საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვეიცარიულმა ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ - რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს?
"შვეიცარიულმა ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ - რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს?

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის «Forbes»-ის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ვერ­სი­ის ვებ­სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "შვე­ი­ცა­რი­ის ბან­კმა ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა“ (ავ­ტო­რი - რი­ნატ ტა­ი­რო­ვი). პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ლა­პა­რა­კია იმა­ზე, თუ რა­ტომ უჩი­ვის ბან­კი Credit Suisse ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და იმ პიარ-კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც მას კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევ­დნენ.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

სა­ქარ­თვე­ლოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­პა­სუ­ხე გახ­და ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლო­ში ბანკ Credit Suisse-ს მიერ წარ­დგე­ნილ სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. საქ­მე იმა­შია, რომ ბან­კი უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის პუბ­ლი­კა­ცი­ით, რო­მე­ლიც მის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს შე­ე­ხე­ბა - მდი­და­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თაღ­ლი­თო­ბის გამო მსჯავ­რდე­ბულს.

ამე­რი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ბლუმ­ბერ­გის" (Bloomberg) ცნო­ბით, შვე­ი­ცა­რი­ის ბან­კმა Credit Suisse-მ ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი წა­რად­გი­ნა ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და სხვა ინ­ვეს­ტო­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ფული და­კარ­გეს ბან­კის ყო­ფი­ლი მე­ნე­ჯე­რის პატ­რის ლეს­კოდ­რო­ნის მოქ­მე­დე­ბის გამო. სარ­ჩე­ლი ასე­ვე ეხე­ბა იმ PR-კომ­პა­ნი­ებ­საც, რომ­ლებ­მაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და სხვა ინ­ვეს­ტო­რებს კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­დნენ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 29 აპ­რილს იწყე­ბა ლონ­დონ­ში.

ბანკს სურს მი­ლი­არ­დე­რი­სა და სხვა მო­პა­სუ­ხე­ე­ბის დას­ჯა იმის­თვის, რომ მათ გა­და­წყვი­ტეს და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს შვე­ი­ცა­რი­ის სა­ბან­კო რე­გუ­ლა­ტო­რის (FINMA) ან­გა­რი­შის ასლი თაღ­ლი­თო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ პატ­რის ლეს­კოდ­რო­ნის შე­სა­ხებ. "ან­გა­რი­ში­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ Credit Suisse-მ იცო­და თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, თა­ნაც მის მი­მართ ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლით ადრე“, - წერ­და გა­ზე­თი The Wall Street Journal. ან­გა­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­იტ­ზე CSVictims.com.

რო­გორც "ბლუმ­ბერ­გი“ აღ­ნიშ­ნავს, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პორ­ტა­ლი PR-სა­ა­გენ­ტო Metigen-ის მიერ იმარ­თე­ბა. სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი ჩარ­ლი უი­გა­ნი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, რომ დავა მი­დის FINMA-ს ან­გა­რი­შის და არა Credit Suisse-ს ირ­გვლივ. თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს იწ­ვევს Credit Suisse-ს იმ და­ნა­კარ­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ბან­კმა გა­ნი­ცა­და ჰეჯ-ფონდ Archegos Capital-ის კრა­ხის გამო.

Credit Suisse-მა უარი გა­ნა­ცხა­და "ბლუმ­ბერგ“-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბა­ზე. ასე­ვე მო­იქ­ცა FINMA-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Credit Suisse-მა ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე და­არ­წმუ­ნა სა­სა­მარ­თლო, რომ დო­კუ­მენ­ტი გა­ე­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­ნა. ალ­ბათ, PR-სა­ა­გენ­ტო Metigen-ი შე­ეც­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს იმ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას დო­კუ­მენ­ტის პუბ­ლი­კა­ცი­ის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც PR-სა­ა­გენ­ტოს CSVictims-ის სა­ი­ტი­დან დო­კუ­მენ­ტის აღე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებს. თა­ვის მხრივ, Credit Suisse ცდი­ლობს, რომ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა კი­დევ გაგ­რძელ­დეს, - გან­მარ­ტავს "ბლუმ­ბერ­გი“.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერთ-ერთი მო­პა­სუ­ხეა ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლო­ში. იგი სხვა ინ­ვეს­ტო­რებ­თან ერ­თად და­ზა­რალ­და პატ­რის ლეს­კოდ­რო­ნის მოქ­მე­დე­ბით და მი­იჩ­ნევს, რომ ბან­კმა ნა­წი­ლობ­რი­ვად მა­ინც უნდა აგოს პა­სუ­ხი თა­ვი­სი ყო­ფი­ლი მე­ნე­ჯე­რის ქცე­ვის გამო.

პატ­რიკ ლეს­კოდ­რონს 2018 წელს ხუთი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა თაღ­ლი­თო­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო. მე­ნე­ჯერ­მა აღი­ა­რა, რომ თა­ვი­სი კლი­ენ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რებს აყალ­ბებ­და, რათა მათი ფუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­რი­გე­ბე­ბი და­ე­დო ისე, რომ მათ არა­ფე­რი სცოდ­ნო­დათ. ამ გა­რი­გე­ბებ­ზე მე­ნე­ჯერ­მა სა­ბო­ლო­ოდ 150 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გა, - წერ­და The Wall Street Journal ჟე­ნე­ვის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით. FINMA-მ 2018 წელს Credit Suisse გა­აკ­რი­ტი­კა იმის გამო, რომ ბან­კი არ­საკ­მა­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებ­და თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლის მოქ­მე­დე­ბა­ზე.

Credit Suisse აცხა­დებ­და, რომ პატ­რის ლე­კოდ­რო­ნის თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ 2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­გო, მაგ­რამ FINMA-ს მიერ 2016 წელს მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ან­გა­რი­შით ირ­კვე­ვა, რომ ბან­კი­რის მოქ­მე­დე­ბა 2009 წლი­დან 2015 წლამ­დე ასო­ბით შე­ნიშ­ვნას იწ­ვევ­და, რო­მე­ლიც Credit Suiss-მა სა­თა­ნა­დოდ არ შე­ა­მოწ­მა. ამის გარ­და, Credit Suisse-ს ათო­ბით სხვა მე­ნე­ჯერ­მა იცო­და პატ­რის ლეს­კოდ­რო­ნის მხრი­დან წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ უმოქ­მე­დოდ იყ­ვნენ ან მხო­ლოდ რბილ სას­ჯელს მი­მარ­თავ­დნენ. ეს იმი­ტომ, რომ მე­ნე­ჯერს ბან­კის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად 25 მი­ლი­ო­ნამ­დე ამო­ნა­გე­ბი თან­ხა მოჰ­ქონ­და, - წერ­და ამე­რი­კუ­ლი გა­ზე­თი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პატ­რის ლეს­კოდ­რო­ნის კლი­ენ­ტი იყო. მან Credit Suisse-ს მი­მართ სარ­ჩე­ლი წა­რად­გი­ნა რო­გორც სინ­გა­პურ­ში, ასე­ვე ახალ ზე­ლან­დი­ა­ში და ბერ­მუ­დის კუნ­ძუ­ლებ­ზე 800 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბით. "ბლუმ­ბერ­გი“ ივა­ნიშ­ვილს ლეს­კოდ­რო­ნის ყვე­ლა­ზე მსხვილ მსხვერ­პლად მი­იჩ­ნევ­და. თვი­თონ ბიზ­ნეს­მე­ნი "ბლუმ­ბერ­გი­სად­მი" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ლეს­კოდ­რონს თვი­თონ, მარ­ტო, არ შე­ეძ­ლო Credit Suisse-ში ასე­თი [თაღ­ლი­თუ­რი] სქე­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა. მი­ლი­არ­დე­რი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მას ბიზ­ნე­სი ჰქონ­და "ვე­ლურ­ზე ვე­ლურ რუ­სეთ­ში და ქარ­თულ ბან­კებ­ში, მაგ­რამ Credit Suisse-ის მსგავ­სი არ­სად უნა­ხავს".

2018 წელს პატ­რის ლეს­კოდ­რონ­მა თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბა ში­შით ახ­სნა. იგი ამ­ბობ­და, რომ 2008 წლის ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს თა­ვი­სი ზა­რა­ლის და­ფარ­ვა კლი­ენ­ტე­ბის ფუ­ლით და­ი­წყო და მას შემ­დეგ გამ­ჟღავ­ნე­ბი­სა ეში­ნო­და, - წერ­და "ბლუმ­ბერ­გი“. ლეს­კოდ­რო­ნი 2019 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 2020 წლის ივ­ლის­ში კი მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

რო­გორც Forbes Real-Timeს რე­ი­ტინ­გი გვიჩ­ვე­ნებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს უმ­დიდ­რეს ბიზ­ნეს­მე­ნებს შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია, მსოფ­ლი­ო­ში კი 613-ე. რე­ი­ტინ­გის გა­ნახ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი დრო­ის რე­ჟიმ­ში ხდე­ბა. ბიზ­ნეს­მე­ნის ქო­ნე­ბა 4,8 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
59

ძირს კაპიტალიზმი..ძირს ექსპლატატორები.

წმინდა გაგა
94

ყურებზე ხახვი ვერავინ დააჭრას ბატონ ბიძინას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"შვეიცარიულმა ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ - რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს?

"შვეიცარიულმა ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ - რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს?

ამერიკული გამოცემის «Forbes»-ის რუსულენოვანი ვერსიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "შვეიცარიის ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ (ავტორი - რინატ ტაიროვი). პუბლიკაციაში ლაპარაკია იმაზე, თუ რატომ უჩივის ბანკი Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს და იმ პიარ-კომპანიებს, რომლებიც მას კონსულტაციებს უწევდნენ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მოპასუხე გახდა ლონდონის სასამართლოში ბანკ Credit Suisse-ს მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ბანკი უკმაყოფილოა სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ანგარიშის პუბლიკაციით, რომელიც მის ყოფილ თანამშრომელს შეეხება - მდიდარი ინვესტორების ფულთან დაკავშირებული თაღლითობის გამო მსჯავრდებულს.

ამერიკული სააგენტო "ბლუმბერგის" (Bloomberg) ცნობით, შვეიცარიის ბანკმა Credit Suisse-მ ლონდონის სასამართლოში სარჩელი წარადგინა ქართველი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ინვესტორების მიმართ, რომლებმაც ფული დაკარგეს ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის მოქმედების გამო. სარჩელი ასევე ეხება იმ PR-კომპანიებსაც, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს და სხვა ინვესტორებს კონსულტაციას უწევდნენ. სასამართლო პროცესი 29 აპრილს იწყება ლონდონში.

ბანკს სურს მილიარდერისა და სხვა მოპასუხეების დასჯა იმისთვის, რომ მათ გადაწყვიტეს და გამოაქვეყნეს შვეიცარიის საბანკო რეგულატორის (FINMA) ანგარიშის ასლი თაღლითობისთვის მსჯავრდებულ პატრის ლესკოდრონის შესახებ. "ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse-მ იცოდა თავისი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ, თანაც მის მიმართ ბრალდების წაყენებიდან რამდენიმე წლით ადრე“, - წერდა გაზეთი The Wall Street Journal. ანგარიში გამოქვეყნდა მიმდინარე წლის თებერვალში საიტზე CSVictims.com.

როგორც "ბლუმბერგი“ აღნიშნავს, დასახელებული პორტალი PR-სააგენტო Metigen-ის მიერ იმართება. სააგენტოს დირექტორი ჩარლი უიგანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დავა მიდის FINMA-ს ანგარიშის და არა Credit Suisse-ს ირგვლივ. თუმცა დოკუმენტის შინაარსი საზოგადოების ინტერესს იწვევს Credit Suisse-ს იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რომელიც ბანკმა განიცადა ჰეჯ-ფონდ Archegos Capital-ის კრახის გამო.

Credit Suisse-მა უარი განაცხადა "ბლუმბერგ“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებაზე. ასევე მოიქცა FINMA-ს წარმომადგენელიც.

აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-მა ანგარიშის გამოქვეყნებამდე დაარწმუნა სასამართლო, რომ დოკუმენტი გაესაიდუმლოებინა. ალბათ, PR-სააგენტო Metigen-ი შეეცდება სასამართლოს იმ დადგენილების გაუქმებას დოკუმენტის პუბლიკაციის აკრძალვის თაობაზე, რომელიც PR-სააგენტოს CSVictims-ის საიტიდან დოკუმენტის აღებას ავალდებულებს. თავის მხრივ, Credit Suisse ცდილობს, რომ გასაიდუმლოების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების მოქმედების ვადა კიდევ გაგრძელდეს, - განმარტავს "ბლუმბერგი“.

ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი მოპასუხეა ლონდონის სასამართლოში. იგი სხვა ინვესტორებთან ერთად დაზარალდა პატრის ლესკოდრონის მოქმედებით და მიიჩნევს, რომ ბანკმა ნაწილობრივად მაინც უნდა აგოს პასუხი თავისი ყოფილი მენეჯერის ქცევის გამო.

პატრიკ ლესკოდრონს 2018 წელს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების გამო. მენეჯერმა აღიარა, რომ თავისი კლიენტების ხელმოწერებს აყალბებდა, რათა მათი ფულის საფუძველზე გარიგებები დაედო ისე, რომ მათ არაფერი სცოდნოდათ. ამ გარიგებებზე მენეჯერმა საბოლოოდ 150 მილიონი დოლარი დაკარგა, - წერდა The Wall Street Journal ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით. FINMA-მ 2018 წელს Credit Suisse გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბანკი არსაკმარის ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებდა თავისი თანამშრომლის მოქმედებაზე.

Credit Suisse აცხადებდა, რომ პატრის ლეკოდრონის თაღლითობის შესახებ მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში გაიგო, მაგრამ FINMA-ს მიერ 2016 წელს მომზადებული საიდუმლო ანგარიშით ირკვევა, რომ ბანკირის მოქმედება 2009 წლიდან 2015 წლამდე ასობით შენიშვნას იწვევდა, რომელიც Credit Suiss-მა სათანადოდ არ შეამოწმა. ამის გარდა, Credit Suisse-ს ათობით სხვა მენეჯერმა იცოდა პატრის ლესკოდრონის მხრიდან წესების დარღვევის თაობაზე, მაგრამ უმოქმედოდ იყვნენ ან მხოლოდ რბილ სასჯელს მიმართავდნენ. ეს იმიტომ, რომ მენეჯერს ბანკისთვის ყოველწლიურად 25 მილიონამდე ამონაგები თანხა მოჰქონდა, - წერდა ამერიკული გაზეთი.

ბიძინა ივანიშვილი პატრის ლესკოდრონის კლიენტი იყო. მან Credit Suisse-ს მიმართ სარჩელი წარადგინა როგორც სინგაპურში, ასევე ახალ ზელანდიაში და ბერმუდის კუნძულებზე 800 მილიონი დოლარის საერთო მოცულობით. "ბლუმბერგი“ ივანიშვილს ლესკოდრონის ყველაზე მსხვილ მსხვერპლად მიიჩნევდა. თვითონ ბიზნესმენი "ბლუმბერგისადმი" მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ლესკოდრონს თვითონ, მარტო, არ შეეძლო Credit Suisse-ში ასეთი [თაღლითური] სქემის ორგანიზება. მილიარდერი აღნიშნავდა, რომ მას ბიზნესი ჰქონდა "ველურზე ველურ რუსეთში და ქართულ ბანკებში, მაგრამ Credit Suisse-ის მსგავსი არსად უნახავს".

2018 წელს პატრის ლესკოდრონმა თავისი მოქმედება შიშით ახსნა. იგი ამბობდა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს თავისი ზარალის დაფარვა კლიენტების ფულით დაიწყო და მას შემდეგ გამჟღავნებისა ეშინოდა, - წერდა "ბლუმბერგი“. ლესკოდრონი 2019 წელს გაათავისუფლეს. 2020 წლის ივლისში კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც Forbes Real-Timeს რეიტინგი გვიჩვენებს, ბიძინა ივანიშვილს ამჟამად საქართველოს უმდიდრეს ბიზნესმენებს შორის პირველი ადგილი უკავია, მსოფლიოში კი 613-ე. რეიტინგის განახლება რეალური დროის რეჟიმში ხდება. ბიზნესმენის ქონება 4,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

წყარო

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

"ეშმაკი დეტალებშია... პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელიამ საპატიმრო უკანა გასასვლელით დატოვა