მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული გამოცემა: "რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის მოქალაქე და რატომ ვერ ყიდულობს უძრავ ქონებას?" - რუსების პრეტენზიები აფხაზების მიმართ
რუსული გამოცემა: "რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის მოქალაქე და  რატომ ვერ ყიდულობს უძრავ ქონებას?" - რუსების პრეტენზიები აფხაზების მიმართ

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "ევ­რა­ზია დღეს“ («Eurasia Daily») აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "აფხა­ზე­თი გზა­გა­სა­ყარ­ზე: რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მოს­კოვ-სო­ხუ­მის ურ­თი­ერ­თო­ბა?“, რო­მელ­შიც რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის - აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კაა გან­ხი­ლუ­ლი - რო­გორც მისი აწ­მყო, ასე­ვე პერ­სპექ­ტი­ვა (ავ­ტო­რი - ნი­კო­ლაი სო­რო­კი­ნი).

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან:

"აფხა­ზე­თი რუ­სეთ­თან ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის ზო­ნა­ში შე­ვი­და. ზო­გა­დად, რუ­სეთ­თან სირ­თუ­ლე­ე­ბი დღეს არ და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ ახლა უკვე პრობ­ლე­მებ­ზე ლა­პა­რაკ­მა სა­ჯა­რო ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და რიგი ექ­სპერ­ტე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტი, რომ აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით რუ­სე­თის მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი ჩა­რი­ცხვე­ბის ფონ­ზე, რეს­პუბ­ლი­კა­ში ისევ სა­ში­ნე­ლი ნგრე­ვა და უმუ­შევ­რო­ბა სუ­ფევს, რა­საც ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ამ­ჩნევს აფხა­ზეთ­ში ჩას­ვლი­სას.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სდეს ცნე­ბე­ბი - "აფხა­ზე­თი - რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი“ და აფხა­ზე­თის სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლია? რა­ტომ არის აფხა­ზეთ­ში უუფ­ლე­ბო რუ­სე­თის ის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე, ვთქვათ, სო­ხუმ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, იქ ცხოვ­რობ­და და მას აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა არ შე­უძ­ლია? რა­ტომ ვერ ყი­დუ­ლობს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე აფხა­ზეთ­ში უძ­რავ ქო­ნე­ბას? რა­ტომ არ შე­უძ­ლია რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს აფხა­ზეთ­ში ბიზ­ნე­სი და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყოს, ე.წ. "აფხა­ზი პარტნი­ო­რის“ გა­რე­შე? რა­ტომ არ უბ­რუ­ნე­ბენ ქო­ნე­ბას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს?

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სდეს აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მე­გობ­რო­ბის ფიცი-მტკი­ცი ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე და აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მზარ­დი ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბა? ამ კი­თხვე­ბის ფონ­ზე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ:

"რა­ტომ უნდა იყოს ჩვენს კი­სერ­ზე აფხა­ზე­თი, რა­ტომ უნდა ვარ­ჩენ­დეთ და ვი­ნა­ხავ­დეთ აფხა­ზებს?".

სა­ჭი­როა ისიც გა­ვარ­კვი­ოთ, რა სარ­გებ­ლო­ბას აძ­ლევს რუ­სეთს აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მად მი­იჩ­ნე­ვა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ სწო­რედ რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და "სამ­ხრეთ ოსე­თის“ აღი­ა­რე­ბის გამო გა­წყდა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის. (...)

დის­კუ­სია იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა იქ­ნეს აღ­დგე­ნი­ლი თით­ქმის 15 წლის წინ გა­წყვე­ტი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ფო­რუ­მებ­ზე, სა­ექ­სპერ­ტო სეხ­ვედ­რე­ბის დო­ნე­ზეც. ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი ასე­თია: იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვედ აღი­ა­რებს, რუ­სე­თი და­თან­ხმდე­ბა დი­პურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას, ხოლო აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბად გარ­და­იქ­მნე­ბი­ან - რუ­სეთს აქვს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა. მაგ­რამ მა­შინ შემ­ხვედ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა: მა­შინ რა ქნას მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილ­მა, რო­მელ­თაც მსგავ­სი ვა­რი­ან­ტის მი­ღე­ბა არ სურს? და სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ასე­თი ნა­წი­ლი? ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ თუ დღეს ამ სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დე­ბა, სა­ეჭ­ვოა, რომ აფხა­ზურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა გა­მო­ხა­ტოს.

აფხა­ზეთ­ში სო­ცი­ა­ლურ და ეთ­ნი­კურ-პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას ვერ ვუ­არ­ყოფთ და ვერ დავ­ტო­ვებთ ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე ისეთ ძლი­ერ ფაქ­ტორს, რო­მე­ლიც სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის არ­სე­ბო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. სომ­ხებს აფხა­ზეთ­ში დი­ას­პო­რას ვერ ვუ­წო­დებთ იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ისი­ნი რა­ო­დე­ნო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ში მო­რი­დე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სომ­ხე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზე არი­ან, აფხა­ზე­ბი კი პირ­ველ­ზეო, მაგ­რამ ყვე­ლამ იცის, რომ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ აფხა­ზე­თის სომ­ხე­ბი მჭიდ­როდ არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­ნა­თე­საო "ძა­ფე­ბით“ კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში მცხოვ­რებ სომ­ხებ­თან, უპირ­ვე­ლე­სად კი მათ­თან, რომ­ლე­ბიც სოჭ­ში ცხოვ­რო­ბენ. მათი ერ­თობ­ლი­ვი ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის, არა­მედ აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა-და­წი­ნა­უ­რე­ბი­სათ­ვის, მათი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით.

სომ­ხუ­რი ლობი გავ­ლე­ნას ახ­დენს აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზეც რუ­სე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დე­რეფ­ნებ­შიც. ეს სრუ­ლი სი­მარ­თლეა. ასე­თი გავ­ლე­ნა არ­სე­ბობს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­შიც, მათ შო­რის პან­დე­მი­ის დროს. გაგ­რა რუ­სეთ­თან მო­სა­ზღვრე რა­ი­ო­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად, სო­ჭის გაგ­რძე­ლე­ბა, სა­დაც სომ­ხე­ბი მთა­ვარ როლს ას­რუ­ლე­ბენ ეკო­ნო­მი­კა­ში, პო­ლი­ტი­კა­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რედ სომ­ხე­ბის წყა­ლო­ბით აქვს აფხა­ზეთს დიდი თუ მცი­რე, მაგ­რამ მა­ინც შიდა გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თგვა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი, სომ­ხე­ბი­სათ­ვის კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის სტა­ტუ­სის მი­ცე­მა დღეს აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ალერ­გი­ას იწ­ვევს. გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გო­რი უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ აფხა­ზებს ყა­რა­ბა­ღე­ლი ლტოლ­ვი­ლი სომ­ხე­ბის ჩა­სახ­ლე­ბის წი­ნა­და­დე­ბა­ზე: ჩა­მოვ­ლენ და რაც დაგ­ვრჩა, იმა­საც წაგ­ვარ­თმე­ვე­ნო.

მოკ­ლედ, აფხა­ზე­თი გზა­გა­სა­ყარ­ზე დგას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აფხა­ზე­ბი თვი­თონ აირ­ჩე­ვენ მათ­თვის ოპ­ტი­მა­ლურ ვა­რი­ანტს სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ადრე თუ გვი­ან მა­ინც აღ­დგე­ბა: რუ­სე­თი­სათ­ვის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე აფხა­ზე­თი“.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
10

ვერ ხვდებიან აფხაზები რომ ჩვენ გარეშე დაიღუპებიან. რაც უნდათ რუსებს. რომ აფხაზებს თავზე დაასვან სომხები. მერე მოხდება კონფლიქტი ერთმანეთში და რუსები სომხების მხარეს დადგებიან. იხტუნაონ მერე აფხაზებმა. გვიანი იქნება თითზე კბენანი. ჩვენ ერთად გადარჩებიან ისე განწირულები არიან.

 

 

რატი
9

,,რუ­სე­თი­სათ­ვის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე აფხა­ზე­თი“ თვალთმაქცი და ფარისეველი ნაძირალა. აფსუებო, ჩვენს თავს რუსები და სომხები რომ არჩიეთ, იმიტომ იმკით შედეგებს. აფხაზეთს და სამაჩაბლოს მომავალი მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რუსული გამოცემა: "რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის მოქალაქე და რატომ ვერ ყიდულობს უძრავ ქონებას?" - რუსების პრეტენზიები აფხაზების მიმართ

რუსული გამოცემა: "რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის მოქალაქე და  რატომ ვერ ყიდულობს უძრავ ქონებას?" - რუსების პრეტენზიები აფხაზების მიმართ

რუსული გამოცემა "ევრაზია დღეს“ («Eurasia Daily») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "აფხაზეთი გზაგასაყარზე: როგორ გაგრძელდება მოსკოვ-სოხუმის ურთიერთობა?“, რომელშიც რუსეთისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ურთიერთობის პრობლემატიკაა განხილული - როგორც მისი აწმყო, ასევე პერსპექტივა (ავტორი - ნიკოლაი სოროკინი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

"აფხაზეთი რუსეთთან ტურბულენტობის ზონაში შევიდა. ზოგადად, რუსეთთან სირთულეები დღეს არ დაწყებულა, მაგრამ ახლა უკვე პრობლემებზე ლაპარაკმა საჯარო ხასიათი მიიღო. რუსი ჟურნალისტებისა და რიგი ექსპერტების გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენისა და სოციალური სფეროს მხარდაჭერის მიზნით რუსეთის მრავალმილიარდიანი ფინანსური ჩარიცხვების ფონზე, რესპუბლიკაში ისევ საშინელი ნგრევა და უმუშევრობა სუფევს, რასაც ყოველი ადამიანი ამჩნევს აფხაზეთში ჩასვლისას.

როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს ცნებები - "აფხაზეთი - რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი“ და აფხაზეთის სამართლებრივი სისტემა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულია? რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის ის მოქალაქე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ვთქვათ, სოხუმშია დაბადებული, იქ ცხოვრობდა და მას აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება არ შეუძლია? რატომ ვერ ყიდულობს რუსეთის მოქალაქე აფხაზეთში უძრავ ქონებას? რატომ არ შეუძლია რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთში ბიზნესი დამოუკიდებლად დაიწყოს, ე.წ. "აფხაზი პარტნიორის“ გარეშე? რატომ არ უბრუნებენ ქონებას რუსეთის მოქალაქეებს?

როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს აფხაზი პოლიტიკოსების მეგობრობის ფიცი-მტკიცი ოფიციალურ დონეზე და აფხაზურ სოციალურ ქსელებში მზარდი ანტირუსული განწყობა? ამ კითხვების ფონზე რუსეთის მოქალაქეები ფიქრობენ:

"რატომ უნდა იყოს ჩვენს კისერზე აფხაზეთი, რატომ უნდა ვარჩენდეთ და ვინახავდეთ აფხაზებს?".

საჭიროა ისიც გავარკვიოთ, რა სარგებლობას აძლევს რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში. გავიხსენოთ, რომ სწორედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გამო გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის. (...)

დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს აღდგენილი თითქმის 15 წლის წინ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა, მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში და საზოგადოებრივ ფორუმებზე, საექსპერტო სეხვედრების დონეზეც. ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილს სამხედრო დამნაშავედ აღიარებს, რუსეთი დათანხმდება დიპურთიერთობის აღდგენას, ხოლო აფხაზეთში არსებული სამხედრო ბაზები სამშვიდობო ძალებად გარდაიქმნებიან - რუსეთს აქვს ამის გამოცდილება. მაგრამ მაშინ შემხვედრი კითხვა ჩნდება: მაშინ რა ქნას მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც მსგავსი ვარიანტის მიღება არ სურს? და საერთოდ, რამდენად მრავალრიცხოვანია მოსახლეობის ასეთი ნაწილი? ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ აფხაზურ სოციალურ ქსელების ანალიზის შედეგების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ თუ დღეს ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება, საეჭვოა, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ ერთიანი მიდგომა გამოხატოს.

აფხაზეთში სოციალურ და ეთნიკურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას ვერ ვუარყოფთ და ვერ დავტოვებთ ყურადღების გარეშე ისეთ ძლიერ ფაქტორს, რომელიც სომხური მოსახლეობის არსებობაში გამოიხატება. სომხებს აფხაზეთში დიასპორას ვერ ვუწოდებთ იმდენად, რამდენადაც, არაოფიციალური მონაცემებით, ისინი რაოდენობით პირველ ადგილზე იმყოფებიან. ოფიციალურ წყაროებში მორიდებით აღინიშნება, რომ აფხაზეთის მოსახლეობაში სომხები რაოდენობით მეორე ადგილზე არიან, აფხაზები კი პირველზეო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აფხაზეთის სომხები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ეკონომიკური, სოციალური და სანათესაო "ძაფებით“ კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ სომხებთან, უპირველესად კი მათთან, რომლებიც სოჭში ცხოვრობენ. მათი ერთობლივი ფინანსურ-ეკონომიკური პოტენციალი გამოიყენება არა მხოლოდ ბიზნეს-პროექტების რეალიზებისათვის, არამედ აფხაზი პოლიტიკოსების წამოყენება-დაწინაურებისათვის, მათი მხარდაჭერისათვის, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ჩათვლით.

სომხური ლობი გავლენას ახდენს აფხაზეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზეც რუსეთის სახელისუფლებო დერეფნებშიც. ეს სრული სიმართლეა. ასეთი გავლენა არსებობს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაშიც, მათ შორის პანდემიის დროს. გაგრა რუსეთთან მოსაზღვრე რაიონია, ფაქტობრივად, სოჭის გაგრძელება, სადაც სომხები მთავარ როლს ასრულებენ ეკონომიკაში, პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ სომხების წყალობით აქვს აფხაზეთს დიდი თუ მცირე, მაგრამ მაინც შიდა განვითარების ერთგვარი პოტენციალი.

საინტერესოა, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი, სომხებისათვის კულტურული ავტონომიის სტატუსის მიცემა დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაში ალერგიას იწვევს. გავიხსენოთ, როგორი უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ აფხაზებს ყარაბაღელი ლტოლვილი სომხების ჩასახლების წინადადებაზე: ჩამოვლენ და რაც დაგვრჩა, იმასაც წაგვართმევენო.

მოკლედ, აფხაზეთი გზაგასაყარზე დგას. კარგი იქნება, თუ აფხაზები თვითონ აირჩევენ მათთვის ოპტიმალურ ვარიანტს სამომავლო განვითარებისათვის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ადრე თუ გვიან მაინც აღდგება: რუსეთისათვის მართლმადიდებელი საქართველო არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთი“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

"პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან..." - აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და შს მინისტრის კომენტარი

"ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება..." - რა განცხადებას ავრცელებს ცხინვალის "კგბ" გახელაძის ოჯახთან დაკავშირებით