საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს საქართველოში ჩინური "სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზას შემოიტანენ
დღეს საქართველოში ჩინური "სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზას შემოიტანენ

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნა "სი­ნო­ვა­კის“ 100 ათა­სი დოზა სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს შე­მო­ვა.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ კლი­ნი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, "სი­ნო­ვა­კის“ გა­მო­ყე­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, თუმ­ცა ამ პრო­ცე­სის და­ყოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "სი­ნო­ვა­კის“ გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბებ­ზე საბ­ჭო კი­დევ იმ­სჯე­ლებს.

"სი­ნო­ვა­კის“ 100 ათა­სი დოზა, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის დო­ნა­ცი­აა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, დღეს ჩა­მო­ვა ქვე­ყა­ნა­ში. "სი­ნო­ვა­კის“ თა­ო­ბა­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის საბ­ჭო და­მა­ტე­ბით იმ­სჯე­ლებს. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პი­რო­ბით მოხ­დე­ბა "სი­ნო­ვა­კის“ გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­ი­სის და­სა­წყი­სი არის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი "სი­ნო­ვა­კის“ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის თა­რი­ღი, ამას და­ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ თუ გა­და­ვად­და და და­ყოვ­ნდა ეს პრო­ცე­სი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით საბ­ჭო იმ­სჯე­ლებს "სი­ნო­ვა­კის“ გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბებ­ზე. მას ფარ­თოდ იყე­ნებს თურ­ქე­თი, არის აზერ­ბა­ი­ჯან­შიც, უკ­რა­ი­ნა­შიც. "სი­ნო­ვა­კის“ შე­დე­გე­ბი არის საკ­მა­ოდ კე­თილ­სა­ი­მე­დო. ეფექ­ტი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბია და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა "სი­ნო­ფარმს“, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სი­ნო­ფარ­მის“ გა­მო­ყე­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში 4 მა­ისს და­ი­წყე­ბა იმის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ი­ღებს თუ არა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას.

"კვი­რის ბო­ლომ­დე წე­სით წი­ნას­წა­რი რე­კო­მენ­და­ცია გვე­ცო­დი­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, დრო დას­ჭირ­დეს ჯგუფს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რაც ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს არ შე­ა­ფერ­ხებს. "სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა 4 მა­ი­სი­დან. ის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია 35 ქვე­ყა­ნა­ში, 200 მლნ დო­ზა­ზე მეტი აქვს "სი­ნო­ფარ­მის“ მწარ­მო­ე­ბელს გა­ცე­მუ­ლი და ფარ­თო მოც­ვა არ­სე­ბობს. მისი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ არის. ჩვენ და­ვი­წყებთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და ვფიქ­რობ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­აც მა­ლე­ვე და­ე­წე­ვა ამ პრო­ცესს, თუ არ და­ას­წრებს“,- გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
1

როგორ ამბობთ რომ ავტორიზებულია 35 ქვეყანაში როდესაც არ მიუღია ავტორიზაცია იმ კითვაზე გამეცით პასუხი რატომ ვერ ირებს ავტორიზაციას ამდენი ხნის განმავლობაში მიზეზი რა არის 

ზურაბ
1

სამკურნალო საშუალებების და ვაქცინების ბაზარზე უდიდესი კონკურენციაა,მილიარდები ტრიალებს, ვაქცინა გახდა პოლიტიკური ვაჭრობის საგნად. ალბათ მაგ მიზეზითაც გვიანდება ავტორიზაცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

დღეს საქართველოში ჩინური "სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზას შემოიტანენ

დღეს საქართველოში ჩინური "სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზას შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვა.

როგორც გაბუნიამ კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, "სინოვაკის“ გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, "სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.

"სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში. "სინოვაკის“ თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით მოხდება "სინოვაკის“ გამოყენება. მაისის დასაწყისი არის დაანონსებული "სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი, ამას დაველოდებით, მაგრამ თუ გადავადდა და დაყოვნდა ეს პროცესი, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საბჭო იმსჯელებს "სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე. მას ფართოდ იყენებს თურქეთი, არის აზერბაიჯანშიც, უკრაინაშიც. "სინოვაკის“ შედეგები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტიანობის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია და მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებელს“,- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება "სინოფარმს“, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, "სინოფარმის“ გამოყენება ვაქცინაციის პროცესში 4 მაისს დაიწყება იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ავტორიზაციას.

"კვირის ბოლომდე წესით წინასწარი რეკომენდაცია გვეცოდინება. შესაძლოა, დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. "სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება 4 მაისიდან. ის ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მლნ დოზაზე მეტი აქვს "სინოფარმის“ მწარმოებელს გაცემული და ფართო მოცვა არსებობს. მისი უსაფრთხოების შესახებ კითხვის ნიშნები არ არის. ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც მალევე დაეწევა ამ პროცესს, თუ არ დაასწრებს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ხართ თუ არა დაცული "ბრიტანული შტამით" დაინფიცირებისგან, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ? - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

სტიქია კახეთში - სეტყვამ ვენახები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზიანა

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება