დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე, ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის შენობა დაიტბორა, სადაც ბავშვები ცხოვრობენ.
ვოდეო სოციალურ ქსელში დედა თინათინმა გაავრცელა. "ფეისბუქში" მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, ერთ-ერთი მათგანიდან კი ირკვევა, რომ შენობაში მყოფი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს.
ნახეთ ვიდეო:
ცნობისთვის, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 17 ჯგუფი მუშაობს.
ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ავტომობილები