პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუმია, რომელიც ქურუმის ეგონათ, ორსული ქალის აღმოჩნდა  - უჩვეულო შემთხვევა და მისტიკური ლედის იდუმალებით მოცული ამბავი
მუმია, რომელიც ქურუმის ეგონათ, ორსული ქალის აღმოჩნდა  - უჩვეულო შემთხვევა და მისტიკური ლედის იდუმალებით მოცული ამბავი

პო­ლო­ნელ მეც­ნი­ერ­თა გუნ­დმა ორ­სუ­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლი ქა­ლის მუ­მია აღ­მო­ა­ჩი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლია. აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის დას­კვნა ჟურ­ნალ­ში - Archaeological Science გა­მოქ­ვეყ­ნდა. მუ­მია ვარ­შა­ვის არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბო­და და სხვა არ­ტე­ფაქ­ტებ­თან ერ­თად, მისი შეს­წავ­ლა 2015 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, რომ საქ­მე ეხე­ბო­და ეგ­ვიპ­ტელ ქუ­რუმს, თუმ­ცა შე­სა­ბა­მი­სი სკა­ნი­რე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ ის არა ქუ­რუ­მი, არა­მედ ორ­სუ­ლი ქა­ლის მუ­მია იყო. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ მუ­მია სა­ვა­რა­უ­დოდ, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის ქალს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც 20-დან 30 წლამ­დე ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ჩვენს წელ­თა­ღი­ცხვამ­დე პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ში.

"ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აღ­მო­ჩე­ნი­ლია მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი ქალი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვის დას­კვნა­ში.

სკა­ნი­რე­ბის შე­დე­გად ასე­ვე დად­გინ­და, რომ იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, ნა­ყო­ფი, და­ახ­ლო­ე­ბით, 26 კვი­რის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი არ არის, ასე­ვე უც­ნო­ბია, თუ რა­ტომ და­ტო­ვეს ნა­ყო­ფი მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლის სხე­ულ­ში.

  • იდუ­მა­ლი ლედი

მკვლე­ვა­რებ­მა მუ­მი­ას ვარ­შა­ვის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის იდუ­მა­ლი ლედი უწო­დეს მის შე­სა­ხებ ამ ეტა­პის­თვის არ­სე­ბუ­ლი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბის გამო. ცნო­ბი­ლია, რომ მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნეშ­ტე­ბი ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტს 1826 წელს გა­და­ე­ცა. ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ის ეგ­ვიპ­ტუ­რი სა­მარ­ხე­ბის ძარ­ცვის შე­დე­გად, დი­ლე­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა ვარ­შა­ვა­ში.

მკვლე­ვარ­თა თქმით, სარ­კო­ფაგ­ზე არ­სე­ბულ­მა წარ­წე­რამ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ექ­სპერ­ტებს აფიქ­რე­ბი­ნა, რომ საქ­მე ეხე­ბო­და ქუ­რუმს, სა­ხე­ლად - ჰორ ჯეჰუ­თის.

მა­თი­ვე მო­საზ­რე­ბის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც სა­მარ­ხე­ბის ძარ­ცვა გახ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო, მუ­მია სხვა გარ­დაც­ვლი­ლის სარ­კო­ფაგ­ში მო­ა­თავ­სეს.

წყა­რო:BBC.com

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

მუმია, რომელიც ქურუმის ეგონათ, ორსული ქალის აღმოჩნდა  - უჩვეულო შემთხვევა და მისტიკური ლედის იდუმალებით მოცული ამბავი

მუმია, რომელიც ქურუმის ეგონათ, ორსული ქალის აღმოჩნდა  - უჩვეულო შემთხვევა და მისტიკური ლედის იდუმალებით მოცული ამბავი

პოლონელ მეცნიერთა გუნდმა ორსული ეგვიპტელი ქალის მუმია აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა პირველია. აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია და მეცნიერული კვლევის დასკვნა ჟურნალში - Archaeological Science გამოქვეყნდა. მუმია ვარშავის არტეფაქტების მუზეუმში ინახებოდა და სხვა არტეფაქტებთან ერთად, მისი შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა.

თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ საქმე ეხებოდა ეგვიპტელ ქურუმს, თუმცა შესაბამისი სკანირების შედეგად გაირკვა, რომ ის არა ქურუმი, არამედ ორსული ქალის მუმია იყო. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ექსპერტები თვლიან, რომ მუმია სავარაუდოდ, წარჩინებული სოციალური წრის ქალს ეკუთვნის, რომელიც 20-დან 30 წლამდე ასაკში გარდაიცვალა, ჩვენს წელთაღიცხვამდე პირველ საუკუნეში.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღმოჩენილია მუმიფიცირებული ორსული ქალი“, - აღნიშნულია მეცნიერთა კვლევის დასკვნაში.

სკანირების შედეგად ასევე დადგინდა, რომ იმ მომენტში, როდესაც ქალი გარდაიცვალა, ნაყოფი, დაახლოებით, 26 კვირის უნდა ყოფილიყო. ქალის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის, ასევე უცნობია, თუ რატომ დატოვეს ნაყოფი მუმიფიცირებული ქალის სხეულში.

  • იდუმალი ლედი

მკვლევარებმა მუმიას ვარშავის ეროვნული მუზეუმის იდუმალი ლედი უწოდეს მის შესახებ ამ ეტაპისთვის არსებული პასუხგაუცემელი კითხვების გამო. ცნობილია, რომ მუმიფიცირებული ნეშტები ვარშავის უნივერსიტეტს 1826 წელს გადაეცა. ამტკიცებენ, რომ ის ეგვიპტური სამარხების ძარცვის შედეგად, დილერების საქმიანობის გამო აღმოჩნდა ვარშავაში.

მკვლევართა თქმით, სარკოფაგზე არსებულმა წარწერამ მეოცე საუკუნის ექსპერტებს აფიქრებინა, რომ საქმე ეხებოდა ქურუმს, სახელად - ჰორ ჯეჰუთის.

მათივე მოსაზრების თანახმად, შესაძლოა, მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც სამარხების ძარცვა გახშირებული მოვლენა იყო, მუმია სხვა გარდაცვლილის სარკოფაგში მოათავსეს.

წყარო:BBC.com

რაჭის მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა - პატარა სოფლის გაუჩინარების ამბავი

"პასკას თავი რომ არ გაუსკდეს.." - რა მეთოდებს იყენებენ ქართველი დიასახლისები

სნუპ დოგი "ინსტაგრამზე" ქართველების ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს - რას წერენ უცხოელები და როგორ გახდა აჭარული ცეკვა კიდევ უფრო პოპულარული