სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბალანსის დარღვევა, წელის ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი - რა არის აკვა თერაპია, რომელიც ამ და სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ
ბალანსის დარღვევა, წელის ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი - რა არის აკვა თერაპია, რომელიც ამ და სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ

ცენ­ტრა­ლუ­რი და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი რიტ­მის დაბ­რუ­ნე­ბა მარ­ტი­ვი არ არის. კლი­ნი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის და სახ­ლში გა­წე­რის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვას წყვე­ტენ და მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. რე­ა­ლუ­რად კი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა, რაც მას ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის უდი­დეს შანსს აძ­ლევს. დრო­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გის ხა­რისხს ზრდის. მისი და­წყე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლია მას შემ­დეგ, რაც პა­ცი­ენ­ტის ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნორ­მა­ლიზ­დე­ბა.

ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა შერ­ჩე­ვაც კონ­კრე­ტუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­სა და პა­ცი­ენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და აკვა თე­რა­პია, რო­მე­ლიც ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია. ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ნევ­რო­ლო­გი­ი­სა და ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ მარ­ღა­ნია გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა არის ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და რა სა­ხის პრო­ცე­დუ­რებს მო­ი­ცავს?

ზო­გა­დად, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია აღ­დგე­ნას, სა­წყის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ნიშ­ნავს. ნე­ი­რო­რე­აბ­ლი­ტა­ცია - ეს არის მე­დი­ცი­ნის დარ­გი, რო­მელ­შიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. და­ა­ვა­დე­ბე­ბის სპექტრი საკ­მა­ოდ ფარ­თოა და სრულ ნერ­ვულ სის­ტე­მას მო­ი­ცავს. ეს გუ­ლის­ხმობს რო­გორც თა­ვის და ზურ­გის ტვინს, ისე პე­რი­ფე­რი­ულ ნერ­ვებს.

და­ა­ვა­დე­ბის ტი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი ინიშ­ნე­ბა. მათ შო­რი­საა: ფი­ზი­კუ­რი თე­რა­პია, მე­ტყვე­ლე­ბი­თი თე­რა­პია, ელექტრო­თე­რა­პია, კუ­რორ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და აკვა თე­რა­პია ანუ ჰიდ­რო თე­რა­პია, რაც წყლით მკურ­ნა­ლო­ბას ნიშ­ნავს.

რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის დროს ინიშ­ნე­ბა ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია?

ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა. მათ შო­რის სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი (სის­ხლძარ­ღვის დახ­შო­ბით ან სის­ხლჩაქ­ცე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი), ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ფუნ­ქცი­ის ამო­ვარ­დნა, სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

რო­გო­რია სიმპტო­მე­ბი, რომ­ლის დრო­საც ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო?

თა­ვის ტვი­ნის, ზურ­გის ტვი­ნის, პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ესე­ნია: მოძ­რა­ო­ბის დარ­ღვე­ვა, მე­ტყვე­ლე­ბი­თი დარ­ღვე­ვა, შე­მეც­ნე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და მგრძნო­ბე­ლო­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი. პა­ცი­ენ­ტებს აღე­ნიშ­ნე­ბათ ბა­ლან­სის, წო­ნას­წო­რო­ბის, გა­და­ად­გი­ლე­ბის, ად­გო­მა-დაჯ­დო­მის შე­ფერ­ხე­ბე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი ამ პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის დროს ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არის სა­ჭი­რო.

ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან ერ­თად ინიშ­ნე­ბა თუ არა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბაც?

აღ­დგე­ნით ეტაპ­ზე მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ხში­რად არ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყვე­ტი. მე­დი­კა­მენ­ტებს კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს ვი­ყე­ნებთ, მა­გა­ლი­თად, მო­მა­ტე­ბუ­ლი ტო­ნუ­სის, აღ­გზნე­ბა­დო­ბის, წნე­ვის დროს.

რო­გორც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, აკვა თე­რა­პია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია. რას სა­ხის პრო­ცე­დუ­რებს მო­ი­ცავს ის?

აკვა თე­რა­პია წარ­მო­ად­გენს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მე­თოდს, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა წყალ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ აუზ­ში. თე­რა­პი­ის ეს სახე სა­სარ­გებ­ლოა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც აწუ­ხებთ ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ან საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. თე­რა­პი­ის შე­დე­გად ხდე­ბა კუნ­თე­ბის რე­ლაქ­სა­ცია, სახ­სრე­ბის მოძ­რა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ტკი­ვი­ლის შემ­ცი­რე­ბა, რაც ხში­რად თან სდევს ნევ­რო­ლო­გი­ურ და საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტის და­ზი­ა­ნე­ბას.

რა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი აკვა თე­რა­პია?

აკვა თე­რა­პია სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის ან და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. ესე­ნია: ართრი­ტი, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ან­თე­ბი­თი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი, პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სი­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა, ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ქი­რურ­გია (რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი), სახ­სრის ჩა­ნაც­ვლე­ბა - ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბა (რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი), წე­ლის ტკი­ვი­ლი, ოს­ტე­ო­ართრი­ტი, ორ­თო­პე­დი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა, გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, სქო­ლი­ო­ზი, ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა, ინ­სულ­ტი, თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს მას თე­რა­პი­ის სხვა მე­თო­დებ­თან შე­და­რე­ბით?

სხვა სა­ხის ფი­ზი­კურ თე­რა­პი­ას­თან შე­და­რე­ბით, აკვა თე­რა­პია უფრო ეფექ­ტუ­რად აჩ­ქა­რებს გა­ჯან­სა­ღე­ბის პრო­ცესს და ამ­ცი­რებს ტკი­ვი­ლებს. თე­რა­პი­ის კურ­სი ასე­ვე საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის და­წყე­ბამ­დე, მა­გა­ლი­თად ათ­ლე­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბათ სწრა­ფი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ.

აკვა თე­რა­პია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც აქვთ რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ან უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბა, რაც ხელს უშ­ლით სხვა­დას­ხვა გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. კერ­ძოდ, მათ, ვი­საც უჭირთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ აკვა თე­რა­პი­ას, რად­გან წყა­ლი ამარ­ტი­ვებს ვარ­ჯი­შის პრო­ცესს და ამავდრო­უ­ლად, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს წარ­მო­ად­გენს. წყლის ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბი ქმნის იდე­ა­ლურ თე­რა­პი­ულ გა­რე­მოს, რად­გან:

  • თბი­ლი წყა­ლი ახ­დენს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სტი­მუ­ლი­რე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოფს რე­ლაქ­სა­ცი­ას და ამ­ცი­რებს კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვილს.
  • ამომ­გდე­ბი ძალა ამ­ცი­რებს გრა­ვი­ტა­ცი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბას და­ზი­ა­ნე­ბულ კუნ­თებ­სა და სახ­სრებ­ზე.
  • ჰიდ­როს­ტა­ტი­კუ­რი წნე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს წო­ნას­წო­რო­ბის დე­ფი­ცი­ტის/დარ­ღვე­ვის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­ას­რუ­ლონ ვარ­ჯი­შე­ბი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და წაქ­ცე­ვის ში­შის გა­რე­შე.
  • წყლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სა­სარ­გებ­ლოა კუნ­თე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის.
  • რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი კუნ­თე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ წყალ­ში, რა­საც დიდი წვლი­ლი შე­აქვს პა­ცი­ენ­ტის გა­ჯან­სა­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ვინ ატა­რებს აკვა თე­რა­პი­ას?

აკვა თე­რა­პი­ას ატა­რებს აკვა თე­რა­პევ­ტი, რო­მე­ლიც არის სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით. კურ­სის შედ­გე­ნა ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის ასა­კი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თე­რა­პი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი აკვა თე­რა­პი­ის აუზი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს და ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გიც მი­ვი­ღეთ.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 032 2 190 190

ავტორი:

ბალანსის დარღვევა, წელის ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი - რა არის აკვა თერაპია, რომელიც ამ და სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ

ბალანსის დარღვევა, წელის ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი - რა არის აკვა თერაპია, რომელიც ამ და სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებების შედეგად პაციენტებისთვის ცხოვრების ჩვეული, ტრადიციული რიტმის დაბრუნება მარტივი არ არის. კლინიკური მკურნალობის დასრულების და სახლში გაწერის შემდეგ პაციენტები ხშირად დაავადების მართვას წყვეტენ და მეტ-ნაკლებად შეზღუდული შესაძლებლობებით აგრძელებენ ცხოვრებას. რეალურად კი ნერვული სისტემის დაზიანების შემდეგ პაციენტების დიდ უმრავლესობას ნეირორეაბილიტაცია სჭირდება, რაც მას ჩვეული ცხოვრების დაბრუნების უდიდეს შანსს აძლევს. დროულად დაწყებული რეაბილიტაცია მკურნალობის შედეგის ხარისხს ზრდის. მისი დაწყება მოწოდებულია მას შემდეგ, რაც პაციენტის ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმალიზდება.

ნეირორეაბილიტაციის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, რომელთა შერჩევაც კონკრეტული დაზიანებისა და პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად ხდება. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა აკვა თერაპია, რომელიც ნეირორეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ნეირორეაბილიტაციის, მისი შესაძლებლობებისა და საჭიროების შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ მარღანია გვესაუბრება.

რა არის ნეირორეაბილიტაცია და რა სახის პროცედურებს მოიცავს?

ზოგადად, რეაბილიტაცია აღდგენას, საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს. ნეირორეაბლიტაცია - ეს არის მედიცინის დარგი, რომელშიც რეაბილიტაციური მკურნალობა ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და სრულ ნერვულ სისტემას მოიცავს. ეს გულისხმობს როგორც თავის და ზურგის ტვინს, ისე პერიფერიულ ნერვებს.

დაავადების ტიპიდან გამომდინარე ნეირორეაბილიტაციის სხვადასხვა მეთოდი ინიშნება. მათ შორისაა: ფიზიკური თერაპია, მეტყველებითი თერაპია, ელექტროთერაპია, კურორტული მკურნალობა. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა აკვა თერაპია ანუ ჰიდრო თერაპია, რაც წყლით მკურნალობას ნიშნავს.

რა დაზიანებების დროს ინიშნება ნეირორეაბილიტაცია?

ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადება. მათ შორის სისხლძარღვოვანი დაზიანებები (სისხლძარღვის დახშობით ან სისხლჩაქცევით გამოწვეული), ტრავმული დაზიანებები, ინფექციური დაავადების შედეგად გამოწვეული დაზიანებები და ფუნქციის ამოვარდნა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.

როგორია სიმპტომები, რომლის დროსაც ნეირორეაბილიტაციის კურსის ჩატარებაა საჭირო?

თავის ტვინის, ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვების დაზიანება სხვადასხვა სიმპტომებით გამოიხატება. ესენია: მოძრაობის დარღვევა, მეტყველებითი დარღვევა, შემეცნებითი დარღვევები, კოორდინაციისა და მგრძნობელობითი დარღვევები. პაციენტებს აღენიშნებათ ბალანსის, წონასწორობის, გადაადგილების, ადგომა-დაჯდომის შეფერხებები. თითოეული ამ პრობლემის არსებობის დროს ნეირორეაბილიტაციური მკურნალობა არის საჭირო.

ნეირორეაბილიტაციასთან ერთად ინიშნება თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობაც?

აღდგენით ეტაპზე მედიკამენტოზური მკურნალობა ხშირად არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. მედიკამენტებს კონკრეტული სიმპტომების არსებობის დროს ვიყენებთ, მაგალითად, მომატებული ტონუსის, აღგზნებადობის, წნევის დროს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, აკვა თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. რას სახის პროცედურებს მოიცავს ის?

აკვა თერაპია წარმოადგენს რეაბილიტაციის მეთოდს, რომელიც ტარდება წყალში, სპეციალურად მოწყობილ აუზში. თერაპიის ეს სახე სასარგებლოა პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ნევროლოგიური ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. თერაპიის შედეგად ხდება კუნთების რელაქსაცია, სახსრების მოძრაობის გაუმჯობესება და ტკივილის შემცირება, რაც ხშირად თან სდევს ნევროლოგიურ და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებას.

რა დაავადებების დროს არის რეკომენდებული აკვა თერაპია?

აკვა თერაპია სასარგებლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობების ან დაავადებების დროს. ესენია: ართრიტი, ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანება, ნერვული სისტემის ანთებითი და ინფექციური დაზიანების შემდგომი პერიოდი, პერიფერიული ნერვული სიტემის დაზიანებები, ბალანსის დარღვევა, ცერებრალური დამბლა, ქრონიკული ტკივილი, სახსრების რეკონსტრუქციული ქირურგია (რეაბილიტაციის პერიოდი), სახსრის ჩანაცვლება - ენდოპროთეზირება (რეაბილიტაციის პერიოდი), წელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, ორთოპედიული დაზიანებები, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი, სქოლიოზი, ზურგის ტვინის დაზიანება, ინსულტი, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება.

რა უპირატესობა აქვს მას თერაპიის სხვა მეთოდებთან შედარებით?

სხვა სახის ფიზიკურ თერაპიასთან შედარებით, აკვა თერაპია უფრო ეფექტურად აჩქარებს გაჯანსაღების პროცესს და ამცირებს ტკივილებს. თერაპიის კურსი ასევე საკმაოდ ეფექტურია სპორტული აქტივობის დაწყებამდე, მაგალითად ათლეტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სწრაფი რეაბილიტაცია ქირურგიული პროცედურების შემდეგ.

აკვა თერაპია განსაკუთრებით საჭიროა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ რაიმე დაზიანება ან უნარშეზღუდულობა, რაც ხელს უშლით სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულებაში. კერძოდ, მათ, ვისაც უჭირთ ჩვეულებრივი ვარჯიშების შესრულება, შეუძლიათ მიმართონ აკვა თერაპიას, რადგან წყალი ამარტივებს ვარჯიშის პროცესს და ამავდროულად, პაციენტებისთვის უსაფრთხო გარემოს წარმოადგენს. წყლის ბუნებრივი თვისებები ქმნის იდეალურ თერაპიულ გარემოს, რადგან:

  • თბილი წყალი ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას, უზრუნველყოფს რელაქსაციას და ამცირებს კუნთებისა და სახსრების ტკივილს.
  • ამომგდები ძალა ამცირებს გრავიტაციის ზემოქმედებას დაზიანებულ კუნთებსა და სახსრებზე.
  • ჰიდროსტატიკური წნევა საშუალებას აძლევს წონასწორობის დეფიციტის/დარღვევის მქონე ადამიანებს შეასრულონ ვარჯიშები უმტკივნეულოდ და წაქცევის შიშის გარეშე.
  • წყლის წინააღმდეგობა სასარგებლოა კუნთების გაძლიერებისთვის.
  • რესპირატორული კუნთები ინტენსიურად მუშაობენ წყალში, რასაც დიდი წვლილი შეაქვს პაციენტის გაჯანსაღების პროცესში.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ვინ ატარებს აკვა თერაპიას?

აკვა თერაპიას ატარებს აკვა თერაპევტი, რომელიც არის სპეციალურად მომზადებული ადამიანი შესაბამისი განათლებითა და გამოცდილებით. კურსის შედგენა ხდება პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით თერაპიის სპეციალისტის მიერ. „ნიუ ჰოსპიტალსის“ სივრცეში არსებული აკვა თერაპიის აუზი საკმაოდ წარმატებით მუშაობს და ბევრი სასიამოვნო და მოულოდნელი შედეგიც მივიღეთ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა ლამაზად და სად ვიყიდოთ ყველაზე დაბალ ფასად სააღდგომო ნივთები

Neo QLED - კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან

10 მარტივი მეთოდი, როგორ უნდა დაზოგო თანხა