საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი
"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი

"ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი კახი კავ­სა­ძის გა­რე­შე და­ობ­ლდა, ძა­ლი­ან ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია", - ამის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის დი­რექ­ტორ­მა ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატრთან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კახი კავ­სა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი “ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის” წევ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რო­გორც ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, კახი კავ­სა­ძე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნი იყო.

"კახი კავ­სა­ძე ძა­ლი­ან დიდი პი­როვ­ნე­ბა, დიდი მსა­ხი­ო­ბი, დიდი ადა­მი­ა­ნი, ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის მე­გო­ბა­რი იყო. ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია მთე­ლი ერის­თვის, ქვეყ­ნის­თვის, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის­თვის, ოჯა­ხის­თვის უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია. ძა­ლი­ან დიდ ადა­მი­ა­ნებს, ვკარ­გავთ, კახი კავ­სა­ძე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნი იყო, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა და მსა­ხი­ო­ბი. ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი კახი კავ­სა­ძის გა­რე­შე და­ობ­ლდა, ძა­ლი­ან ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია",- აცხა­დებს ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მსა­ხი­ო­ბი სცე­ნა­ზეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი, მო­ნი­ტორ­ზე კი მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს უჩ­ვე­ნე­ბენ. კახი კავ­სა­ძეს რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რი­დან შა­ბათს, 1-ელ მა­ისს, 14:00 სა­ათ­ზე გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძეს, ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე მე­უღ­ლის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

ავტორი:

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია", - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ქართული ნაციონალური ბალეტი “ სუხიშვილების” წევრებიც იმყოფებოდნენ. როგორც ნინო სუხიშვილი აღნიშნავს, კახი კავსაძე საუკუნის ადამიანი იყო.

"კახი კავსაძე ძალიან დიდი პიროვნება, დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი, ჩემი ოჯახის ყველა წევრის მეგობარი იყო. ძალიან დიდი ტკივილია მთელი ერისთვის, ქვეყნისთვის, ქართული თეატრისთვის, ოჯახისთვის უდიდესი დანაკლისია. ძალიან დიდ ადამიანებს, ვკარგავთ, კახი კავსაძე საუკუნის ადამიანი იყო, განუმეორებელი პიროვნება და მსახიობი. ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია",- აცხადებს ნინო სუხიშვილი.

ცნობისთვის, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი მის მიერ შესრულებული როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

"ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან... ვარ ძიუდოისტი" - რას ამბობს ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე ეპარქიის ყოფილი მმართველი

დღეს საქართველოში ჩინური "სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზას შემოიტანენ

რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები - თენგიზ ცერცვაძის განმარტება