საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსხვავებაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის და როგორია სააღდგომო სუფრის რიტუალები - დალი ცატავას რჩევები
რა განსხვავებაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის და როგორია სააღდგომო სუფრის რიტუალები - დალი ცატავას რჩევები

პას­კა თუ ხა­ტის­პუ­რი - ეს კი­თხვა აღ­დგო­მის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე, ბოლო დროს, აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. დიდი ინ­ტე­რე­სით მას გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რად­გა­ნაც პას­კა სა­აღ­დგო­მო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

"სა­ერ­თოდ, ბევ­რს ჰგო­ნია, რომ გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი უნდა გა­მო­ხა­ტოს, მაგ­რამ რამ­დე­ნად კომ­პე­ტენ­ტუ­რია, ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს... ეს სა­გა­ნი არც ჩვენს წი­ნაპ­რებს, არც ჩვენ არ გვის­წავ­ლია და ახალ თა­ო­ბა­საც არ აქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნა“ - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დალი ცა­ტა­ვა.

ის სა­აღ­დგო­მო სუფ­რის მთა­ვარ ატ­რი­ბუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი თხოვ­ნით გვე­სა­უბ­რე­ბა:

"პური" სა­კულ­ტო თე­მაა არა მარ­ტო ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში, არა­მედ ზო­გადსა­კა­ცობ­რიო სა­კი­თხია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლე­ბის 80% მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია. ქრის­ტი­ა­ნებს იცით, გვაქვს ლოც­ვა "მა­მაო ჩვე­ნო", სა­დაც არის ფრა­ზა - "პური ჩვე­ნი არ­სო­ბი­სა“, რაც პურს უკავ­შირ­დე­ბა... ამის გარ­და, ჩვენს კულ­ტუ­რა­ში დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ნა­დი­მის თე­მას, ტრა­პეზს, პუ­რო­ბას, რა­საც პუ­რის გა­ტეხ­ვა­საც ვარ­ქმევთ, მა­გა­ლი­თად, ძუნწ ადა­მი­ანს პუ­რძვირს ეძა­ხი­ან, ხელ­გაშ­ლილს - პურ­ღვი­ნი­ანს.

ეს მულ­ტი­მე­დი­უ­რი სა­გა­ნია, ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნა­წე­რებს უნდა იც­ნობ­დე, იცო­დე ფი­ზი­კა, ქი­მია, ან­თრო­პო­ლო­გია, გე­ოგ­რა­ფია, პო­ლი­ტი­კა. საქ­მე­ში ფი­ზი­კა რო­მაა ჩარ­თუ­ლი, ამა­ზე ის მე­ტყვე­ლებს, რომ პური სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი წე­სით ცხვე­ბა - თო­ნე­ში, კეც­ზე, ფურ­ნე­ში, ქვა­ზე, ცე­ცხლზე. ამ საქ­მე­ში გე­ოგ­რა­ფი­აც ერ­თვე­ბა, რად­გნაც ხორ­ბა­ლი რო­მე­ლი რე­გი­ო­ნი­და­ნაა, ამა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს", - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი დალი.

- და პას­კა არის თუ არა მარ­თლაც ხა­ტის­პუ­რი?

- პას­კა სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რია, მაგ­რამ ხა­ტის­პუ­რი ნამ­დვი­ლად არ არის. სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რებ­ში უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბა (ლი­კან ლა­ვა­ში, აგუ­ნას პური, ლემ­ზი­რე­ბი, კვიკ­ვი­ნე­ბი) გვქონ­და. ხა­ტის­პუ­რი, სა­ხა­ტო ქა­დაა, იგი­ვე ტკბი­ლი პური, რო­მელ­საც მთა­ში აცხობ­დნენ. პუ­რის სა­ხე­ო­ბებს სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცია ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი: სა­აღ­დგო­მო, სა­შო­ბაო. მა­გა­ლი­თად, რა­ჭა­ში გა­ნა­ტეხ პურს აცხობ­დნენ, ეს ის პუ­რია, რო­მე­ლიც ბო­სელ­ში შეჰ­ქონ­დათ აღ­დგო­მის, ან შო­ბის ღა­მეს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გამ­რავ­ლე­ბას­თან. აღ­დგო­მაც ხომ გა­ზა­ფხულ­ზე, ბუ­ნი­ო­ბის პე­რი­ოდ­შია, რა­შიც ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­წყე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა.

სა­აღ­დგო­მოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად "ტაბ­ლებ­საც“ აცხობ­დნენ - და­ი­დებ­დნენ მას ხე­ლის­გულ­ზე და ალი­ონ­ზე მზეს შე­ა­ვედ­რებ­დნენ, რომ მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­დათ, რად­გა­ნაც ყა­ნას უვ­ლიდ­ნენ...

ტკბი­ლი ქა­დაც სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რია, რო­მე­ლიც ხა­ტო­ბა­ზე მიჰ­ქონ­დათ. ის შე­იძ­ლე­ბა სა­რი­ტუ­ა­ლო ხა­ტის­პუ­რის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად გან­ვი­ხი­ლოთ. ხევ­სუ­რეთ­ში სა­ტაბ­ლო პური (თხე­ლი პური) ჰქონ­დათ, მას მი­წე­ბის მოხ­ვნის დას­რუ­ლე­ბი­სას, სა­თი­თა­ოდ ფიც­რებ­ზე ჩა­ამ­წკრი­ვებ­დნენ და ისიც ხა­ტის­პუ­რი იყო... ასე რომ, პას­კა ნამ­დვი­ლად არ არის ხა­ტის­პუ­რი.

- რა არის პას­კა?

- პას­კა, რო­გორც ვთქვით, სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რია, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბოდ აღ­დგო­მის­თვის ცხვე­ბა, ადრე მას არ­ტო­სი (ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­ტყვა) ერ­ქვა. არ­ტო­სი მა­ღა­ლი სქე­ლი პუ­რია, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის შემ­დეგ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­სავ­ლის კარ­თან იდო, შემ­დეგ კი მორ­წმუ­ნე­ებს ურიგ­დე­ბო­დათ.

- არ­ტო­სი ახ­ლაც ურიგ­დე­ბათ მორ­წმუ­ნე­ებს ეკ­ლე­სი­ა­ში...

- კი, მაგ­რამ მათ შო­რის სხვა­ო­ბა ის არის, რომ ამ­ჟა­მად მას აღ­სავ­ლის კარ­თან ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბი დე­ბენ. ადრე არ­ტოსს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი აცხობ­დნენ, მაგ­რამ თუ ქალს დე­და­თა წესი ჰქონ­და, ცომს ახ­ლოს არ გა­ე­კა­რე­ბო­და. სა­ნამ ამ პურს გა­მო­ა­ცხობ­და, წი­ნას­წარ მარ­ხუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ფქვი­ლი კი, რო­მელ­საც გა­მო­ი­ყე­ნებ­და, ზე­და­შე (მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცალ­კე შე­ნა­ხუ­ლი). გა­მომ­ცხვარ პურს ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­დენ ცალს წა­ი­ღებ­და, ოჯახ­ში რამ­დე­ნი წევ­რიც ჰყავ­და. ეკ­ლე­სი­ას სამ­ჯერ შე­მო­ა­ტა­რებ­და და მერე აღ­სავ­ლის კარ­თან და­დებ­და.

- არ­ტო­სი მა­ინ­ცდა­მა­ინც აღ­დგო­მას რა­ტომ უკავ­შირ­დე­ბო­და?

- ის მო­ცი­ქულ­თა პე­რი­ო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს, სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბი­სას უფალ­მა მო­ცი­ქუ­ლებს პური გა­უ­ნა­წი­ლა, თა­ვად მა­გი­დის ცენ­ტრში იჯდა. იმის მერე ისი­ნი ცენ­ტრში არას­დროს დამ­სხდა­რან, ის ად­გი­ლი ცა­რი­ე­ლი იყო, სა­დაც პურს, რო­გორც არ­სო­ბის სიმ­ბო­ლოს, დებ­დნენ. შემ­დეგ ეს წესი იმა­ში გა­და­ი­ზარ­და, რომ პური ყო­ველ­თვის იქ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც უფა­ლი იყო, - ამ ყვე­ლა­ფერ­მა სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა მი­ი­ღო... იმ მა­გი­დას, სა­დაც წირ­ვი­სას კვე­თა ხდე­ბა, ტრა­პე­ზი ჰქვია... ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- თა­ვად პას­კის სა­ხელ­წო­დე­ბა რას უკავ­შირ­დე­ბა?

- ის ებ­რა­უ­ლი პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­უ­ლი­დან მო­დის, რო­დე­საც ებ­რა­ე­ლე­ბი ხმი­ა­დებს აცხობ­დნენ, რად­გა­ნაც ისი­ნი სა­ფუვ­რი­ან პურს არ ჭამ­დნენ. სა­ფუ­ა­რი მარ­თმა­დი­დებ­ლურ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში სა­სუ­ფევ­ლის სიმ­ბო­ლოა. სა­ფუვ­რის მცი­რე ნა­წი­ლი ცომს აფუ­ებს. სა­ინ­ტე­რე­სო ისიც, რომ პას­კას XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძის რე­ცეპ­ტით აცხობ­დნენ... თუ გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრის, ნი­კა­ლას ნა­მუ­შევ­რებს გა­დავ­ხე­დავთ, სა­აღ­დგო­მო თე­მა­ზე არა­ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს შექ­მნი­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უამ­რა­ვი შე­დევ­რი დაგ­ვი­ტო­ვა - უმე­ტე­სად სა­აღ­დგო­მო სუფ­რა, რო­მელ­ზეც პას­კაც დევს, რაც მთა­ვა­რია, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

- პას­კის სი­მაღ­ლე რაზე მე­ტყველბს?

- პას­კის სი­მაღ­ლე გოლ­გო­თას აღ­ნიშ­ნავს, ანუ პას­კა რაც უფრო მა­ღა­ლია, მით უფრო მძი­მეა, რად­გა­ნაც გოლ­გო­თის გზა მძი­მეა. ამი­ტო­მაც არის ის უამ­რა­ვი ნუგ­ბა­რით დატ­ვირ­თუ­ლი - ცუ­კა­ტით, კა­რა­ქით, ფქვი­ლით, ქიშ­მი­შით. ადრე შა­ქა­რი რომ არ იყო და თაფ­ლით ატ­კბობ­დნენ... სა­აღ­დგო­მოდ ქარ­თლის რე­გი­ონ­ში ნა­ზუ­ქებს ამ­ზა­დებ­დნენ, პას­კა ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში არ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ის მერე და მერე შე­მო­ვი­და. ნა­ზუ­ქებ­საც თაფ­ლით ატ­კბობ­დნენ, ასე­ვე უმა­ტებ­დნენ ყვე­ლა­ნა­ირ სა­ნე­ლე­ბელს - ცუ­კატს, ქიშ­მიშს, ცომი რძე­ზე იზი­ლე­ბო­და. ის აუ­ცი­ლებ­ლად ტკბი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სა­გა­ლო­ბე­ლიც კია ასე­თი - "ტკბილ ხარ შენ უფა­ლო და სიტ­კბო­ე­ბი­თა შე­ნი­თა მას­წა­ვე მე სი­მარ­თლე­ნი შენი“. სუ­ლი­ე­რი სიტ­კბო­ე­ბის მი­წი­ე­რად ასახ­ვა­შია ყვე­ლა სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ასე რომ, პას­კა უკვე შემ­დე­გი პე­რი­ო­დე­ბის არ­ტო­სის სა­ხეც­ვლი­ლე­ბაა, რაც პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულს უკავ­შირ­დე­ბა.

- პას­კას მთა­ში არ აცხობ­დნენ, ხომ?

- მხო­ლოდ ტკბილ ქა­დებს და ხა­ტო­ბა­ზე მიჰ­ქონ­დათ. სვა­ნე­ბი აცხობ­დნენ ლემ­ზი­რებს (სა­რი­ტუ­ა­ლო პური ტკბი­ლიც და მა­რი­ლი­ა­ნიც), კი­დევ არის არა­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის სა­რი­ტუ­ა­ლო პური, რო­მე­ლიც სა­აღ­დგო­მო მა­გი­და­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რო­გორც წესი, ფქვი­ლი, წყა­ლი და მა­რი­ლი, სიტ­კბოს­თან და ცე­ცხლთან ერ­თად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ ღმერ­თი ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს და ძა­ლას გვაძ­ლევს. ამ­რი­გად, პას­კას არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ხა­ტის­პუ­რი ერ­ქვას. ხა­ტის­პუ­რი ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რის ერთ-ერთი ვა­რი­ა­ცი­აა.

- რა სხვა­ო­ბაა კუ­ლიჩ­სა და პას­კას შო­რის?

- გან­სხვა­ვე­ბა დი­დია. პას­კას რუ­სულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ კულ­ტუ­რა­ში "პას­ხას" ეძა­ხი­ან, მას რძის ნა­წარ­მის­გან ამ­ზა­დე­ბენ, - ხა­ჭოს კარ­გად გაქ­ნი­ან, და­უ­მა­ტე­ბენ ტკბი­ლე­ულს, ცუ­კატს, ქიშ­მიშს, ჩი­რე­ულს. წი­თელ პა­რას­კევს რი­ტუ­ა­ლუ­რი წე­სით მზად უნდა იყოს. კუ­ლი­ჩი სლა­ვუ­რი კულ­ტუ­რის ნუგ­ბა­რია და ისიც რი­ტუ­ა­ლუ­რი ტკბი­ლი პუ­რია. ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი ამ კუ­ლიჩს ასე გან­მარ­ტავს - "კოლა" ძველ რუ­სუ­ლად მზეა, "ჩა“ შვი­ლი, ანუ მზის­შვი­ლი. რო­გორც ჩვენს ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში, ასე­ვე ძველ სლა­ვურ კულ­ტუ­რა­ში შე­იძ­ლე­ბა პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ვავ­ლოთ წარ­მარ­თულ­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლის ნა­ზავს შო­რის. მსგავს პუ­რებს რა­ჭა­ში რომ აცხობ­დნენ, ამა­ზე წყა­რო­ებ­ში წე­რია, რომ "ზე­მო­დან მო­ა­ჭი­კ­ჭი­კებ­დნენ".

ბორ­ჯღა­ლოს ფორ­მის "შტამ­პი­ვით“ ჰქონ­დათ, რა­საც ცომ­ზე აკ­რავ­დნენ, რომ მზის ფორ­მა ჰქო­ნო­და. რაკი სლა­ვურ კულ­ტუ­რა­ში კუ­ლი­ჩი მზის შვილს ნიშ­ნავს, ამი­ტო­მაც, მას ნაწ­ნა­ვის ფორ­მას აძ­ლე­ვენ და მისი ცო­მის­გან წრეს კრა­ვენ. ისე­თი სა­რი­ტუ­ა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და, რომ სტუ­მარს კუ­ლი­ჩით ეგე­ბე­ბოდ­ნენ, იმ ცა­რი­ელ წრე­ში კი მა­რი­ლი იდო. პურს მო­ტე­ხავ­დნენ და მა­რილ­ში ჩა­ა­წობ­დნენ. პურ-მა­რი­ლის მი­ღე­ბის ტრა­დი­ცია ჩვენც გვაქვს გას­ტრო­ნო­მი­ულ კულ­ტუ­რა­ში. ამი­ტომ, სა­ერ­თო ბევ­რი რამ არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გა­ნაც ჭამა ყვე­ლას აერ­თი­ა­ნებს. კუ­ლი­ჩი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და, რო­გორც სა­აღ­დგო­მო ერთ-ერთი სა­ფუვ­რი­ა­ნი ცო­მე­უ­ლი, თან, ისიც ყვე­ლა­ნა­ი­რი ნუგ­ბა­რით და შე­სა­ბა­მი­სი ინ­გრე­დი­ენ­ტით გა­ჯე­რე­ბუ­ლი. კუ­ლი­ჩი სა­ნა­დი­მო-სა­დღე­სას­წა­უ­ლო-საწ­ვე­უ­ლე­ბო პუ­რია. ვი­ნა­ი­დან აღ­დგო­მა და შობა ყვე­ლა­ზე დიდი რი­ტუ­ა­ლუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბია, ამი­ტო­მაც ცხვე­ბა პას­კაც და კუ­ლი­ჩიც. ოღონდ, კუ­ლი­ჩი პას­კის მსგავ­სად, არ არის მა­ღა­ლი...

- მოკ­ლედ, ყვე­ლაფ­რის სა­წყი­სი პუ­რია...

- დიახ, რად­გა­ნაც ის არ­სო­ბის სიმ­ბო­ლოა, გამ­რავ­ლე­ბის, სიძ­ლი­ე­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა და იმის, რომ უფა­ლი მუდ­მი­ვად ჩვენ­თან სუ­ფევს!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

პატივცემულებო, პასკამ ადგილი საქართველოში 18-ე საუკუნის ბოლის დაიმკვიდრა ადგილი, მანამდე საქართველოში (ქართლში) სააღდგომოდ აცხობდნენ ტკბილ ნაზუქებს ნიგვზით. 

:))))
3

პასკა და კულიჩი კარგია ხატის პური გაჭირვებული ხალხის საჭმელია საქართველოს უჭირდა მაგ დროს თორე პასკას გამოაცხობდნენ მაგის ნაცვლად::))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რა განსხვავებაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის და როგორია სააღდგომო სუფრის რიტუალები - დალი ცატავას რჩევები

რა განსხვავებაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის და როგორია სააღდგომო სუფრის რიტუალები - დალი ცატავას რჩევები

პასკა თუ ხატისპური - ეს კითხვა აღდგომის მოახლოებისთანავე, ბოლო დროს, აქტუალური ხდება. დიდი ინტერესით მას განსაკუთრებით სოციალურ ქსელში განიხილავენ, რადგანაც პასკა სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

"საერთოდ, ბევრს ჰგონია, რომ გასტრონომიული კულტურის საკითხებზე საკუთარი აზრი უნდა გამოხატოს, მაგრამ რამდენად კომპეტენტურია, ამაზე არავინ ფიქრობს... ეს საგანი არც ჩვენს წინაპრებს, არც ჩვენ არ გვისწავლია და ახალ თაობასაც არ აქვს ამ მიმართულებით ცოდნა“ - აღნიშნავს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა.

ის სააღდგომო სუფრის მთავარ ატრიბუტთან დაკავშირებით ჩვენი თხოვნით გვესაუბრება:

"პური" საკულტო თემაა არა მარტო ქართულ კულტურაში, არამედ ზოგადსაკაცობრიო საკითხია. ჩვენს ქვეყანაში ქართველების 80% მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქრისტიანებს იცით, გვაქვს ლოცვა "მამაო ჩვენო", სადაც არის ფრაზა - "პური ჩვენი არსობისა“, რაც პურს უკავშირდება... ამის გარდა, ჩვენს კულტურაში დიდი ადგილი უკავია ნადიმის თემას, ტრაპეზს, პურობას, რასაც პურის გატეხვასაც ვარქმევთ, მაგალითად, ძუნწ ადამიანს პურძვირს ეძახიან, ხელგაშლილს - პურღვინიანს.

ეს მულტიმედიური საგანია, ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს უნდა იცნობდე, იცოდე ფიზიკა, ქიმია, ანთროპოლოგია, გეოგრაფია, პოლიტიკა. საქმეში ფიზიკა რომაა ჩართული, ამაზე ის მეტყველებს, რომ პური სხვადასხვანაირი წესით ცხვება - თონეში, კეცზე, ფურნეში, ქვაზე, ცეცხლზე. ამ საქმეში გეოგრაფიაც ერთვება, რადგნაც ხორბალი რომელი რეგიონიდანაა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს ქალბატონი დალი.

- და პასკა არის თუ არა მართლაც ხატისპური?

- პასკა სარიტუალო პურია, მაგრამ ხატისპური ნამდვილად არ არის. სარიტუალო პურებში უამრავი სახეობა (ლიკან ლავაში, აგუნას პური, ლემზირები, კვიკვინები) გვქონდა. ხატისპური, სახატო ქადაა, იგივე ტკბილი პური, რომელსაც მთაში აცხობდნენ. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული: სააღდგომო, საშობაო. მაგალითად, რაჭაში განატეხ პურს აცხობდნენ, ეს ის პურია, რომელიც ბოსელში შეჰქონდათ აღდგომის, ან შობის ღამეს, რაც დაკავშირებული იყო გამრავლებასთან. აღდგომაც ხომ გაზაფხულზე, ბუნიობის პერიოდშია, რაშიც ახალი სიცოცხლის დაწყება იგულისხმება.

სააღდგომოდ სპეციალურად "ტაბლებსაც“ აცხობდნენ - დაიდებდნენ მას ხელისგულზე და ალიონზე მზეს შეავედრებდნენ, რომ მოსავალი ჰქონოდათ, რადგანაც ყანას უვლიდნენ...

ტკბილი ქადაც სარიტუალო პურია, რომელიც ხატობაზე მიჰქონდათ. ის შეიძლება სარიტუალო ხატისპურის ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილოთ. ხევსურეთში სატაბლო პური (თხელი პური) ჰქონდათ, მას მიწების მოხვნის დასრულებისას, სათითაოდ ფიცრებზე ჩაამწკრივებდნენ და ისიც ხატისპური იყო... ასე რომ, პასკა ნამდვილად არ არის ხატისპური.

- რა არის პასკა?

- პასკა, როგორც ვთქვით, სარიტუალო პურია, რომელიც საგანგებოდ აღდგომისთვის ცხვება, ადრე მას არტოსი (ბერძნული წარმოშობის სიტყვა) ერქვა. არტოსი მაღალი სქელი პურია, რომელიც აღდგომის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში აღსავლის კართან იდო, შემდეგ კი მორწმუნეებს ურიგდებოდათ.

- არტოსი ახლაც ურიგდებათ მორწმუნეებს ეკლესიაში...

- კი, მაგრამ მათ შორის სხვაობა ის არის, რომ ამჟამად მას აღსავლის კართან ეკლესიის მსახურები დებენ. ადრე არტოსს ქალბატონები აცხობდნენ, მაგრამ თუ ქალს დედათა წესი ჰქონდა, ცომს ახლოს არ გაეკარებოდა. სანამ ამ პურს გამოაცხობდა, წინასწარ მარხული უნდა ყოფილიყო, ფქვილი კი, რომელსაც გამოიყენებდა, ზედაშე (მთელი წლის განმავლობაში ცალკე შენახული). გამომცხვარ პურს ეკლესიაში იმდენ ცალს წაიღებდა, ოჯახში რამდენი წევრიც ჰყავდა. ეკლესიას სამჯერ შემოატარებდა და მერე აღსავლის კართან დადებდა.

- არტოსი მაინცდამაინც აღდგომას რატომ უკავშირდებოდა?

- ის მოციქულთა პერიოდიდან იღებს სათავეს, საიდუმლო სერობისას უფალმა მოციქულებს პური გაუნაწილა, თავად მაგიდის ცენტრში იჯდა. იმის მერე ისინი ცენტრში არასდროს დამსხდარან, ის ადგილი ცარიელი იყო, სადაც პურს, როგორც არსობის სიმბოლოს, დებდნენ. შემდეგ ეს წესი იმაში გადაიზარდა, რომ პური ყოველთვის იქ უნდა ყოფილიყო, სადაც უფალი იყო, - ამ ყველაფერმა სიმბოლური დატვირთვა მიიღო... იმ მაგიდას, სადაც წირვისას კვეთა ხდება, ტრაპეზი ჰქვია... ასე რომ, ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

- თავად პასკის სახელწოდება რას უკავშირდება?

- ის ებრაული პასექის დღესასწაულიდან მოდის, როდესაც ებრაელები ხმიადებს აცხობდნენ, რადგანაც ისინი საფუვრიან პურს არ ჭამდნენ. საფუარი მართმადიდებლურ სარწმუნოებაში სასუფევლის სიმბოლოა. საფუვრის მცირე ნაწილი ცომს აფუებს. საინტერესო ისიც, რომ პასკას XIX საუკუნის თბილისში ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით აცხობდნენ... თუ გენიალური მხატვრის, ნიკალას ნამუშევრებს გადავხედავთ, სააღდგომო თემაზე არაერთი ნამუშევარი აქვს შექმნილი და ამ მიმართულებითაც უამრავი შედევრი დაგვიტოვა - უმეტესად სააღდგომო სუფრა, რომელზეც პასკაც დევს, რაც მთავარია, ყოველი მათგანი საკმაოდ მაღალია.

- პასკის სიმაღლე რაზე მეტყველბს?

- პასკის სიმაღლე გოლგოთას აღნიშნავს, ანუ პასკა რაც უფრო მაღალია, მით უფრო მძიმეა, რადგანაც გოლგოთის გზა მძიმეა. ამიტომაც არის ის უამრავი ნუგბარით დატვირთული - ცუკატით, კარაქით, ფქვილით, ქიშმიშით. ადრე შაქარი რომ არ იყო და თაფლით ატკბობდნენ... სააღდგომოდ ქართლის რეგიონში ნაზუქებს ამზადებდნენ, პასკა ადრეულ პერიოდში არ იყო გავრცელებული, ის მერე და მერე შემოვიდა. ნაზუქებსაც თაფლით ატკბობდნენ, ასევე უმატებდნენ ყველანაირ სანელებელს - ცუკატს, ქიშმიშს, ცომი რძეზე იზილებოდა. ის აუცილებლად ტკბილი უნდა ყოფილიყო. საგალობელიც კია ასეთი - "ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენი“. სულიერი სიტკბოების მიწიერად ასახვაშია ყველა სარიტუალო პურის დანიშნულება. ასე რომ, პასკა უკვე შემდეგი პერიოდების არტოსის სახეცვლილებაა, რაც პასექის დღესასწაულს უკავშირდება.

- პასკას მთაში არ აცხობდნენ, ხომ?

- მხოლოდ ტკბილ ქადებს და ხატობაზე მიჰქონდათ. სვანები აცხობდნენ ლემზირებს (სარიტუალო პური ტკბილიც და მარილიანიც), კიდევ არის არაერთი დასახელების სარიტუალო პური, რომელიც სააღდგომო მაგიდაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. როგორც წესი, ფქვილი, წყალი და მარილი, სიტკბოსთან და ცეცხლთან ერთად გაერთიანებული სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ყველას გვაერთიანებს და ძალას გვაძლევს. ამრიგად, პასკას არ შეიძლება, რომ ხატისპური ერქვას. ხატისპური ქართულ კულტურაში სარიტუალო პურის ერთ-ერთი ვარიაციაა.

- რა სხვაობაა კულიჩსა და პასკას შორის?

- განსხვავება დიდია. პასკას რუსულ მართლმადიდებლურ კულტურაში "პასხას" ეძახიან, მას რძის ნაწარმისგან ამზადებენ, - ხაჭოს კარგად გაქნიან, დაუმატებენ ტკბილეულს, ცუკატს, ქიშმიშს, ჩირეულს. წითელ პარასკევს რიტუალური წესით მზად უნდა იყოს. კულიჩი სლავური კულტურის ნუგბარია და ისიც რიტუალური ტკბილი პურია. ზოგიერთი მკვლევარი ამ კულიჩს ასე განმარტავს - "კოლა" ძველ რუსულად მზეა, "ჩა“ შვილი, ანუ მზისშვილი. როგორც ჩვენს ქართულ კულტურაში, ასევე ძველ სლავურ კულტურაში შეიძლება პარალელები გავავლოთ წარმართულსა და ქრისტიანულის ნაზავს შორის. მსგავს პურებს რაჭაში რომ აცხობდნენ, ამაზე წყაროებში წერია, რომ "ზემოდან მოაჭიკჭიკებდნენ".

ბორჯღალოს ფორმის "შტამპივით“ ჰქონდათ, რასაც ცომზე აკრავდნენ, რომ მზის ფორმა ჰქონოდა. რაკი სლავურ კულტურაში კულიჩი მზის შვილს ნიშნავს, ამიტომაც, მას ნაწნავის ფორმას აძლევენ და მისი ცომისგან წრეს კრავენ. ისეთი სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა, რომ სტუმარს კულიჩით ეგებებოდნენ, იმ ცარიელ წრეში კი მარილი იდო. პურს მოტეხავდნენ და მარილში ჩააწობდნენ. პურ-მარილის მიღების ტრადიცია ჩვენც გვაქვს გასტრონომიულ კულტურაში. ამიტომ, საერთო ბევრი რამ არის ამ მიმართულებით, რადგანაც ჭამა ყველას აერთიანებს. კულიჩი მოგვიანებით გახდა, როგორც სააღდგომო ერთ-ერთი საფუვრიანი ცომეული, თან, ისიც ყველანაირი ნუგბარით და შესაბამისი ინგრედიენტით გაჯერებული. კულიჩი სანადიმო-სადღესასწაულო-საწვეულებო პურია. ვინაიდან აღდგომა და შობა ყველაზე დიდი რიტუალური დღესასწაულებია, ამიტომაც ცხვება პასკაც და კულიჩიც. ოღონდ, კულიჩი პასკის მსგავსად, არ არის მაღალი...

- მოკლედ, ყველაფრის საწყისი პურია...

- დიახ, რადგანაც ის არსობის სიმბოლოა, გამრავლების, სიძლიერის განსახიერებაა და იმის, რომ უფალი მუდმივად ჩვენთან სუფევს!