ავტორი:

თეა გოდოლაძის ცნობით, ვაშლიჯვრის მიმდებარედ წვიმების გამო, მეწყერი დაიძრა და გრუნტის ნაწილი წამოვიდა - რას აცხადებენ საპასუხოდ მერიაში

თეა გოდოლაძის ცნობით, ვაშლიჯვრის მიმდებარედ წვიმების გამო, მეწყერი დაიძრა და გრუნტის ნაწილი წამოვიდა - რას აცხადებენ საპასუხოდ მერიაში

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმების გამო მეწყერი დაიძრა და გრუნტის ნაწილი წამოვიდა.

"მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ფერდობის უკან მდებარეობს საბავშვო ბაღი, რომლის ტერიტორია უკვე დაბზარულია", - ამბობს გოდოლაძე "ინტერპრესნიუსთან."

მისივე თქმით, აუცილებელია ფერდის გამაგრება.

"აუცილებელია გასამაგრებელი სამუშაოების განხორციელება. აუცილებელია ფერდის გამაგრება, თორემ რეალური პრობლემები შეიქმნება. ხელოვნური ჩარევები არ უნდა გაგრძელდეს. ვაშლიჯვარში ნებისმიერი სამშენებლო ინტერვენცია ამ ტერიტორიის უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა გოდოლაძემ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თეა გოდოლაძე აბსოლუტურად სხვა ტერიტორიაზე საუბრობს, სადაც სავარაუდოდ, სამშენებლო ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

"საბავშვო ბაღი არის სულ სხვა ადგილზე, სამშენებლო ტერიტორიაა, სადაც ალბათ, სამშენებლო ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ვაშლიჯვრის დასახლების აღნიშნული ტერიტორია არანაირ კავშირში არ არის მეწყრულ ფერდთან“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ახალი კვლევა და პრეპარატი, რომელიც კოვიდ -19 -ის საწინააღმდეგოდ ეფექტიან შედეგს აჩვენებს - "Favipiravir -ი ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას სხეულის უჯრედებში"

ვიდეოკადრები რიკოთიდან, სადაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები - კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 3-12 მაისს?