მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?
"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

ჩვენ ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვართ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის ნაჩ­ქა­რე­ვად მი­ღე­ბის გამო, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში სა­ელ­ჩო აღ­ნიშ­ნავს, ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის არ­გა­მარ­თვის გამო, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ლო­დი­ნი არ გა­ა­მარ­თლა.

“ამ ცვლი­ლე­ბე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბა არა­სა­ჭი­რო და უსარ­გებ­ლო იყო. ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან სიღ­რმი­სე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა აჩენს კი­თხვებს ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზან­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს შო­რის და­დე­ბუ­ლი 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა მხა­რე­ებს მო­უ­წო­დებს ერ­თობ­ლი­ვად იმოქ­მე­დონ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, რათა შე­ამ­ცი­რონ ღრმა პო­ლა­რი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ქარ­თულ ოც­ნე­ბას, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა და მარ­თოს გამ­ჭრ­ვირ­ვა­ლედ და ინ­კლუ­ზი­უ­რად. ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის არ­გა­მარ­თვის გამო, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ლო­დი­ნი არ გა­ა­მარ­თლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტია, რა­საც ქარ­თველ­მა ამომ­რჩე­ველ­მა მის­ცა ხმა. დროა, ყვე­ლა პარ­ტი­ამ, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ, ერ­თად იმუ­შა­ოს პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად”, - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
431
ეჰ... ჩვენი დამოუკიდებლობა "არ გაიშვა"...
giorgi
464
ძაან ზედმეტი ხომ არ მოსდით ამათ?!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის შესახებ ავრცელებს.

როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

“ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ვინ არის 8 ფიზიკური პირი, რომელმაც "ქართული ოცნებას" აპრილში თანხა შესწირა

"ოცნებამ" გამოაცხადა, რომ შვებულებაშია, ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი სოლარიუმში" - რას ამბობს ოპოზიცია საპარლამენტო უქმეებზე და როგორ პასუხობს მათ უმრავლესობა