი. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში „ყაზ­ბე­გი“ ტრან­სპორ­ტით და­უ­კავ­შირ­და დე­და­ქა­ლაქს და ზვავ სა­შიშ­რო­ე­ბის გამო გზის ჩა­კეტვის პე­რი­ოდ­ში აღა­რაა მო­წყვე­ტი­ლი.

7. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მონ­ტაჟ­და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მა, რი­თაც საგ­რძნობ­ლად გა­ხან­გრძლივ­და სა­თხი­ლა­მუ­რო სე­ზო­ნი სამ­თო კუ­რორ­ტე­ბი გუ­და­ურ­სა და ბა­კუ­რი­ან­ში გა­უ­ტოლ­და ევ­რო­პის სტან­დარ­ტებს.

8. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბა­გი­რო­ე­ბი ამუ­შავ­და ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, რა­მაც ტუ­რის­ტე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ნა­კა­დი გა­მო­იწ­ვია.

9. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­არ­სდა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის „სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის სკო­ლა“ სამ­თო გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად. სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი (სამ­თო გი­დე­ბი, სა­თხი­ლა­მუ­რო გი­დე­ბი, სკი­ტუ­რის გი­დე­ბი და ა.შ.) არა­პან­დე­მი­ურ პი­რო­ბებ­ში 100%ით საქმდე­ბი­ან.

10. პირ­ვე­ლად სა­ქარ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით თბი­ლის­ში ჩა­ტარ­და ევ­რო­პი­სა და აზი­ის სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­მო­სუ­ლი 300-ზე მეტი დე­ლე­გა­ტი, ექ­სპერ­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი. სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის კუ­თხით ეს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო.

11. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თე­ლომ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძლო­ბის უფ­ლე­ბა სნო­უ­ბორ­დსა და ფრის­თალ­ში - „ბა­კუ­რი­ა­ნი 2023“

12. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლომ მო­ი­პო­ვა ევ­რო­პის ზამ­თრის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძლო­ბის უფ­ლე­ბა -„ბა­კუ­რი­ა­ნი 2025“.ბევრ მე­ნე­ჯერს იც­ნობთ, ვინც ქვეყ­ნის წინსვლის­თვის ამ­დენ მსხვილ პრო­ექტს ედგა სა­თა­ვე­ში? თან ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მხო­ლოდ ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას ვეყ­რდნო­ბო­დი. არ­ცაა გა­საკ­ვი­რი ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო მის საქ­მე­თა­გან კი­დევ არა­ერ­თი გა­მომ­რჩე­ნო­და და იცით რა­ტომ? დღე­ში ასო­ბით კი­ლო­მეტრს ფა­რავ­და მან­ქა­ნით, ერთი მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი­დან, მე­ო­რე­ზე გა­და­სას­ვლე­ლად.

იქ, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი და მკაც­რი კლი­მა­ტია, იქ, სა­დაც შენი ქვეყ­ნის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად არ ით­ვლე­ბა ბა­რი­ე­რე­ბად არც უგ­ზო­ო­ბა, არც ყინ­ვა და არ დიდ­თოვ­ლო­ბა.

ამ 6 წლის მან­ძილ­ზე სან­დროს არ­ცერ­თხელ, ვი­მე­ო­რებ არ­ცერ­თხელ უსარ­გებ­ლია შვე­ბუ­ლე­ბით. "რა დროს დას­ვე­ნე­ბაა, ამ­ხე­ლა შან­სი მომ­ცა ღმერ­თმა ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­როო” - მი­თხრა ერთხელ და მას შემ­დეგ ჩვენ აღარც გან­გვი­ხი­ლავს ოჯახ­ში დას­ვე­ნე­ბის სა­კი­თხი. იმი­ტომ, რომ მის­მა სი­ტყვებ­მა უკეთ გა­მა­აზ­რე­ბი­ნა, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბო­და თა­ვის საქ­მეს და რო­გორ უნ­დო­და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ეს დრო სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის­თვის.

სან­დრო და მისი გუნ­დის წევ­რე­ბი ხელ­ფასს იღებ­დნენ არა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, არა­მედ კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში 7-ჯერ გა­ი­ზარ­და.

ამ 6 წლის მან­ძილ­ზე, სან­დროს ხელ­ფა­სი და­ნა­მა­ტით 3500 ლა­რი­დან ეტა­პობ­რი­ვად, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ადეკ­ვა­ტუ­რად იზ­რდე­ბო­და. 2016 წელს რი­გით მე-7 კუ­რორ­ტის, „თეთ­ნულ­დის“, მარ­თვაც და­ე­ვა­ლა და სა­ბო­ლო­ოდ მისი ხელ­ზე ასა­ღე­ბი ხელ­ფა­სი 6000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

მაქვს კი­თხვა: რამ­დე­ნი უნდა ჰქო­ნო­და ხელ­ფა­სი მე­ნე­ჯერს, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მიღ­წე­ვე­ბის ფონ­ზე მარ­თავ­და 7 სამ­თო კუ­რორ­ტს და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო 500-მდე თა­ნამ­შრო­მელ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს 4 სხვა­დას­ხვა მა­ღალ მთი­ან რე­გი­ონ­ში?" - წერს არა­ზაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
43

რისი გერიდებათ უჩივლეტ სასამართლოში ამ მატყუარა ტელევიზიებს.აუცილებლად ტყვია უნდა გვესროლონ რომ გამოვფხიზლდეთ. სიტყვა ტყვიაზე საშიშია და რაღაც სასჯელი უნდა არსებობდეს სიტყვიერი ტრამვის მიყენების შემთხვევაში.

სტატუს ქუო
55

ეტყობა, ამ ქალმა უფრო მეტი იცის თავისი ქმრის სამსახურის შესახებ, ვიდრე ქმარმა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?

"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მთის კურორტების განვითარების" კომპანიის ყოფილმა დირექტორმა ანაზღაურება საკუთარი ბრძანებით გაიზარდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, შედეგად, 2 წლის განმავლობაში მან ანაზღაურების სახით დამატებით 109 021 ლარი უსაფუძვლოდ მიიღო.

აუდიტის ცნობით, საუბარია 2-წლიან პერიოდზე, 2016 წლის ნოემბრიდან – 2018 წლის ნოემბრამდე. ამ დროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილი დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი იყო, რომელიც შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა.

ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი, რომელიც სანდრო ონოფრიშვილის მეუღლეა, ბრალდებებს პასუხობს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ვეხმაურები სხვადასხვა მედია საშუალებებში მომზადებულ მასალებს, რომელიც ჩემი მეუღლის, სანდრო ონოფრიშვილის, მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს უკავშირდება.

გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ, რომ ტექნიკურადაც კი შეუძლებელია სანდროს, როგორც „საქართველოს მთის კურორტების კომპანიის“ ყოფილ დირექტორს ამ პოსტზე მუშაობის პერიოდში თვითნებურად გაეზარდა ხელფასი, როდესაც სამინისტრო კომპანიის ბიუჯეტსა და სახელფასო განაკვეთს ყოველწლიურად ამტკიცებს.

ხელფასის დეტალებს ჩემი პოსტის მიწურულსაც დავუბრუნდები. მანამდე მისი უფლებაა ჯერ არ აკეთებდეს კომენტარს. დაინტერესებული პირები კი ჩემგან მიიღებთ პასუხებს კითხვებზე: მოხსნის მაგივრად რატომ დააწინაურეს და რა მიღწევებისა და პასუხისმგებლობებზე დაფუძნებით მოემატა ხელფასი 2016 წელს?ჩემი ქმარი, სანდრო ონოფრიშვილი ის კაცია, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში (2012 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით):

1. ამ 6 წლის მანძილზე გაფართოვდა და დამატებით 6 კურორტი შემოიმატა „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, რომელიც სანდროს დანიშვნამდე მხოლოდ ერთ კურორტს, „გუდაურს“, მართავდა.

2. ტურისტების რაოდენობა სამთო კურორტებზე 7-ჯერ გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

3. აშენდა სათხილამურო არეალი „კოხტა-მიტარბი“.

4. ამუშავდა აჭარაში კურორტი „გოდერძი“.5. დასრულდა მშენებლობა სვანეთში „თეთნულდზე“ და კურორტ „ჰაწვალთან“ ერთად დაიწყო ოპერირება.

6. აშენდა კობი-გუდაურის საბაგიროები. პირველად საქართველოს ისტორიაში „ყაზბეგი“ ტრანსპორტით დაუკავშირდა დედაქალაქს და ზვავ საშიშროების გამო გზის ჩაკეტვის პერიოდში აღარაა მოწყვეტილი.

7. პირველად საქართველოში დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რითაც საგრძნობლად გახანგრძლივდა სათხილამურო სეზონი სამთო კურორტები გუდაურსა და ბაკურიანში გაუტოლდა ევროპის სტანდარტებს.

8. პირველად საქართველოში საბაგიროები ამუშავდა ზაფხულის სეზონზე, რამაც ტურისტების დამატებითი ნაკადი გამოიწვია.

9. პირველად საქართველოში დაარსდა პროფესიული გადამზადების „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ სამთო გიდების ასოციაციასა და განათლების სამინისტროსთან ერთად. სერთიფიცირებული კურსდამთავრებულები (სამთო გიდები, სათხილამურო გიდები, სკიტურის გიდები და ა.შ.) არაპანდემიურ პირობებში 100%ით საქმდებიან.

10. პირველად საქარველოს ისტორიაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდა ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან ჩამოსული 300-ზე მეტი დელეგატი, ექსპერტი და ჟურნალისტი. სამთო კურორტების ცნობადობის გაზრდის კუთხით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო.

11. პირველად საქართელომ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება სნოუბორდსა და ფრისთალში - „ბაკურიანი 2023“

12. პირველად საქართველომ მოიპოვა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება -„ბაკურიანი 2025“.ბევრ მენეჯერს იცნობთ, ვინც ქვეყნის წინსვლისთვის ამდენ მსხვილ პროექტს ედგა სათავეში? თან ამ ჩამონათვალში მხოლოდ ჩემს მეხსიერებას ვეყრდნობოდი. არცაა გასაკვირი ქვეყნისთვის სასიკეთო მის საქმეთაგან კიდევ არაერთი გამომრჩენოდა და იცით რატომ? დღეში ასობით კილომეტრს ფარავდა მანქანით, ერთი მაღალმთიანი რეგიონიდან, მეორეზე გადასასვლელად.

იქ, სადაც ურთულესი სამუშაო პირობები და მკაცრი კლიმატია, იქ, სადაც შენი ქვეყნის განსავითარებლად არ ითვლება ბარიერებად არც უგზოობა, არც ყინვა და არ დიდთოვლობა.

ამ 6 წლის მანძილზე სანდროს არცერთხელ, ვიმეორებ არცერთხელ უსარგებლია შვებულებით. "რა დროს დასვენებაა, ამხელა შანსი მომცა ღმერთმა ქვეყანას ვემსახუროო” - მითხრა ერთხელ და მას შემდეგ ჩვენ აღარც განგვიხილავს ოჯახში დასვენების საკითხი. იმიტომ, რომ მისმა სიტყვებმა უკეთ გამააზრებინა, რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს და როგორ უნდოდა მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს დრო საქართველოს წინსვლისთვის.

სანდრო და მისი გუნდის წევრები ხელფასს იღებდნენ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ კომპანიის კუთვნილი შემოსავლებიდან, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში 7-ჯერ გაიზარდა.

ამ 6 წლის მანძილზე, სანდროს ხელფასი დანამატით 3500 ლარიდან ეტაპობრივად, ვალდებულებების მატებასთან ერთად ადეკვატურად იზრდებოდა. 2016 წელს რიგით მე-7 კურორტის, „თეთნულდის“, მართვაც დაევალა და საბოლოოდ მისი ხელზე ასაღები ხელფასი 6000 ლარით განისაზღვრა.

მაქვს კითხვა: რამდენი უნდა ჰქონოდა ხელფასი მენეჯერს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მიღწევების ფონზე მართავდა 7 სამთო კურორტს და პასუხისმგებელი იყო 500-მდე თანამშრომელზე საქართველოს 4 სხვადასხვა მაღალ მთიან რეგიონში?" - წერს არაზაშვილი.

"როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი? მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?" - რას წერს ჯაღმაიძე თეოლოგის პოსტის საპასუხოდ

გიგი უგულავას ქალიშვილი ფილმის გადასაღებად ფულს აგროვებს - "დახმარება მთხოვა - შენს "ფრენდებში" გაავრცელეო"

"მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც რისკის ფასად..." - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში?