გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. დაზიანებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
გურჯაანის მერის ინფორმაციით, სეტყვა იყო სოფლებში: არაშენდა, კაჭრეთი, ქოდალო და ჯიმითია.
არჩილ ხანდამაშვილის თქმით, კომისიასთან ერთად ვითარებას ადგილზე ეცნობა და ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება საგარეჯოს, დაზარალებულია სოფელი ხაშმი და პატარძეული.