საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოება კახი კავსაძეს ემშვიდობება - სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს
საზოგადოება კახი კავსაძეს ემშვიდობება - სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს

რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მსა­ხი­ო­ბი სცე­ნა­ზეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი, მო­ნი­ტორ­ზე კი მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს უჩ­ვე­ნე­ბენ.

რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის ფო­ი­ე­სა და ფა­სად­ზე კახი კავ­სა­ძის ფო­ტო­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მე­სა­მე დღეა, რაც რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. კახი კავ­სა­ძის ოჯახს ასე­ვე მი­უ­სამ­ძიმ­რეს მსა­ხი­ო­ბებ­მა, მომ­ღერ­ლებ­მა და რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა.

კახი კავ­სა­ძეს რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რი­დან დღეს, 14:00 სა­ათ­ზე გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძეს, ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე მე­უღ­ლის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ. დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს სა­ხელ­მწი­ფო გა­ი­ღებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი კახი კავ­სა­ძე 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კახი კავ­სა­ძეს 2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს COVID-19 და­უ­დას­ტურ­და. იგი თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბით მკურ­ნა­ლობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

საზოგადოება კახი კავსაძეს ემშვიდობება - სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს

საზოგადოება კახი კავსაძეს ემშვიდობება - სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი მის მიერ შესრულებული როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ.

რუსთაველის ეროვნული თეატრის ფოიესა და ფასადზე კახი კავსაძის ფოტოებია წარმოდგენილი. მესამე დღეა, რაც რუსთაველის ეროვნულ თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პოლიტიკოსები. კახი კავსაძის ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს მსახიობებმა, მომღერლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა..." - რა წერილს აქვეყნებს პატრიარქი კახი კავსაძეზე?

"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის