საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაშურის რაიონში ჭონაზე მოსულ ბავშვებს დეპუტატმა 100 ლარიანები აჩუქა - "ვიფიქრე, წამეხალისებინა, რადგან ძველისძველ ტრადიციას არ ივიწყებენ"
ხაშურის რაიონში ჭონაზე მოსულ ბავშვებს დეპუტატმა 100 ლარიანები აჩუქა - "ვიფიქრე, წამეხალისებინა, რადგან ძველისძველ ტრადიციას არ ივიწყებენ"

29 აპ­რი­ლის სა­ღა­მოს, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ოსი­ა­ურ­ში 8-დან 10 წლამ­დე ასა­კის 9 ბავ­შვი ტრა­დი­ცი­ულ ჭო­ნა­ზე გა­ე­შუ­რა. ჯერ სულ ხუ­თი­ო­დე კვერ­ცხი ჰქონ­დათ შეგ­რო­ვი­ლი, გია და რო­მან მე­ტი­ვიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლს რომ მი­ად­გნენ, რა დრო­საც სახ­ლი­დან, ოჯა­ხის სიძე - ლე­ვან გამ­რე­კე­ლი გა­მო­ვი­და და მან­ქა­ნის­კენ გა­ე­შუ­რა.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას წი­თე­ლი კვერ­ცხი არ აღ­მო­აჩ­ნდა, გა­და­წყვი­ტა პა­ტა­რე­ბის­თვის გული არ და­ე­წყვი­ტა და ხელ­ცა­რი­ე­ლი არ გა­ეშ­ვა. გამ­რე­კელ­მა თი­თო­ე­ულს ასი ლარი აჩუ­ქა.

ერთ-ერ­თმა არას­რულ­წლო­ვან­მა სა­ჩუქ­რის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ეს ამ­ბა­ვი ოსი­ა­უ­რის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა Ambebi.ge-ს კო­რეს­პონ­დენტს უამ­ბო. გა­დავ­წყვი­ტეთ ამ თე­მა­ზე თა­ვად გამ­რე­კელს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით, რო­მე­ლიც ოსი­ა­ურ­ში "ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია.

"არ მინ­დო­და, რომ ეს ამ­ბა­ვი ბევ­რს გა­ე­გო, უბ­რა­ლოდ, ვი­ფიქ­რე, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად წა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა ბავ­შვე­ბი ამ ძვე­ლისძველ ტრა­დი­ცი­ას რომ არ ივი­წყე­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად და­დი­ან ჭო­ნა­ზე, არა­და, ჭონა უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­აა, ადრე, ამ რი­ტუ­ა­ლის დროს, მოზ­რდი­ლე­ბიც და­დი­ოდ­ნენ სო­ფელ­ში, კვერ­ცხის გარ­და, სურ­სათს აგ­რო­ვებ­დნენ, მერე კი ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ლხინს მარ­თავ­დნენ. ეს ტრა­დი­ცია სოფ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მი­ი­ვი­წყეს, ზო­გან კი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის სა­ხა­ლი­სო რი­ტუ­ა­ლად შე­მორ­ჩა, სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, წა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა, ვკი­თხე, რამ­დე­ნი იყ­ვნენ, ცხრა ბავ­შვი აღ­მოჩ­ნდა და ცხრა­ა­სი ლარი ვა­ჩუ­ქე, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გამ­რე­კელ­მა.

გამ­რე­კე­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ოსი­ა­უ­რის თე­მი­დან საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 97 %-ით გახ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას ხელ­ფა­სი არას­დროს აუ­ღია და თან­ხა ჯერ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა სახ­ლის, შემ­დეგ სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის და ასე­ვე, სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშე­ნე­ბა­რე ბა­ნას სა­მო­ნას­ტრო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და.

"ვიდ­რე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გავ­ხდე­ბო­დი, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ბიზ­ნესს ვა­წარ­მო­ებ­დი, ახლა კი, ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბას და ოჯა­ხის სხვა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ჩემი ძმა, შვი­ლი და მე­უღ­ლე მარ­თა­ვენ. საკ­რე­ბუ­ლო­ში არ­ჩე­ვის დღი­დან, ხელ­ფა­სი არას­დროს ამი­ღია, მქონ­და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამ ჯა­მა­გი­რით სხვებს დავ­ხმა­რე­ბო­დი, მი­ხა­რია, რომ მცი­რე­დით მა­ინც შე­ვე­წიე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვთა სახ­ლს, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კას თუ ბა­ნას მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარს", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან გამ­რე­კე­ლი.

ჭონა - ძვე­ლი სა­წესჩ­ვე­უ­ლე­ბო ტრა­დი­ცი­აა და აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს უკავ­შირ­დე­ბა. ჭო­ნა­ზე, აღ­დგო­მის კვი­რის ხუთ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით, მო­ზარ­დე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით კა­რი­კარ შე­მო­ივ­ლი­ან სო­ფელს, მერე კი შეგ­რო­ვილ კვერ­ცხებს ინა­წი­ლე­ბენ. სო­ფელს იმი­ტომ, ქა­ლაქ­ში, ძი­რი­თა­დად, და­ი­ვი­წყეს ეს ძვე­ლი ტრა­დი­ცია.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეო
0

1000 მევალე გყავს და ფულს მინვრებში არიგებ? მალიარებზე მაინც მიგეცა სურამში 7 წლის წინ რო მანქანა შეგვაღებინე და მერე ჩუმად წაიყვანე. 

e
204

:-) უი რა "კეთილი" დეპუტატები გვყოლია? :-) 

უნამუსოები , ხალხის მომსყიდველები, წინასწარ არკი იყო შთანხმებული რომ ასე უნდა გაეკეტებინა არა? ;-) ეს -იდი--ტ-ები ვის აბრიყვებენ?? თანაც "ბავეშვებს აჩუქა" ამდენი პული საიდან?? დეპუტატობაც ხომ იმიტომ უნდა რომ რაც შიძლება კარგად "მართოს თავისი ბიზნესი"?

ავტორი:

ხაშურის რაიონში ჭონაზე მოსულ ბავშვებს დეპუტატმა 100 ლარიანები აჩუქა - "ვიფიქრე, წამეხალისებინა, რადგან ძველისძველ ტრადიციას არ ივიწყებენ"

ხაშურის რაიონში ჭონაზე მოსულ ბავშვებს დეპუტატმა 100 ლარიანები აჩუქა - "ვიფიქრე, წამეხალისებინა, რადგან ძველისძველ ტრადიციას არ ივიწყებენ"

29 აპრილის საღამოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 8-დან 10 წლამდე ასაკის 9 ბავშვი ტრადიციულ ჭონაზე გაეშურა. ჯერ სულ ხუთიოდე კვერცხი ჰქონდათ შეგროვილი, გია და რომან მეტივიშვილების სახლს რომ მიადგნენ, რა დროსაც სახლიდან, ოჯახის სიძე - ლევან გამრეკელი გამოვიდა და მანქანისკენ გაეშურა.

იქიდან გამომდინარე, რომ მას წითელი კვერცხი არ აღმოაჩნდა, გადაწყვიტა პატარებისთვის გული არ დაეწყვიტა და ხელცარიელი არ გაეშვა. გამრეკელმა თითოეულს ასი ლარი აჩუქა.

ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა საჩუქრის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ეს ამბავი ოსიაურის ერთ-ერთმა მცხოვრებმა Ambebi.ge-ს კორესპონდენტს უამბო. გადავწყვიტეთ ამ თემაზე თავად გამრეკელს დავკავშირებოდით, რომელიც ოსიაურში "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატია.

"არ მინდოდა, რომ ეს ამბავი ბევრს გაეგო, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად წამეხალისებინა ბავშვები ამ ძველისძველ ტრადიციას რომ არ ივიწყებენ. მოგეხსენებათ, ახლა ძალზე იშვიათად დადიან ჭონაზე, არადა, ჭონა უძველესი ხალხური ტრადიციაა, ადრე, ამ რიტუალის დროს, მოზრდილებიც დადიოდნენ სოფელში, კვერცხის გარდა, სურსათს აგროვებდნენ, მერე კი ერთად იკრიბებოდნენ და ლხინს მართავდნენ. ეს ტრადიცია სოფლების უმეტესობაში მიივიწყეს, ზოგან კი მხოლოდ ბავშვების სახალისო რიტუალად შემორჩა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, წამეხალისებინა, ვკითხე, რამდენი იყვნენ, ცხრა ბავშვი აღმოჩნდა და ცხრაასი ლარი ვაჩუქე, მაგრამ ამ თემაზე მეუხერხულება ლაპარაკი", - აღნიშნა ლევან გამრეკელმა.

გამრეკელი, "ქართული ოცნებიდან" ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის თემიდან საკრებულოს წევრი ამომრჩეველთა ხმების 97 %-ით გახდა. როგორც ცნობილია, მას ხელფასი არასდროს აუღია და თანხა ჯერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის, შემდეგ სურამის ფსიქიატრიული კლინიკის და ასევე, სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორიაზე მშენებარე ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო პროექტის ანგარიშზე ირიცხებოდა.

"ვიდრე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გავხდებოდი, რამდენიმე მიმართულებით ბიზნესს ვაწარმოებდი, ახლა კი, ფერმერულ მეურნეობას და ოჯახის სხვა ბიზნესსაქმიანობას ჩემი ძმა, შვილი და მეუღლე მართავენ. საკრებულოში არჩევის დღიდან, ხელფასი არასდროს ამიღია, მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ჯამაგირით სხვებს დავხმარებოდი, მიხარია, რომ მცირედით მაინც შევეწიე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლს, ფსიქიატრიულ კლინიკას თუ ბანას მშენებარე ტაძარს", - ამბობს Ambebi.ge-სთან გამრეკელი.

ჭონა - ძველი საწესჩვეულებო ტრადიციაა და აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. ჭონაზე, აღდგომის კვირის ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით, მოზარდები იკრიბებიან და სიმღერ-სიმღერით კარიკარ შემოივლიან სოფელს, მერე კი შეგროვილ კვერცხებს ინაწილებენ. სოფელს იმიტომ, ქალაქში, ძირითადად, დაივიწყეს ეს ძველი ტრადიცია.