საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა
მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

Tropical Race 4 (TR4) ნი­ა­და­გის სო­კოს და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად Cavendish-ის ჯი­შის ბა­ნანს სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა, უკვე ვე­ნე­სუ­ე­ლა­შიც გა­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ გავ­ლე­ნი­ა­ნი პორ­ტა­ლი Americanfruit და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა. მარ­თა­ლია, ვე­ნე­სუ­ე­ლას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი ცხად­ყოფს, რომ ბა­ნა­ნის პლან­ტა­ცი­ებ­ზე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა.

East-fruit-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში TR4 შტა­მის გა­ჩე­ნით ბა­ნა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის, ეკ­ვა­დო­რის ირ­გვლივ წრე შე­იკ­რა. ვე­ნე­სუ­ე­ლამ­დე TR4 ჯერ კო­ლუმ­ბი­ა­სა და ჰონ­დუ­რას­ში გაჩ­ნდა, სა­დაც ბა­ნა­ნის პლან­ტა­ცი­ე­ბი და­ი­კე­ტა კი­დეც, მიმ­დი­ნა­რე თვე­ში კი სო­კოს ამ და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა ეკ­ვა­დო­რის კი­დევ ერთ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, პე­რუ­ში და­ა­დას­ტუ­რეს. თა­ვად ეკ­ვა­დორ­ში ნი­ა­და­გის სო­კოს და­ა­ვა­დე­ბის კე­რე­ბის გა­ჩე­ნა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ეს ქვე­ყა­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად 6,5 მლნ ტონა ბა­ნა­ნის ექ­სპორ­ტს ეწე­ვა.

ეკ­ვა­დო­რი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ბა­ნა­ნის უმ­სხვი­ლე­სი მიმ­წო­დე­ბე­ლია. პან­დე­მი­ის გამო 2020 წელს ეკ­ვა­დო­რის ეკო­ნო­მი­კა 8%-ით შემ­ცირ­და, რა­მაც ქვე­ყა­ნა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვა­ნა. ამას წინ უს­წრებ­და 2019 წლის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოს­ვლე­ბი, რის გა­მოც მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი სხვა­გან გა­და­ე­ტა­ნა. ამას თან და­ერ­თო შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში მომ­ხდა­რი, შემ­დეგ კი გა­სულ თვე­ში გა­მე­ო­რე­ბუ­ლი სან­გა­ის ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა, რო­მელ­მაც ეკ­ვა­დო­რუ­ლი ბა­ნა­ნის ხა­რისხსა და მის ექ­სპორ­ტს სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. სწო­რედ ამი­ტომ ბა­ნა­ნი, შარ­შან­დელ ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით, მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გაძ­ვი­რე­ბუ­ლია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

Tropical Race 4 (TR4) ნიადაგის სოკოს დაავადება, რომელიც ყველაზე გაყიდვად Cavendish-ის ჯიშის ბანანს სრული განადგურებით ემუქრება, უკვე ვენესუელაშიც გამოჩნდა. ამის შესახებ გავლენიანი პორტალი Americanfruit და ადგილობრივი მედია იუწყება. მართალია, ვენესუელას ხელისუფლებას ეს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ცხადყოფს, რომ ბანანის პლანტაციებზე სავალალო მდგომარეობაა.

East-fruit-ის ინფორმაციით, ვენესუელაში TR4 შტამის გაჩენით ბანანის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნის, ეკვადორის ირგვლივ წრე შეიკრა. ვენესუელამდე TR4 ჯერ კოლუმბიასა და ჰონდურასში გაჩნდა, სადაც ბანანის პლანტაციები დაიკეტა კიდეც, მიმდინარე თვეში კი სოკოს ამ დაავადების არსებობა ეკვადორის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში, პერუში დაადასტურეს. თავად ეკვადორში ნიადაგის სოკოს დაავადების კერების გაჩენაზე ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 6,5 მლნ ტონა ბანანის ექსპორტს ეწევა.

ეკვადორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბანანის უმსხვილესი მიმწოდებელია. პანდემიის გამო 2020 წელს ეკვადორის ეკონომიკა 8%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას წინ უსწრებდა 2019 წლის სოციალური გამოსვლები, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყნის დედაქალაქი სხვაგან გადაეტანა. ამას თან დაერთო შარშან, სექტემბერში მომხდარი, შემდეგ კი გასულ თვეში გამეორებული სანგაის ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც ეკვადორული ბანანის ხარისხსა და მის ექსპორტს სერიოზული დარტყმა მიაყენა. სწორედ ამიტომ ბანანი, შარშანდელ ფასებთან შედარებით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირებულია. გააგრძელეთ კითხვა

"ენკა" მზადაა "ნამახვანჰესის" პროექტის კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს - ვინ იქნება საბჭოს შემადგენლობაში

საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა - "ინვესტორების უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა"

საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს - ნათია თურნავა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"