არსებული სტანდარტით, ზრდასრულმა ადამიანმა ყოველდღიურად სამი პორცია რძე ან რძის ნაწარმი უნდა მიიღოს. ბავშვებისთვის კი ოპტიმალური რაოდენობა 2-2,5 პორციაა. ერთ პორციას წარმოადგენს ერთი ჭიქა რძე, ნახევარი ჭიქა ხაჭო, დაახლოებით 40 გრ კარაქი...
რძის პროდუქტების დიდი სარგებლიანობის შესახებ ყველამ იცის და ეს ახალი ამბავი არაა. რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები, მაგალითად, კარაქი, ყველი და ხაჭო გამდიდრებულია მინერალებით: კალცი, ფოსფორი, B ვიტამინი, კალიუმი და D ვიტამინი. ამასთანავე, ის ცილების არაჩვეულებრივი წყაროა. რძის პროდუქტების ყოველდღიურ მოხმარებას შეუძლია თავიდან აგაცილოთ ძვლოვანი სტრუქტურის დარღვევები - ოსტეოპოროზი და ძვლების მსხვრევადობა. დაგეხმაროთ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში.
თუმცა თუ მაქსიმალური სარგებლის მიღება გინდათ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რძის ხარისხიც. ფაქტი, რომ რძის ნაწარმს მიირთმევთ, აღნიშნული სარგებლის უპირობოდ მიღებას არ ნიშნავს. სინამდვილეში რძის პროდუქტების შერჩევა საკმაოდ კომპლექსური პროცესია და ცოდნას საჭიროებს. ამ დროს გადამწყვეტია, თუ როგორი რძით, რა ტექნოლოგიით, სად და ვის მიერ არის დამზადებული ესა თუ ის კონკრეტული პროდუქტი.
ზოგადად, რძე ის პროდუქტია, რომლის სარგებელიც ბუნებრივად არის ძალიან მაღალი და მისი გაუმჯობესება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ ამ დროს მთავარია, მისი თვისებების შენარჩუნება მაქსიმალურად მოხდეს. ევროპის ქვეყნებში დამკვიდრებულია ტერმინი "სუფთა რძე“, რომელიც უმაღლესი ხარისხის რძეს ნიშნავს. ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც მიიღება ძროხისგან და ის სრულად შეიცავს თითოეულ იმ ვიტანიმს, რასაც რძე უნდა შეიცავდეს. ასეთი რძის მისაღებად კი, პირველ რიგში, ცხოველებზე სათანადო ზრუნვაა საჭირო. სუფთა, მაღალხარისხიანი რძის მოპოვება ჯანმრთელი და კარგად მოვლილი ცხოველებიდან ხდება. აუცილებელია, ფერმებში განთავსებული იყოს ავტომატური წველის სისტემები, რომლებიც განაპირობებენ სანიტარიის სტანდარტებსა და უმაღლესი ხარისხის სუფთა რძის მიღებას. მწარმოებელი ვალდებულია, არა მხოლოდ გარანტია მოგვცეს რძეში ანტიბიოტიკების კვალის სრულ არარსებობაზე, არამედ საწყის ეტაპზევე ეცადოს, პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით თავიდან აიცილოს ცხოველების ავადმყოფობა და ანტიბიოტიკებით მათი მკურნალობა. ისინი მოთავსებულნი უნდა იყვნენ სუფთა, გამართული სავენტილაციო სისტემის მქონე ბეღელებში. თავად ფერმა კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში უნდა მდებარეობდეს. სწორედ ამიტომ დღეს მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით ფინური რძის ნაწარმი სარგებლობს. გარემოს სისუფთავით გამორჩეული ქვეყნის, ფინეთის რძე გამოირჩევა როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით. სუფთა რძე არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკებს, ჰორმონებსა და ზრდის სტიმულანტებს.
რძის პროდუქტების სარგებლიანობაზე საუბრის დროს ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კარაქი, რადგან ის ცხიმია. რეალურად, კი კარაქი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რძის პროდუქტია. ის ბავშვების და მოზარდების სწორ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს. წარმოგიდგენთ რამდენიმე სარგებელს, რომელსაც სუფთა რძით დამზადებული ნატურალური კარაქის ყოველდღიურად მირთმევით მიიღებთ.
თითოეული ამ სარგებლის მისაღებად ყურადღებით შეარჩიეთ კარაქი. ის, როგორც ნებისმიერი ხარისხიანი რძის პროდუქტი, სუფთა რძისგან უნდა იწარმოებოდეს. კარაქის წარმოებისას რძისგან გამოიყოფა ნაღები, შემდეგ ხდება პასტერიზაცია, ათქვეფა და გაციება. როდესაც, ცხიმისა და წყლის ფაზები იცვლება, კარაქის კონსტიტენცია მყარდება. კარაქი კონცენტრირებული რძის ცხიმია. ამ უკანასკნელის შემცველობა შეიძლება მერყეობდეს 79%-დან 82%-მდე. ნატურალური კარაქი შეიცავს მხოლოდ ნაღებს, რაც მითითებული უნდა იყოს შეფუთვაზევე. რაც ნაკლები მარილი და შაქარი შედის შემადგენლობაში, მით უკეთესი. მაგალითად, "ვალიოს“ კარაქი გამოირჩევა მარილისა და შაქრის მინიმალური შემცველობით. ნებისმიერი სხვა დანამატის არსებობის შემთხვევაში, პროდუქტი მიიჩნევა სპრედად და არა -ნატურალურ კარაქად. ქართულ ბაზარზე ძალიან პოპულარულია "ვალიოს“ კარაქი, რასაც მისი რამდენიმე უპირატესობა განაპირობებს. ესენია: წარმოებული ფინეთში; ბრენდის ზრუნვა ცხოველების კეთილდღეობაზე; რძის მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება, კონტროლის მრავალფეროვანი მექანიზმი; მაღალხარისხიანი სუფთა რძისგან წარმოებული პროდუქტი; ნობელის პრემიის ლაურეატი ინოვაციები მორგებული მომხმარებლის მოთხოვნაზე, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ "ვალიოს“ ნედლეული, წარმოების პროცესი და საბოლოო ნაწარმი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს კიდეც. ეს არის მსოფლიოში ყველაზე სუფთა რძით დამზადებული პროდუქცია, რომელსაც ევროპის ქვეყნების პედიატრები უწევენ რეკომენდაციას. "ვალიოს“ კარაქი ბევრი ქვეყნის ნომერ პირველი კარაქია.
ხარისხიანი კარაქის შესაძენად გაითვალისწინეთ კიდევ ერთი საკითხი. აუცილებლად შეამოწმეთ წარმოების ქვეყანა. ხარისხიანი პროდუქტი წარმოებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელსაც ბრენდი წარმოადგენს.