სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისგან და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები
როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისგან და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

გა­ზა­ფხულ­ზე, როცა არა­ერ­თი მცე­ნა­რე ყვა­ვის, ადა­მი­ა­ნებს ალერ­გი­უ­ლი და­ავ­დე­ბე­ბი უმ­წავ­დე­ბათ... აწუ­ხებთ სურ­დო, ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რის გა­ჭედ­ლო­ბა, თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, ცრემ­ლდე­ნა, ხვე­ლა. ეს სიმპტო­მე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის აზ­რით, ჰა­ერ­ში ე.წ. ბუ­სუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უკავ­ში­დე­ბა... რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი ალერ­გი­ის გამ­წვა­ვე­ბი­სას, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი მა­დო­ნა დე­ვი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ბუ­სუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ზა­ფხულ­ზე ქა­ლაქ­ში დაფ­რი­ნა­ვენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში - ჭად­რი­სა და ალ­ვის ხის მცე­ნა­რის თეს­ლია. მსუ­ბუ­ქი მა­სის გამო ისი­ნი ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰა­ერ­ში ვრცელ­დე­ბა. ჭა­დარს თეთ­რი ფე­რის ბუ­სუ­სე­ბი აქვს, ალ­ვის ხეს (იგი­ვე ვერ­ხვი) - მო­ყა­ვის­ფრო. რო­დე­საც მცე­ნა­რეს ბუ­სუ­სე­ბი აქვს, ეს უკვე მისი ნა­ყო­ფის მომ­წი­ფე­ბის ფა­ზა­ზე მე­ტყვე­ლებს და არა ყვა­ვი­ლო­ბა­ზე. ალერ­გი­ის გა­მომ­წვე­ვი კი მცე­ნა­რე მხო­ლოდ ყვა­ვი­ლო­ბის ფა­ზა­შია. ალ­ვის ხის (ვერ­ხვის) ყვა­ვი­ლო­ბა მარ­ტის და­სა­წყი­სი­დან აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა, ხოლო ჭად­რის კი აპ­რი­ლის და­სა­წყი­სი­დან აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე. მა­ის­ში, რო­დე­საც მცე­ნა­რე­თა თეს­ლი, ე.წ. ბუ­სუ­სე­ბი ჰა­ერ­ში გავ­რცელ­დე­ბას იწყებს, მათი ყვა­ვი­ლო­ბის სე­ზო­ნი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ალერ­გი­ის გა­მოწ­ვე­ვის უნა­რი აღარ აქვთ. ჭად­რი­სა და ვერ­ხვის თეს­ლის ბუ­სუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა იწ­ვევს მხო­ლოდ მე­ქა­ნი­კურ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­გორც ალერ­გი­ულ, ისე არა­ა­ლერ­გი­ულ პი­რებ­ში, ხოლო ამ დროს ალერ­გი­ის გა­მომ­წვე­ვი ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი კი სულ სხვა რამ არის. მა­ის­ში ყვა­ვი­ლო­ბას მა­ღა­ლი ალერ­გე­ნო­ბის მქო­ნე მცე­ნა­რე­თა ჯგუ­ფი ე.წ. ბა­ლა­ხე­ბი/მარ­ცვლოვ­ნე­ბი იწყებს.

- მათ, ვი­საც პირ­ვე­ლად უვ­ლინ­დე­ბა ალერ­გია მცე­ნა­რე­თა მტვერ­ზე, ხში­რად თავი გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰქ­გო­ნია. რო­დე­საც ერ­თსა და იმა­ვე დროს, ყო­ველ­წლი­უ­რად იწყებს ეს სიმპტო­მე­ბი გან­მე­ო­რე­ბას, ალერ­გი­ა­ზე მხო­ლოდ მა­შინ მი­ი­ტა­ნენ ხოლ­მე ეჭვს. რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ალერ­გია გა­ცი­ე­ბი­სა­გან?

- ალერ­გი­ის დროს სიმპტო­მე­ბი ხან­გრძლი­ვია და მცე­ნა­რის ყვა­ვი­ლო­ბის სე­ზონ­სა და ხან­გრძლი­ვო­ბას ემ­თხვე­ვა. რო­გორც წესი, ე.წ. გა­ცი­ე­ბა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ვირუ­სი იწ­ვევს, 3-5 დღის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა, ალერ­გია კი - 2 კვი­რა და მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. სიმპტო­მე­ბი მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გი­ის დროს უფრო გა­რეთ გას­ვლი­სას უვ­ლინ­დე­ბათ და გან­სა­კუთ­რე­ბით მწვავ­დე­ბა ქა­ლაქ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას, სა­დაც მეტი მცე­ნა­რეა, ვიდ­რე - ქა­ლაქ­ში. ალერ­გი­ას გა­ცი­ე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით თით­ქმის არა­სო­დეს არ ახა­სი­ა­თებს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გია ვლინ­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, ერ­თსა და იმა­ვე სე­ზონ­ზე.

- რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს ალერ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც დრო­უ­ლად არ იმ­კურ­ნა­ლებს? რას გა­მო­იწ­ვევს ეს?

- თა­ვა­პირ­ვე­ლად მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გია მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა. ასე­ვე თა­ვი­დან, რო­გორც წესი, მხო­ლოდ ერთი ორ­გა­ნოს, მა­გა­ლი­თად, თვა­ლის ან ცხვი­რის და­ზი­ა­ნე­ბა ხდე­ბა. თუკი პა­ცი­ენ­ტი არ მი­მარ­თავს დრო­უ­ლად ალერ­გო­ლოგს, მოხ­დე­ბა სიმპტო­მე­ბის გახ­ში­რე­ბა და დამ­ძი­მე­ბა, ასე­ვე სა­მიზ­ნე ორ­გა­ნო­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბა, ანუ თუკი თა­ვი­დან სიმპტო­მე­ბი მო­ი­ცავ­და მხო­ლოდ თვალს, შემ­დეგ წლებ­ში, ხშირ შემ­თვე­ვა­ში, ხდე­ბა ცხვი­რის ან/და ბრონ­ქე­ბის და­ზი­ა­ნე­ბაც. მკურ­ნა­ლო­ბა ალერ­გი­უ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით უფრო კარგ და ხან­გრძლივ ეფექტს იძ­ლე­ვა.

- ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად გა­ის­მო­და სი­ტყვა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. ალერ­გი­ას­თან ის რა კავ­შირ­შია?

- ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი ალერ­გი­ის ყვე­ლა­ზე უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ასეთ დროს ხდე­ბა წნე­ვის ვარ­დნა, გო­ნე­ბის და­კარ­გვა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და სხვა მრა­ვა­ლი სიმპტო­მის კომ­პლექ­სუ­რად გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდი­ლით დას­რუ­ლეს. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია საკ­ვებს, მე­დი­კა­მენტს, მწე­რის ნაკ­ბენს და სხვ.

- ვაქცნი­ა­ცი­ამ (ზო­გა­დად ყვე­ლა ტი­პის) რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს იგი­ვე გარ­თუ­ლე­ბა?

- მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნამ, რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტის ერთ-ერ­თმა სა­ხე­ო­ბამ, ასე­ვე შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მას­ში შე­მა­ვალ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე ალერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გამო. რო­დე­საც სხე­ულ­ში ხვდე­ბა უცხო ცილა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მიერ ხდე­ბა მისი, რო­გორც ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ზი­ა­ნო აგენ­ტის აღ­ქმა, რის გა­მოც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ამ უცხო ცი­ლის მი­მართ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას იწყებს. თუკი ეს ცილა გან­მე­ო­რე­ბით მოხ­ვდე­ბა სხე­ულ­ში, უკვე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი მას თავს ეს­ხმის, რაც ვლინ­დე­ბა ისე­თი ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა გა­მო­ნა­ყა­რი, ქა­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ბრონ­ქოს­პაზ­მი, დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა და ყვე­ლა­ზე უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი.

- ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა, კო­ვიდ-19-ის სიმპტო­მებ­ში აე­რი­ოთ და თუ ასეა, ტეს­ტი­რე­ბის გარ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მი­ჯვნა?

- რო­გორც ყვე­ლა სხვა გა­ცი­ე­ბა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია სხვა­დას­ხვა ვირუ­სით, ისე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, სიმპტო­მე­ბით მარ­თლაც რომ გავს ალერ­გი­ას. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ალერ­გი­ას ახა­სი­ა­თებს გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბა და ხან­გრძლი­ვი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. ალერ­გი­ას არ ახა­სი­ათბს ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი, ისე­თი რო­გო­რე­ბი­ცაა სახ­სრე­ბის, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა. ასე­ვე ყნოს­ვი­სა და გე­მოს და­კარ­გვა და სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი. მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მრა­ვალ­ჯე­რა­დი ცე­მი­ნე­ბა, სპაზ­მუ­რი ხვე­ლა, ჭარ­ბი წყლი­სებ­რი გა­მო­ნა­დე­ნი ცხვი­რი­დან და უხვი ცრემ­ლდე­ნა და ეს სიმპტო­მე­ბი ნაკ­ლე­ბა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნი­სას.

- ბო­ლოს რო­გო­რია ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- მცე­ნა­რე­უ­ლი მტვე­რი­სა და ბუ­სუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სე­ზონ­ზე ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებს შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეძ­ლე­ვათ:

* და­ხუ­რონ სახ­ლის ფან­ჯრე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მზი­ან ამინ­დში

* ხში­რად გა­მო­ი­რე­ცხონ ცხვი­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ან ზღვის მა­რი­ლის შემ­ცვე­ლი ხსნა­რით

* თუკი იმ­ყო­ფე­ბი­ან ქა­ლაქ­გა­რეთ, მო­ე­რი­დონ გა­რეთ გას­ვლას მზი­ან და ქა­რი­ან ამინ­დში და იცოდ­ნენ, რომ წვი­მი­ა­ნი ამინ­დის შემ­დეგ ეზო­ში ყოფ­ნა მათ­თვის უმ­ჯო­ბე­სია

* გა­რეთ ყოფ­ნი­სას ატა­რონ მზის სათ­ვა­ლე

* შე­ნო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, გარ­და ხე­ლე­ბის და­ბა­ნი­სა, ჩა­მო­ი­ბა­ნონ სახე, გა­ი­ხა­დონ სა­მო­სი, რო­მე­ლიც გა­რეთ დიდ­ხანს ყოფ­ნის შე­თხვე­ვა­ში ეც­ვათ

* ეცა­დონ არ გა­აშ­რონ სა­რე­ცხი გა­რეთ, რათა მათ­ზე არ მოხ­ვდეს მცე­ნა­რე­თა მტვე­რი

* სახ­ლის და­ლა­გე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნონ მტვერ­სას­რუ­ტი HEPA ფილტრით

naTia
0

მაქვს მძაფრი კვებითი ალერგია, თუ ის შევჭამე რაც ცუდად მოქმედებს ჩემზე მაყრის, მექავება. რა მოვიმოქმედო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისგან და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისგან და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

გაზაფხულზე, როცა არაერთი მცენარე ყვავის, ადამიანებს ალერგიული დაავდებები უმწავდებათ... აწუხებთ სურდო, ცემინება, ცხვირის გაჭედლობა, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ხველა. ეს სიმპტომები პაციენტების აზრით, ჰაერში ე.წ. ბუსუსების გავრცელებას უკავშიდება... რეალურად რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ალერგიის გამწვავებისას, ამაზე AMBEBI.GE-ს ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე ესაუბრება:

- ბუსუსები, რომლებიც გაზაფხულზე ქალაქში დაფრინავენ, სინამდვილეში - ჭადრისა და ალვის ხის მცენარის თესლია. მსუბუქი მასის გამო ისინი ქარის საშუალებით ჰაერში ვრცელდება. ჭადარს თეთრი ფერის ბუსუსები აქვს, ალვის ხეს (იგივე ვერხვი) - მოყავისფრო. როდესაც მცენარეს ბუსუსები აქვს, ეს უკვე მისი ნაყოფის მომწიფების ფაზაზე მეტყველებს და არა ყვავილობაზე. ალერგიის გამომწვევი კი მცენარე მხოლოდ ყვავილობის ფაზაშია. ალვის ხის (ვერხვის) ყვავილობა მარტის დასაწყისიდან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ხოლო ჭადრის კი აპრილის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე. მაისში, როდესაც მცენარეთა თესლი, ე.წ. ბუსუსები ჰაერში გავრცელდებას იწყებს, მათი ყვავილობის სეზონი უკვე დასრულებულია და შესაბამისად, ალერგიის გამოწვევის უნარი აღარ აქვთ. ჭადრისა და ვერხვის თესლის ბუსუსების გავრცელება იწვევს მხოლოდ მექანიკურ გაღიზიანებას, როგორც ალერგიულ, ისე არაალერგიულ პირებში, ხოლო ამ დროს ალერგიის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი კი სულ სხვა რამ არის. მაისში ყვავილობას მაღალი ალერგენობის მქონე მცენარეთა ჯგუფი ე.წ. ბალახები/მარცვლოვნები იწყებს.

- მათ, ვისაც პირველად უვლინდება ალერგია მცენარეთა მტვერზე, ხშირად თავი გაციებული ჰქგონია. როდესაც ერთსა და იმავე დროს, ყოველწლიურად იწყებს ეს სიმპტომები განმეორებას, ალერგიაზე მხოლოდ მაშინ მიიტანენ ხოლმე ეჭვს. როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისაგან?

- ალერგიის დროს სიმპტომები ხანგრძლივია და მცენარის ყვავილობის სეზონსა და ხანგრძლივობას ემთხვევა. როგორც წესი, ე.წ. გაციება, რომელსაც სხვადასხვა ვირუსი იწვევს, 3-5 დღის მანძილზე გრძელდება, ალერგია კი - 2 კვირა და მეტი დროის განმავლობაში. სიმპტომები მცენარეული ალერგიის დროს უფრო გარეთ გასვლისას უვლინდებათ და განსაკუთრებით მწვავდება ქალაქგარეთ ყოფნისას, სადაც მეტი მცენარეა, ვიდრე - ქალაქში. ალერგიას გაციებისაგან განსხვავებით თითქმის არასოდეს არ ახასიათებს ტემპერატურის მატება და როგორც აღვნიშნეთ, მცენარეული ალერგია ვლინდება ყოველწლიურად, ერთსა და იმავე სეზონზე.

- რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ალერგიული პაციენტი, რომელიც დროულად არ იმკურნალებს? რას გამოიწვევს ეს?

- თავაპირველად მცენარეული ალერგია მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით ვლინდება. ასევე თავიდან, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ორგანოს, მაგალითად, თვალის ან ცხვირის დაზიანება ხდება. თუკი პაციენტი არ მიმართავს დროულად ალერგოლოგს, მოხდება სიმპტომების გახშირება და დამძიმება, ასევე სამიზნე ორგანოების გამრავლება, ანუ თუკი თავიდან სიმპტომები მოიცავდა მხოლოდ თვალს, შემდეგ წლებში, ხშირ შემთვევაში, ხდება ცხვირის ან/და ბრონქების დაზიანებაც. მკურნალობა ალერგიული ვაქცინებით უფრო კარგ და ხანგრძლივ ეფექტს იძლევა.

- ბოლო დროს აქტიურად გაისმოდა სიტყვა ანაფილაქსიური შოკი. ალერგიასთან ის რა კავშირშია?

- ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ყველაზე უკიდურესი გამოვლინებაა. ასეთ დროს ხდება წნევის ვარდნა, გონების დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება და სხვა მრავალი სიმპტომის კომპლექსურად გამოვლინება, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილით დასრულეს. ანაფილაქსიური შოკის გამოწვევა შეუძლია საკვებს, მედიკამენტს, მწერის ნაკბენს და სხვ.

- ვაქცნიაციამ (ზოგადად ყველა ტიპის) რატომ შეიძლება გამოიწვიოს იგივე გართულება?

- მაგალითად, ვაქცინამ, როგორც მედიკამენტის ერთ-ერთმა სახეობამ, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. ეს შეიძლება მოხდეს მასში შემავალ კომპონენტებზე ალერგიის განვითარების გამო. როდესაც სხეულში ხვდება უცხო ცილა, ზოგიერთ შემთხვევაში, იმუნური სისტემის მიერ ხდება მისი, როგორც ორგანიზმისთვის საზიანო აგენტის აღქმა, რის გამოც იმუნური სისტემა ამ უცხო ცილის მიმართ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. თუკი ეს ცილა განმეორებით მოხვდება სხეულში, უკვე გამომუშავებული ანტისხეულები მას თავს ესხმის, რაც ვლინდება ისეთი ალერგიული სიმპტომებით, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დიარეა, ღებინება და ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკი.

- ალერგიული სიმპტომები შეიძლება, კოვიდ-19-ის სიმპტომებში აერიოთ და თუ ასეა, ტესტირების გარდა, როგორ შეიძლება მისი გამიჯვნა?

- როგორც ყველა სხვა გაციება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ვირუსით, ისე კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, სიმპტომებით მართლაც რომ გავს ალერგიას. როგორც აღვნიშნეთ, ალერგიას ახასიათებს განმეორებადობა და ხანგრძლივი მიმდინარეობა. ალერგიას არ ახასიათბს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, ისეთი როგორებიცაა სახსრების, კუნთების ტკივილი, თავის ძლიერი ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მატება. ასევე ყნოსვისა და გემოს დაკარგვა და სხვა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მცენარეული ალერგიისთვის დამახასიათებელია მრავალჯერადი ცემინება, სპაზმური ხველა, ჭარბი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან და უხვი ცრემლდენა და ეს სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული შენობაში ყოფნისას.

- ბოლოს როგორია ზოგადი რეკომენდაციები?

- მცენარეული მტვერისა და ბუსუსების გავრცელების სეზონზე ალერგიულ პაციენტებს შემდეგი რეკომენდაციები ეძლევათ:

* დახურონ სახლის ფანჯრები განსაკუთრებით მზიან ამინდში

* ხშირად გამოირეცხონ ცხვირი ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით

* თუკი იმყოფებიან ქალაქგარეთ, მოერიდონ გარეთ გასვლას მზიან და ქარიან ამინდში და იცოდნენ, რომ წვიმიანი ამინდის შემდეგ ეზოში ყოფნა მათთვის უმჯობესია

* გარეთ ყოფნისას ატარონ მზის სათვალე

* შენობაში დაბრუნებისას, გარდა ხელების დაბანისა, ჩამოიბანონ სახე, გაიხადონ სამოსი, რომელიც გარეთ დიდხანს ყოფნის შეთხვევაში ეცვათ

* ეცადონ არ გააშრონ სარეცხი გარეთ, რათა მათზე არ მოხვდეს მცენარეთა მტვერი

* სახლის დალაგებისას გამოიყენონ მტვერსასრუტი HEPA ფილტრით

წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

ვინ არის პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

რა უნდა გააკეთდეს, ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღის პიკური მაჩვენებლების თავიდან ასაცილებლად და იგეგმება თუ არა რადიკალური ზომები? - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?