საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰონორარებიდან მიღებული თანხიდან პროცენტი უნდა გადაეხადა" - რატომ უჩივის ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა
"ჰონორარებიდან მიღებული თანხიდან პროცენტი უნდა გადაეხადა" - რატომ უჩივის ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს მისი ყო­ფი­ლი ინ­ვეს­ტო­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი კა­ჭა­რა­ვა უჩი­ვის. რო­გორც კა­ჭა­რა­ვას ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ბიზ­ნეს­მენ­მა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო, სა­ნაც­ვლოდ კი, როცა ნი­კო­ლო­ზი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო 50 ჩოგ­ბურ­თელს შო­რის და­ი­კა­ვებ­და ად­გილს, შე­მო­სავ­ლი­დან გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტი კა­ჭა­რა­ვას­თვის უნდა გა­და­ე­ხა­და, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტის თქმით, ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა.

"ირაკ­ლი კა­ჭა­რა­ვას ერთ-ერთი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტი ჰქონ­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით - მან ჩადო ინ­ვეს­ტი­ცია. ნი­კო­ლოზ­სა და ირაკ­ლის შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ირაკ­ლი ნი­კო­ლო­ზის და­ფი­ნან­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

სა­ნაც­ვლოდ იყო პი­რო­ბა, რომ ორ­მოც­და­ა­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, მას საპ­რი­ზო და სა­რეკ­ლა­მო ჰო­ნო­რა­რე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­დან პრო­ცენ­ტი უნდა გა­და­ე­ხა­და ინ­ვეს­ტო­რის­თვის.

2017 წლი­დან დად­გა მო­მენ­ტი, რო­დე­საც უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თუნ­ცა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მისი მხრი­დან არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ირაკ­ლი კა­ჭა­რა­ვა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად მი­ე­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს­თვის", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
14

ფულზე ხო ყველა დაგეშილია ამ ქვეყანაში, ქალი და კაცი. გადაგვარდა რაა ხალხი

Ilona
11

და აი ზუსტად ეხლა 4 წლის მერე რატო გაახსენდა,საწყალმა ბიზნესმენმა თავისი უფლებები არ იცოდა თუ ადვოკატის თანხები არ ქონდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჰონორარებიდან მიღებული თანხიდან პროცენტი უნდა გადაეხადა" - რატომ უჩივის ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა

"ჰონორარებიდან მიღებული თანხიდან პროცენტი უნდა გადაეხადა" - რატომ უჩივის ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მისი ყოფილი ინვესტორი, ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის. როგორც კაჭარავას ადვოკატი ამბობს, ბიზნესმენმა ბასილაშვილის კარიერულ განვითარებაში ინვესტიცია ჩადო, სანაცვლოდ კი, როცა ნიკოლოზი მსოფლიოს საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის დაიკავებდა ადგილს, შემოსავლიდან გარკვეული პროცენტი კაჭარავასთვის უნდა გადაეხადა, თუმცა ადვოკატის თქმით, ბასილაშვილმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

"ირაკლი კაჭარავას ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტი ჰქონდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან მიმართებით - მან ჩადო ინვესტიცია. ნიკოლოზსა და ირაკლის შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ნიკოლოზის დაფინანსებას უზრუნველყოფდა.

სანაცვლოდ იყო პირობა, რომ ორმოცდაათეულში მოხვედრის შემდეგ, მას საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან მიღებული თანხიდან პროცენტი უნდა გადაეხადა ინვესტორისთვის.

2017 წლიდან დადგა მომენტი, როდესაც უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუნცა ეს ვალდებულება მისი მხრიდან არ შესრულებულა, შესაბამისად, ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა, თავისი ინტერესების დასაცავად მიემართა სასამართლოსთვის", - ამბობს ადვოკატი, რომლის კომენტარსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბასილაშვილის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია.

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი