ავტორი:

დღეს ე.წ. "კომენდანტის საათი" 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

დღეს ე.წ. "კომენდანტის საათი" 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეს 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ, სხდომაზე მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

"მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?

"ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა - საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე