საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის
"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის

გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა და რეს­პონ­დენ­ტია. მას­ზე თით­ქოს ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, თუმ­ცა არის ისე­თი დე­ტა­ლე­ბიც, რო­მე­ლიც უც­ნო­ბია მისი ცხოვ­რე­ბი­დან. პან­დე­მი­ის დროს ყო­ველ­დღე 150 ადა­მი­ანს უფა­სოდ აპუ­რებ­და ხმა­უ­რი­სა და კა­მე­რე­ბის გა­რე­შე. ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მის იმათ­თვის და­რი­გე­ბა არ უყ­ვარს, ვი­საც შრო­მა შე­უძ­ლია. ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ძა­ლი­ან გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. როცა მან პან­დე­მი­უ­რი ჩა­კე­ტი­ლო­ბი­სას ის პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და­ი­ნა­ხა, რომ­ლე­ბიც უსახ­სროდ რჩე­ბოდ­ნენ, რად­გან ქუ­ჩა­ში მზე­სუმ­ზი­რა­საც ვერ ყიდ­დნენ, საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნია "და­ა­პუ­რე შენი უბა­ნი" წა­მო­ი­წყო. ამ ფაქტს ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი არ ახ­მა­უ­რებ­და, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია "გზამ" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა.

- ფან­ტას­ტი­კუ­რი ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი მქონ­და. უბ­რა­ლოდ, დრო არ იყო ბავ­შვო­ბის­თვის - 13 წლი­დან ვმუ­შა­ობ­დი და ოჯახს ვეხ­მა­რე­ბო­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად სას­ტუმ­რო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ მარ­ტო წა­ვე­დი მოს­კოვ­ში და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ გა­ვაგ­რძე­ლე. ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და გავ­ხდი სას­ტუმ­რო-რეს­ტორ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი. ამის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში წა­ვე­დი, სა­დაც და­ი­წყო ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი მუ­შა­ო­ბა ასეთ პა­ტა­რა ასა­კი­დან?

- ჩემი წი­ნაპ­რე­ბი მეს­ხე­ბი არი­ან. მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, 13 წლის ვი­ყა­ვი და მას შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე ოჯახ­ზე ზრუნ­ვა. ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი.

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვით?

- ცუდი, არ ვსწავ­ლობ­დი. მას­წავ­ლე­ბე­ლი თავ­ზე თუ და­მად­გე­ბო­და, კარგ ნი­შანს ვი­ღებ­დი. სა­გა­ნი რომ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაკ­ვე­თი­ლიც უინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის. პე­და­გო­გი თუ არ მიყ­ვარ­და, გაკ­ვე­თი­ლიც არ მიყ­ვარ­და.

- რო­დის დარ­წმუნ­დით, რომ მზა­რე­უ­ლო­ბა თქვე­ნი ნამ­დვი­ლი მო­წო­დე­ბა იყო?

- 6 წლი­დან. მთე­ლი ოჯა­ხი და წი­ნაპ­რე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მზა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. დღეს მზა­რე­უ­ლის პრო­ფე­სია ხე­ლოვ­ნე­ბა­დაც მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა ადრე, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, ეს ასე სუ­ლაც არ იყო და გრცხვე­ნო­და კი­დეც, მზა­რე­უ­ლი თუ იყა­ვი.

- ვინ იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მზა­რე­უ­ლო­ბა გას­წავ­ლათ?

- ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვა­კე­თებ, თვით­ნას­წავ­ლად მი­მაჩ­ნია. ენე­ბიც კი. სკო­ლა­ში მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კას და გრა­მა­ტი­კას ვსწავ­ლობ­დი კარ­გად. სხვაგ­ვა­რად მქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი IQ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­დროს არც ერთი წიგ­ნი არ წა­მი­კი­თხავს. ამას წი­ნათ წიგ­ნი მა­ჩუ­ქეს - "სა­პი­ენ­სი - კა­ცობ­რი­ო­ბის მოკ­ლე ის­ტო­რია" ჰქვია, ვფიქ­რობ, წა­ვი­კი­თხო. ჩემი ჰობი ან­თრო­პო­ლო­გი­აა... ემიგ­რა­ცი­ა­ში წარ­მო­მავ­ლო­ბა დიდ როლს თა­მა­შობს. სა­ჭი­რო გა­ნათ­ლე­ბა რომ არ მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ან­თრო­პო­ლო­გი­ა­ში, ჩე­მით და­ვი­წყე კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა და გაც­ნო­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებს ძვე­ლი ქვის თუ ბრინ­ჯა­ოს ხანა. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნივ­თე­ბის კო­ლექ­ცი­აც მაქვს და ნუ­მიზ­მა­ტი­კა­თაც ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ჩემს რეს­ტო­რან­ში გა­მო­ფე­ნი­ლია ეს ნივ­თე­ბი და ყვე­ლას შე­უძ­ლია და­ათ­ვა­ლი­ე­როს.

- პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას რო­დის მი­აღ­წი­ეთ?

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა 13 წლის ასაკ­ში იყო, როცა პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვე. ეს არ იყო დღე­ვან­დე­ლი ვარ­სკვლა­ვუ­რი წარ­მა­ტე­ბა. არ მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის ქება, მაგ­რამ "ის ურ­ჩევ­ნია მა­მულ­სა, რომ შვი­ლი სჯობ­დეს მა­მა­სა", ამ სლო­გა­ნით ვცხოვ­რობ. ბუ­ნე­ბით ლი­დე­რი ვარ. მიყ­ვარს პრობ­ლე­მებ­თან შერ­კი­ნე­ბა, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლის დაძ­ლე­ვა, და­ცე­მა და წა­მოდ­გო­მა.

- იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მე­ლიც და­გიძ­ლე­ვი­ათ...

- მე თუ არ მოვ­კვდი, ე.ი. გა­დავ­რჩი. არც ერთ მარ­ცხს არ ვნა­ნობ. ამა­ვე დროს, ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს პრი­ვი­ლე­გი­ას, მა­ტე­რი­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

- და მა­ინც, რო­გო­რი ხართ?

- ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, სა­მარ­თლი­ა­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და სხვა­საც ვაძ­ლევ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ყუ­რა­დღე­ბას მო­ვი­თხოვ. როცა ამ ორ რა­მეს კარ­გავს ადა­მი­ა­ნი, ვბრაზ­დე­ბი. ვფიქ­რობ, კარ­გი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ, რაც შე­დეგ­ზე აი­სა­ხე­ბა. კარ­გმა მე­ნე­ჯერ­მა მე­ნე­ჯმენ­ტი, ფსი­ქო­ლო­გია და ფი­ლო­სო­ფია უნდა იცო­დეს. ჩემ­ში ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ყვე­ლა­ფე­რი.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას იტყვით?

- ჩემი ცხოვ­რე­ბა, პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე­თია, რო­გო­რიც შავი ბე­რის. ცოლ-შვი­ლი არ მყავს, არ მცა­ლია ამის­თვის. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­იძ­ლე­ბა მი­ვეჩ­ვიე კი­დეც მარ­ტო­ო­ბას. იმ ასაკ­ში, როცა ცოლი მოჰ­ყავთ, მეც მინ­დო­და და­ქორ­წი­ნე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი კრა­ხით დას­რულ­და. არ შემ­ხვდა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემი მეგ­ზუ­რი გახ­დე­ბო­და. ეს სუ­ლაც არ არის ცუდი. როცა ხარ მგე­ლი, მდი­ნა­რე და არ­წი­ვი, მარ­ტო­მაც შე­გიძ­ლია თავი გა­არ­თვა ყვე­ლა­ფერს. ხომ ხე­დავთ, მტკვა­რი არაგ­ვს უერ­თდე­ბა და ისი­ნიც სხვა­დას­ხვა ფე­რია. ხან­და­ხან ორ წინ­დას ვერ ვა­წყვი­ლებ და ჩემს თავს რო­გორ და­ვა­წყვი­ლებ? თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში ბი­ჭებს ცო­ლე­ბი იმი­ტომ მოჰ­ყავთ, რომ სუს­ტე­ბი არი­ან და ზურ­გის გამ­მაგ­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სჭირ­დე­ბათ.

შვი­ლე­ბი მინ­და, მაგ­რამ სად მი­დი­ხარ, სად იყა­ვი, რო­დის მოხ­ვალ? - ეს რომ მკი­თხოს ვინ­მემ და წას­ვლა-მოს­ვლა გა­მი­კონ­ტრო­ლოს, ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ. მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ევ­რო­პა­ში 23 წლი­სა წა­ვე­დი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე, ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­შიც თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცოლი უკვე სა­ჭი­რო არ იყო. ძა­ლი­ან ცო­ტას ვხე­დავ ერ­თდრო­უ­ლად და­ქორ­წი­ნე­ბულ­სა და ბედ­ნი­ერს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა-კონ­ტრაქ­ტი უფრო აკავ­ში­რებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლი. ისე­თი წყვი­ლე­ბი ვიცი, სექ­სი სა­ერ­თოდ რომ არ აქვთ. რო­გორც მო­ნა­დი­რეს უყ­ვარს ნა­დი­რო­ბა, ისე უყ­ვარს კაცს ქალი, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­ინც სხვა ხიბ­ლი აქვს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
19

არცერთი წიგნი არ წაგიკითხავს? უბრალოდ მაინტერესებს როგორ მოახერხე :)

!!!!!!!!!!!
35

შვილი რომ გეყოლება, მერე საკუთარ თავს შეეკითხები, რისთვის ვცხოვრობდი აქამდეო :))) ისე უაზროდ მოგეჩვენება ყველაფერი რაც გიკეთებია.... და დასცინებ საკუთარ თავს, ჭკვიანი რომ გეგონა თავი :))))

ავტორი:

"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის

"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის

გურამ ბაღდოშვილი საინტერესო პიროვნება და რესპონდენტია. მასზე თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა არის ისეთი დეტალებიც, რომელიც უცნობია მისი ცხოვრებიდან. პანდემიის დროს ყოველდღე 150 ადამიანს უფასოდ აპურებდა ხმაურისა და კამერების გარეშე. ამბობს, რომ საკუთარი ნაშრომის იმათთვის დარიგება არ უყვარს, ვისაც შრომა შეუძლია. ცნობილი შეფ-მზარეული ძალიან გულისხმიერი ადამიანია. როცა მან პანდემიური ჩაკეტილობისას ის პენსიონერები დაინახა, რომლებიც უსახსროდ რჩებოდნენ, რადგან ქუჩაში მზესუმზირასაც ვერ ყიდდნენ, საქველმოქმედო კამპანია "დააპურე შენი უბანი" წამოიწყო. ამ ფაქტს ცნობილი შეფ-მზარეული არ ახმაურებდა, თუმცა ეს ინფორმაცია "გზამ" ექსკლუზიურად მოიპოვა.

- ფანტასტიკური ბავშვობის პერიოდი მქონდა. უბრალოდ, დრო არ იყო ბავშვობისთვის - 13 წლიდან ვმუშაობდი და ოჯახს ვეხმარებოდი. თავდაპირველად სასტუმროში დავიწყე მუშაობა, შემდეგ მარტო წავედი მოსკოვში და ჩემი საქმიანობა იქ გავაგრძელე. ისევ საქართველოში დავბრუნდი და გავხდი სასტუმრო-რესტორნის შეფ-მზარეული. ამის შემდეგ ევროპაში წავედი, სადაც დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა-განვითარება.

- რამ განაპირობა თქვენი მუშაობა ასეთ პატარა ასაკიდან?

- ჩემი წინაპრები მესხები არიან. მე თბილისში დავიბადე. მამა რომ გარდამეცვალა, 13 წლის ვიყავი და მას შემდეგ საკუთარ თავზე ავიღე ოჯახზე ზრუნვა. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი.

- როგორი მოსწავლე იყავით?

- ცუდი, არ ვსწავლობდი. მასწავლებელი თავზე თუ დამადგებოდა, კარგ ნიშანს ვიღებდი. საგანი რომ არ მაინტერესებდა, აქედან გამომდინარე, გაკვეთილიც უინტერესო იყო ჩემთვის. პედაგოგი თუ არ მიყვარდა, გაკვეთილიც არ მიყვარდა.

- როდის დარწმუნდით, რომ მზარეულობა თქვენი ნამდვილი მოწოდება იყო?

- 6 წლიდან. მთელი ოჯახი და წინაპრები არაჩვეულებრივი მზარეულები იყვნენ. დღეს მზარეულის პროფესია ხელოვნებადაც მიიჩნევა, თუმცა ადრე, საბჭოთა პერიოდში, ეს ასე სულაც არ იყო და გრცხვენოდა კიდეც, მზარეული თუ იყავი.

- ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მზარეულობა გასწავლათ?

- ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, თვითნასწავლად მიმაჩნია. ენებიც კი. სკოლაში მხოლოდ მათემატიკას და გრამატიკას ვსწავლობდი კარგად. სხვაგვარად მქონდა განვითარებული IQ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს. ამას წინათ წიგნი მაჩუქეს - "საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია" ჰქვია, ვფიქრობ, წავიკითხო. ჩემი ჰობი ანთროპოლოგიაა... ემიგრაციაში წარმომავლობა დიდ როლს თამაშობს. საჭირო განათლება რომ არ მქონდა მიღებული ანთროპოლოგიაში, ჩემით დავიწყე კაცობრიობის განვითარების გზების ძიება და გაცნობა. მაინტერესებს ძველი ქვის თუ ბრინჯაოს ხანა. არქეოლოგიური ნივთების კოლექციაც მაქვს და ნუმიზმატიკათაც ვარ გატაცებული. ჩემს რესტორანში გამოფენილია ეს ნივთები და ყველას შეუძლია დაათვალიეროს.

- პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?

- ჩემი პირველი წარმატება 13 წლის ასაკში იყო, როცა პირველი სამსახური ვიშოვე. ეს არ იყო დღევანდელი ვარსკვლავური წარმატება. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა", ამ სლოგანით ვცხოვრობ. ბუნებით ლიდერი ვარ. მიყვარს პრობლემებთან შერკინება, შეუსრულებელის დაძლევა, დაცემა და წამოდგომა.

- იმედგაცრუება, რომელიც დაგიძლევიათ...

- მე თუ არ მოვკვდი, ე.ი. გადავრჩი. არც ერთ მარცხს არ ვნანობ. ამავე დროს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს პრივილეგიას, მატერიალურ შესაძლებლობას.

- და მაინც, როგორი ხართ?

- ძალიან მარტივი ურთიერთობაში, სამართლიანი, თავისუფლებისმოყვარე და სხვასაც ვაძლევ თავისუფლების საშუალებას, თუმცა პასუხისმგებლობას და ყურადღებას მოვითხოვ. როცა ამ ორ რამეს კარგავს ადამიანი, ვბრაზდები. ვფიქრობ, კარგი ხელმძღვანელი ვარ, რაც შედეგზე აისახება. კარგმა მენეჯერმა მენეჯმენტი, ფსიქოლოგია და ფილოსოფია უნდა იცოდეს. ჩემში ბუნებრივად ჩამოყალიბდა ყველაფერი.

- პირად ცხოვრებაზე რას იტყვით?

- ჩემი ცხოვრება, პროფესიიდან გამომდინარე ისეთია, როგორიც შავი ბერის. ცოლ-შვილი არ მყავს, არ მცალია ამისთვის. თავისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება მივეჩვიე კიდეც მარტოობას. იმ ასაკში, როცა ცოლი მოჰყავთ, მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა. არ შემხვდა ის ადამიანი, ვინც ჩემი მეგზური გახდებოდა. ეს სულაც არ არის ცუდი. როცა ხარ მგელი, მდინარე და არწივი, მარტომაც შეგიძლია თავი გაართვა ყველაფერს. ხომ ხედავთ, მტკვარი არაგვს უერთდება და ისინიც სხვადასხვა ფერია. ხანდახან ორ წინდას ვერ ვაწყვილებ და ჩემს თავს როგორ დავაწყვილებ? თინეიჯერობის ასაკში ბიჭებს ცოლები იმიტომ მოჰყავთ, რომ სუსტები არიან და ზურგის გამმაგრებელი ადამიანები სჭირდებათ.

შვილები მინდა, მაგრამ სად მიდიხარ, სად იყავი, როდის მოხვალ? - ეს რომ მკითხოს ვინმემ და წასვლა-მოსვლა გამიკონტროლოს, ვეღარ გავუძლებ. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ევროპაში 23 წლისა წავედი, თავისუფალი ცხოვრებით ვიცხოვრე, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაშიც თავისუფალი ვიყავი, აქედან გამომდინარე, ცოლი უკვე საჭირო არ იყო. ძალიან ცოტას ვხედავ ერთდროულად დაქორწინებულსა და ბედნიერს. ხელშეკრულება-კონტრაქტი უფრო აკავშირებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდრე სიყვარული. ისეთი წყვილები ვიცი, სექსი საერთოდ რომ არ აქვთ. როგორც მონადირეს უყვარს ნადირობა, ისე უყვარს კაცს ქალი, მაგრამ თავისუფლებას მაინც სხვა ხიბლი აქვს...წაიკითხეთ სრულად