მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?
"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

აღ­დგო­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლია, რომ­ლის­თვის ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ამ დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ. ბევ­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი ხე­ლით გა­ამ­ზა­დოს. რო­გორ ხვდე­ბა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი აღ­დგო­მას, ამის თა­ო­ბა­ზე მსა­ხი­ო­ბი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- აღ­დგო­მა ჩემი საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პას­კა, მაგ­რამ გა­მო­ცხო­ბა არ ვიცი და ვყი­დუ­ლობ, კვერ­ცხს დე­და­ჩე­მი მი­ღე­ბავს და მაძ­ლევს, შე­სა­ბა­მი­სად, კვერ­ცხის შე­ღებ­ვაც აღარ მი­წევს. აღ­დგო­მა სი­ხა­რულ­თან ერ­თად ჩემ­თვის სევ­დი­ა­ნიც არის, ეს ხომ ის დღეა, რო­დე­საც ვიხ­სე­ნებთ იმ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ­ქვეყ­ნად აღარ არი­ან... ამ დღე­ებ­ში ბევ­რს ვფიქ­რობ ხოლ­მე მათ­ზე, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ხომ მათ­თვი­საც ზე­ი­მია.

- აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნის რა­ი­მე შენი ტრა­დი­ცია ხომ არ გაქვს?

- არა. დროს ჯერ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ, რად­გან ეს ჩემ­თვის ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია. შემ­დეგ უკვე მე­გობ­რე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით, რად­გან ყვე­ლა ვის­ვე­ნებთ და გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდეთ და გა­ვიხ­სე­ნოთ იმ­ქვეყ­ნად წა­სუ­ლი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი.

- შო­რე­ნა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ბევ­რმა და­ი­წყო კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა... დღე­სას­წა­ულ­ზე რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის მომ­ზა­დე­ბას ხომ არ გეგ­მავ?

- პან­დე­მი­ის დროს მეც ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა კუ­ლი­ნა­რი­ამ. უკვე ბევრ ისეთ კერძს ვამ­ზა­დებ, რისი გა­კე­თე­ბაც მა­ნამ­დე არ ვი­ცო­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მომ­დის და ყო­ველ­დღი­უ­რად და დღე­სას­წა­უ­ლებ­ზეც ვცდი­ლობ, რომ გემ­რი­ე­ლი რა­ღა­ცე­ბი მო­ვამ­ზა­დო...

- კუ­ლი­ნა­რი­ით გა­ტა­ცე­ბა წო­ნის პრობ­ლე­მას არ გიქ­მნის?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვიკ­ვე­ბე­ბი, თუმ­ცა კვი­რა­ში ერთი დღე, გან­ტვირ­თვის დღედ მაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ვი­საც ჩემ­სა­ვით ტკბი­ლე­უ­ლი უყ­ვარს, ხელი უნდა შე­უ­წყოს თავს, რომ არ მო­ი­მა­ტოს და წონა არ გა­ექ­ცეს. ამი­ტომ კვი­რა­ში ერთი დღეს საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლად ვიკ­ვე­ბე­ბი.

- რო­გორ ცხოვ­რობ­დი იმ პე­რი­ოდ­ში, როცა პან­დე­მი­ის გამო ყვე­ლას სახ­ლში უწევ­და ყოფ­ნა?

- ლა­მის გი­თხრათ, რომ სა­უ­კე­თე­სო დრო იყო პან­დე­მია ჩემ­თვის, რად­გან ამ­დე­ნი ხანი არას­დროს და­მის­ვე­ნია. ისე კი, რაც მოხ­და, ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თვის შოკი იყო. ყვე­ლა მიჩ­ვე­უ­ლია აქეთ-იქეთ სი­ა­რულს, რა­ღა­ცის კე­თე­ბას და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ყვე­ლა­ნი უცებ ჩა­ვი­კე­ტეთ სახ­ლებ­ში. 100%-ით შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლიც, და­ვი­წყე შინ ვარ­ჯი­ში, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი, ისე­თი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა, რაც სულ მინ­დო­და და მა­ნამ­დე ვერ ვას­წრებ­დი. იმე­დი მაქვს, რომ მალე გა­მო­ვალთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, და­ვი­წყებთ ერ­თმა­ნეთ­თან მი­მოს­ვლას და ერ­თმა­ნე­თის ნორ­მა­ლუ­რად ნახ­ვას.

- არის აღ­დგო­მა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გახ­სენ­დე­ბა?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო პირ­ვე­ლი აღ­დგო­მა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მის საფ­ლავ­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დარ­დი­ა­ნი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი დღე. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მიყ­ვარს ეს დღე­სას­წა­უ­ლი, მაგ­რამ თან მა­სევ­დი­ა­ნებს, რად­გან მტკივ­ნე­ულ მო­გო­ნე­ბებს აღ­მიძ­რავს.

ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით და ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი და ეს არის დღე, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის, მათ გა­სახ­სე­ნებ­ლად, მათ­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად და პა­ტი­ვის­ცე­მის­თვი­საა, კვერ­ცხის შე­ღებ­ვა­სა და პას­კის დაჭ­რა­შიც კი მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავთ... სხვა არა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია მათ­თვის გა­ვა­კე­თოთ...

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წოწო
14

არავის აინტერესებს

დუდუ
13

რატომ გვატენით ამ პროვინციელ ქალს უამრავი ღირსეული ქალბატონი გვყავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომლისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. არიან ადამიანები, რომელთაც ამ დღესასწაულთან დაკავშირებით თავიანთი ტრადიციები აქვთ. ბევრისთვის მნიშვნელოვანია ამ დღის აღსანიშნავად ყველაფერი თავისი ხელით გაამზადოს. როგორ ხვდება შორენა ბეგაშვილი აღდგომას, ამის თაობაზე მსახიობი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ძალიან მიყვარს პასკა, მაგრამ გამოცხობა არ ვიცი და ვყიდულობ, კვერცხს დედაჩემი მიღებავს და მაძლევს, შესაბამისად, კვერცხის შეღებვაც აღარ მიწევს. აღდგომა სიხარულთან ერთად ჩემთვის სევდიანიც არის, ეს ხომ ის დღეა, როდესაც ვიხსენებთ იმ საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ამქვეყნად აღარ არიან... ამ დღეებში ბევრს ვფიქრობ ხოლმე მათზე, აღდგომის დღესასწაული ხომ მათთვისაც ზეიმია.

- აღდგომის აღნიშვნის რაიმე შენი ტრადიცია ხომ არ გაქვს?

- არა. დროს ჯერ ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ, რადგან ეს ჩემთვის ოჯახური დღესასწაულია. შემდეგ უკვე მეგობრები ვიკრიბებით, რადგან ყველა ვისვენებთ და გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთმანეთს შევხვდეთ და გავიხსენოთ იმქვეყნად წასული ძვირფასი ადამიანები.

- შორენა, პანდემიის პერიოდში ბევრმა დაიწყო კერძების მომზადება... დღესასწაულზე რაიმე განსაკუთრებულის მომზადებას ხომ არ გეგმავ?

- პანდემიის დროს მეც ძალიან გამიტაცა კულინარიამ. უკვე ბევრ ისეთ კერძს ვამზადებ, რისი გაკეთებაც მანამდე არ ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად გამომდის და ყოველდღიურად და დღესასწაულებზეც ვცდილობ, რომ გემრიელი რაღაცები მოვამზადო...

- კულინარიით გატაცება წონის პრობლემას არ გიქმნის?

- აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვიკვებები, თუმცა კვირაში ერთი დღე, განტვირთვის დღედ მაქვს გამოცხადებული. ვფიქრობ, ვისაც ჩემსავით ტკბილეული უყვარს, ხელი უნდა შეუწყოს თავს, რომ არ მოიმატოს და წონა არ გაექცეს. ამიტომ კვირაში ერთი დღეს საკმაოდ შეზღუდულად ვიკვებები.

- როგორ ცხოვრობდი იმ პერიოდში, როცა პანდემიის გამო ყველას სახლში უწევდა ყოფნა?

- ლამის გითხრათ, რომ საუკეთესო დრო იყო პანდემია ჩემთვის, რადგან ამდენი ხანი არასდროს დამისვენია. ისე კი, რაც მოხდა, ვფიქრობ, ყველასთვის შოკი იყო. ყველა მიჩვეულია აქეთ-იქეთ სიარულს, რაღაცის კეთებას და ერთ მშვენიერ დღეს, ყველანი უცებ ჩავიკეტეთ სახლებში. 100%-ით შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილიც, დავიწყე შინ ვარჯიში, სამზარეულოში ტრიალი, ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც სულ მინდოდა და მანამდე ვერ ვასწრებდი. იმედი მაქვს, რომ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, დავიწყებთ ერთმანეთთან მიმოსვლას და ერთმანეთის ნორმალურად ნახვას.

- არის აღდგომა შენს ცხოვრებაში, რომელიც განსაკუთრებულად გახსენდება?

- ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დარდიანი და ტკივილიანი დღე. როგორც უკვე გითხარით, მიყვარს ეს დღესასწაული, მაგრამ თან მასევდიანებს, რადგან მტკივნეულ მოგონებებს აღმიძრავს.

ადამიანები ყოველდღიურობით და ერთმანეთზე ზრუნვით ვართ დაკავებული და ეს არის დღე, რომელიც მთლიანად მიცვალებულისთვის, მათ გასახსენებლად, მათზე დასაფიქრებლად და პატივისცემისთვისაა, კვერცხის შეღებვასა და პასკის დაჭრაშიც კი მათ მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ... სხვა არაფერი შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ...

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია