მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის
რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის

დის­ბი­ო­ზის დროს ნაწ­ლავ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მავ­ნე აი­რე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა. ისი­ნი აწ­ვე­ბი­ან ნაწ­ლა­ვის კე­დელს და იწ­ვე­ვენ შე­ბე­რი­ლო­ბას, მე­ტე­ო­რიზმს, ტკი­ვილს, კო­ლი­კას.

რა კავ­ში­რია საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცეს­სა და ნაწ­ლა­ვის ჯან­საღ მიკროფ­ლო­რას შო­რის

გა­ზა­ფხულ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით, ზა­ფხულ­ში სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბას­თან ერ­თად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ისე­თი ჩი­ვი­ლე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა, მე­ტე­ორ­მიზ­მი, ე.წ მუც­ლის გა­დავ­სე­ბის შეგ­რძნე­ბა, მტკივ­ნე­უ­ლი კო­ლი­კა... აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი ხში­რად თან ახ­ლავს დის­ბი­ოზს, ყაბ­ზო­ბა­სა და დი­ა­რე­ას.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რა ქ-ნი მა­რი­ნა ტუ­ღუ­ში - გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი, თე­რა­პევ­ტი, თსსუ-ს ზო­გა­დი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სო­რი.

- რა გა­რე­მო­ე­ბე­ბი და ფაქ­ტო­რე­ბი ზრდი­ან გა­ზა­ფხულ­ზე კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის დის­ფუნ­ქცი­ი­სა და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს?

- გა­ზა­ფხუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის პე­რი­ო­დია და ორ­გა­ნიზ­მში უამ­რა­ვი ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის მხრი­დან დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვს. ამი­სათ­ვის გვჭირ­დე­ბა ჯან­სა­ღი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა , რო­მე­ლიც ჩვე­ნი ენერ­გი­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­როა. თუმ­ცა გა­ზა­ფხულ­ზე ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა უფრო მე­ტად იწყებს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას, ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რია თვით­ნე­ბუ­რი დი­ე­ტე­ბი, არა­ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, ასე­ვე გა­ზა­ფხულს ემ­თხვე­ვა რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, რო­მელ­თა დრო­საც ადა­მი­ა­ნი უფრო მეტ ნახ­შირ­წყლო­ვან პრო­დუქტს იღებს,მაგ. ცო­მე­ულს, პარ­კოს­ნებს; ასე­ვე მე­ტად იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა ტკბი­ლე­ულ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და ასე­ვე სხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (ლაქ­ტო­ზის, ფრუქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მი და ა.შ), ხში­რად ხდე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის დის­ფუნ­ქცი­ი­სა და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის: შე­ბე­რი­ლო­ბის, მე­ტე­ო­რიზ­მის, მუც­ლის ტკი­ვი­ლის, კო­ლი­კის, ყაბ­ზო­ბის ან დი­ა­რე­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი. ყო­ვე­ლი­ვეს კი, უმე­ტეს­წი­ლად, სა­ფუძ­ვლად უდევს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცე­სის დარ­ღვე­ვა, ნაწ­ლა­ვის ჯან­სა­ღი მიკროფ­ლო­რის ცვლი­ლე­ბა - დის­ბი­ო­ზი და ორ­გა­ნიზ­მში მავ­ნე აი­რე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. სა­მი­ვე პრო­ცე­სი ერ­თმა­ნეთს მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბა.

- რა კავ­ში­რია საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცეს­სა და ნაწ­ლა­ვის ჯან­საღ მიკროფ­ლო­რას შო­რის?

საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა და შე­წო­ვა უმ­თავ­რე­სად წვრილ ნაწ­ლავ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და იგი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ცენ­ტრა­ლურ ორ­გა­ნოდ მი­იჩ­ნე­ვა. მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან რგოლს ნაწ­ლავ­ში მო­ბი­ნად­რე პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი - სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბი და ნაწ­ლავ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ან წარ­მოქ­მნი­ლი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ფერ­მენ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს. ნაწ­ლავ­ში ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვხვდე­ბით პრო­ბი­ო­ტი­კულ ბაქ­ტე­რი­ებს, რომ­ლე­ბიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის, საკ­ვე­ბი­დან რთუ­ლად მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დაშ­ლი­სა და მო­ნე­ლე­ბის, მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დე­ტოქ­სი­კა­ცი­ის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნუტ­რი­ენ­ტე­ბის ათ­ვი­სე­ბის, მე­ტა­ბო­ლიზ­მი­სა და სხვა სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა­ში. სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბი ასე­ვე გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ ზო­გა­დად კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ჯან­საღ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ორ­გა­ნიზ­მში პა­თო­გე­ნუ­რი ფლო­რის რა­ო­დე­ნობ­რივ ზრდას. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ნაწ­ლა­ვის ჯან­სა­ღი მიკ­რო­ბი­ო­ტა ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია.

- რა ფაქ­ტო­რე­ბი იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის ცვლი­ლე­ბას და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ცვლი­ლე­ბა ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

- ბაქ­ტე­რია ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სა თუ გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის მი­მართ. არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, რა­ცი­ონ­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და უჯრე­დი­სით მდი­და­რი საკ­ვე­ბის სიმ­ცი­რე, სტრე­სი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია ან ზო­გი­ერ­თი სხვა მე­დი­კა­მენ­ტი თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს ნაწ­ლა­ვის ჯან­საღ მიკ­რო­ბი­ო­ტა­ზე და ზრდის დის­ბი­ო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, რომ­ლის დრო­საც სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის ად­გილს ნე­გა­ტი­უ­რი ფლო­რის ბაქ­ტე­რი­ე­ბი იკა­ვე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად არ­ღვე­ვენ ნაწ­ლავ­ში მიმ­დი­ნა­რე ჯან­საღ ბი­ო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებს.

ასეთ დროს ძნელ­დე­ბა საკ­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი რთუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დაშ­ლი­სა და მო­ნე­ლე­ბის პრო­ცე­სი, მცირ­დე­ბა საკ­ვე­ბი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნუტ­რი­ენ­ტე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბა და სინ­თე­ზი, იზ­რდე­ბა რა­ო­დე­ნო­ბა მავ­ნე ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის, რომ­ლე­ბიც მეტ კა­ლო­რაჟს აით­ვი­სე­ბენ ჩვენ მიერ მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი­დან, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვის მხრივ, ზრდის ჭარ­ბი წო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. დის­ბი­ო­ზის დროს იზ­რდე­ბა ნაწ­ლავ­ში დუ­ღი­ლი­სა და ლპო­ბის პრო­ცე­სის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, რომ­ლის დრო­საც ნაწ­ლავ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბა მავ­ნე აი­რე­ბი, რო­მელ­თაც თან ერ­თვის პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტოქ­სი­უ­რი ნა­ერ­თე­ბი, ისი­ნი ნაწ­ლა­ვის ლორ­წო­ვან­ზე შე­ხე­ბი­სას გარ­და­იქ­მნე­ბა დიდ აი­რო­ვან-ლო­წო­ვან კონ­გლო­მე­რან­ტე­ბად, აწ­ვე­ბი­ან ნაწ­ლა­ვის კე­დელს და იწ­ვე­ვენ შე­ბე­რი­ლო­ბას, მე­ტე­ო­რიზმს, ტკი­ვილს, კო­ლი­კას. წვრი­ლი ნაწ­ლა­ვი­დან მათი მსხვილ ნაწ­ლავ­ში გა­დას­ვლა და დაგ­რო­ვე­ბა შე­საძ­ლოა ყაბ­ზო­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს. მარ­ტი­ვად რომ შე­ვა­ჯა­მოთ, წვრილ ნაწ­ლავ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­საძ­ლოა, გახ­დეს, რო­გორც შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის, ასე­ვე კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ჭარ­ბი წო­ნის, ჰიპო და ავი­ტა­მი­ნო­ზი­სა და სხვა პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზიც.

- რად­გან ასე­თი დიდი როლი ენი­ჭე­ბა ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­ტას, რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და აღ­ვიდ­გი­ნოთ მისი ბა­ლან­სი? რო­გო­რია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- უპირ­ვე­ლე­სად უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რომ ჩვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ცი­ლე­ბით, ცხი­მე­ბი­თა და ნახ­შირ­წყლე­ბით. მი­ვი­ღოთ რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ხილი, ბოსტნე­უ­ლი და ის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მდი­და­რია უჯრე­დი­სით. მაგ­რამ, იმ შემ­თხვე­ვებ­ში, თუ ვერ ხერ­ხდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, ან გვაქვს ლაქ­ტო­ზის, ფრუქ­ტო­ზის, გლუ­ტე­ნის აუ­ტან­ლო­ბა, სა­ჭი­როა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტის სა­ხის პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პრო­ბი­ო­ტი­კებს მი­ა­ნი­ჭა GRAS - უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტე­ბის სტა­ტუ­სი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის შერ­ჩე­ვი­სას უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ სიფრ­თხი­ლე, რად­გან მათ ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რო­გორც სარ­გებ­ლის, ასე­ვე ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.

ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პრო­ბი­ო­ტი­კი აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს WHO-სა და FDA-ს ისეთ ფუნ­და­მენ­ტა­ლურ მო­თხოვ­ნებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია - მისი სან­დო­ო­ბა და პრო­ბი­ო­ტი­კუ­ლი შტა­მე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა / ნე­ბარ­თვა, რად­გან ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას არ აქვს მათი წარ­მო­ე­ბის არც ტექ­ნი­კუ­რი და არც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბაქ­ტე­რი­უ­ლი შტა­მე­ბის გე­ნე­ტი­კურ დო­ნე­ზე შეს­წავ­ლა, მათი მა­ღა­ლი აცი­დო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩემს სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში ხში­რად მივ­მარ­თავ ცნო­ბი­ლი ჩე­ხუ­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია "ვალ­მარ­კის“ ევ­რო­პა­ში აღი­ა­რე­ბულ და აპ­რო­ბი­რე­ბულ ბრენ­დს "ბი­ოპ­რონ 9 პრე­მი­უმს“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია WHO/FDA/WGO/AAGP-ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით და აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს. "ბი­ოპ­რონ 9 პრე­მი­უმს“ გა­აჩ­ნია ცო­ცხა­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი, მრა­ვალშრი­ა­ნი პრო­ტექ­ცია, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მის კაფ­სუ­ლა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 9 ბაქ­ტე­რი­უ­ლი შტა­მის 10 მი­ლი­არ­დი ცო­ცხა­ლი ბაქ­ტე­რი­ის მა­ღალ აცი­დო­რე­ზის­ტენ­ტო­ბას, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ნაწ­ლა­ვის კე­დელ­ზე ოპ­ტი­მა­ლურ კო­ლო­ნი­ზა­ცი­ას (და­სახ­ლე­ბას). ყო­ვე­ლი­ვეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი "ბი­ოპ­რონ 9 პრე­მი­უ­მი“ გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­უ­კე­თე­სო თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფი­ლით, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით. სწო­რედ ჩემი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც მაძ­ლევს აღ­ნიშ­ნუ­ლის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

(R)

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია ხ
1

უნიჭიერი მარინა ექიმი

მათე
1

rogor chavewero tqventan migebaze?da rodis

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის

რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის

დისბიოზის დროს ნაწლავში დიდი რაოდენობით მავნე აირები წარმოიქმნება. ისინი აწვებიან ნაწლავის კედელს და იწვევენ შებერილობას, მეტეორიზმს, ტკივილს, კოლიკას.

რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის

გაზაფხულზე და განსაკუთრებით, ზაფხულში სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებასთან ერთად აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ისეთი ჩივილები, როგორებიცაა: მუცლის შებერილობა, მეტეორმიზმი, ე.წ მუცლის გადავსების შეგრძნება, მტკივნეული კოლიკა... აღნიშნული სიმპტომები ხშირად თან ახლავს დისბიოზს, ყაბზობასა და დიარეას.

აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრა ქ-ნი მარინა ტუღუში - გასტროენტეროლოგი, თერაპევტი, თსსუ-ს ზოგადი თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი.

- რა გარემოებები და ფაქტორები ზრდიან გაზაფხულზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციისა და შემაწუხებელი სიმპტომების განვითარების რისკს?

- გაზაფხული განახლების პერიოდია და ორგანიზმში უამრავი ბიოლოგიური პროცესი გაძლიერებული ტემპით მიმდინარეობს, რაც ჩვენი ორგანიზმის მხრიდან დიდ რესურსს მოითხოვს. ამისათვის გვჭირდება ჯანსაღი, დაბალანსებული კვება , რომელიც ჩვენი ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა გაზაფხულზე ადამიანთა უმეტესობა უფრო მეტად იწყებს გარეგნობაზე ზრუნვას, ამ პერიოდში ყველაზე ხშირია თვითნებური დიეტები, არაბალანსირებული კვება, ასევე გაზაფხულს ემთხვევა რელიგიური დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული კვების თავისებურებები, რომელთა დროსაც ადამიანი უფრო მეტ ნახშირწყლოვან პროდუქტს იღებს,მაგ. ცომეულს, პარკოსნებს; ასევე მეტად იზრდება მოთხოვნა ტკბილეულზე. აღნიშნული ფაქტორები და ასევე სხვა ბიოლოგიური პროცესები თუ ქრონიკული დაავადებები (ლაქტოზის, ფრუქტოზის აუტანლობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ), ხშირად ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციისა და შემაწუხებელი სიმპტომების: შებერილობის, მეტეორიზმის, მუცლის ტკივილის, კოლიკის, ყაბზობის ან დიარეის განვითარების მიზეზი. ყოველივეს კი, უმეტესწილად, საფუძვლად უდევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის ცვლილება - დისბიოზი და ორგანიზმში მავნე აირების დაგროვება. სამივე პროცესი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება.

- რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის?

საჭმლის მონელება და შეწოვა უმთავრესად წვრილ ნაწლავში მიმდინარეობს და იგი საჭმლის მომნელებელი სისტემის ცენტრალურ ორგანოდ მიიჩნევა. მისი ფუნქციონირების მნიშვნელოვან რგოლს ნაწლავში მობინადრე პრობიოტიკები - სასარგებლო ბაქტერიები და ნაწლავში გააქტიურებული ან წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები წარმოადგენს. ნაწლავში ყველაზე დიდი რაოდენობით ვხვდებით პრობიოტიკულ ბაქტერიებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნაწლავის ფუნქციონირების, საკვებიდან რთულად მოსანელებელი ნივთიერებების დაშლისა და მონელების, მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციის, მნიშვნელოვანი ნუტრიენტების ათვისების, მეტაბოლიზმისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური პროცესების წარმართვაში. სასარგებლო ბაქტერიები ასევე გამოიმუშავებენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ზოგადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ეწინააღმდეგებიან ორგანიზმში პათოგენური ფლორის რაოდენობრივ ზრდას. მარტივად რომ ვთქვათ, ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიოტა ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- რა ფაქტორები იწვევს ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების ცვლილებას და რა გავლენას ახდენს ცვლილება ჩვენს ჯანმრთელობაზე?

- ბაქტერია ცოცხალი ორგანიზმია და ძალიან მგრძნობიარეა ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისა თუ გარემო ფაქტორების მიმართ. არაჯანსაღი კვება, რაციონში რძის პროდუქტებისა და უჯრედისით მდიდარი საკვების სიმცირე, სტრესი, ანტიბიოტიკოთერაპია ან ზოგიერთი სხვა მედიკამენტი თუ ქრონიკული დაავადება ნეგატიურ გავლენას ახდენს ნაწლავის ჯანსაღ მიკრობიოტაზე და ზრდის დისბიოზის განვითარების რისკს, რომლის დროსაც სასარგებლო ბაქტერიების ადგილს ნეგატიური ფლორის ბაქტერიები იკავებენ და შესაბამისად არღვევენ ნაწლავში მიმდინარე ჯანსაღ ბიოლოგიურ პროცესებს.

ასეთ დროს ძნელდება საკვებიდან მიღებული რთული ნივთიერებების დაშლისა და მონელების პროცესი, მცირდება საკვებიდან აუცილებელი ნუტრიენტების, ვიტამინებისა და მინერალების ათვისება და სინთეზი, იზრდება რაოდენობა მავნე ცხიმოვანი მჟავების, რომლებიც მეტ კალორაჟს აითვისებენ ჩვენ მიერ მიღებული საკვებიდან, რაც, ბუნებრივია, თავის მხრივ, ზრდის ჭარბი წონის განვითარების რისკს. დისბიოზის დროს იზრდება ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესის ინტენსივობა, რომლის დროსაც ნაწლავში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება მავნე აირები, რომელთაც თან ერთვის პათოგენური ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსიური ნაერთები, ისინი ნაწლავის ლორწოვანზე შეხებისას გარდაიქმნება დიდ აიროვან-ლოწოვან კონგლომერანტებად, აწვებიან ნაწლავის კედელს და იწვევენ შებერილობას, მეტეორიზმს, ტკივილს, კოლიკას. წვრილი ნაწლავიდან მათი მსხვილ ნაწლავში გადასვლა და დაგროვება შესაძლოა ყაბზობის მიზეზიც გახდეს. მარტივად რომ შევაჯამოთ, წვრილ ნაწლავში განვითარებული სასარგებლო ბაქტერიების დეფიციტი შესაძლოა, გახდეს, როგორც შემაწუხებელი სიმპტომების, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჭარბი წონის, ჰიპო და ავიტამინოზისა და სხვა პრობლემების მიზეზიც.

- რადგან ასეთი დიდი როლი ენიჭება ნაწლავის მიკრობიოტას, როგორ შევინარჩუნოთ და აღვიდგინოთ მისი ბალანსი? როგორია რეკომენდაციები?

- უპირველესად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი კვების რაციონი იყოს დაბალანსებული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. მივიღოთ რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და ის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია უჯრედისით. მაგრამ, იმ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული საკვების მიღება, ან გვაქვს ლაქტოზის, ფრუქტოზის, გლუტენის აუტანლობა, საჭიროა საკვები დანამატის სახის პრობიოტიკების მიღება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პრობიოტიკებს მიანიჭა GRAS - უსაფრთხო პროდუქტების სტატუსი. მიუხედავად ამისა, პრობიოტიკების შერჩევისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან მათ ორგანიზმისთვის, როგორც სარგებლის, ასევე ზიანის მოტანა შეუძლია.

ამისათვის აუცილებელია, რომ პრობიოტიკი აკმაყოფილებდეს WHO-სა და FDA-ს ისეთ ფუნდამენტალურ მოთხოვნებს, როგორებიცაა: მწარმოებელი კომპანია - მისი სანდოობა და პრობიოტიკული შტამების წარმოების შესაძლებლობა / ნებართვა, რადგან ყველა კომპანიას არ აქვს მათი წარმოების არც ტექნიკური და არც ლაბორატორიული შესაძლებლობა, ბაქტერიული შტამების გენეტიკურ დონეზე შესწავლა, მათი მაღალი აციდორეზისტენტობა, კლინიკური კვლევებით დადასტურებული ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ხშირად მივმართავ ცნობილი ჩეხური ფარმაცევტული კომპანია "ვალმარკის“ ევროპაში აღიარებულ და აპრობირებულ ბრენდს "ბიოპრონ 9 პრემიუმს“, რომელიც შექმნილია WHO/FDA/WGO/AAGP-ის რეკომენდაციების სრული დაცვით და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. "ბიოპრონ 9 პრემიუმს“ გააჩნია ცოცხალი ბაქტერიების ინოვაციური, მრავალშრიანი პროტექცია, რაც უზრუნველყოფს მის კაფსულაში მოთავსებული 9 ბაქტერიული შტამის 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის მაღალ აციდორეზისტენტობას, სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და ნაწლავის კედელზე ოპტიმალურ კოლონიზაციას (დასახლებას). ყოველივეს გათვალისწინებით კი "ბიოპრონ 9 პრემიუმი“ გამოირჩევა საუკეთესო თერაპიული ეფექტითა და უსაფრთხოების მაღალი პროფილით, რაც დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. სწორედ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაც მაძლევს აღნიშნულის თქმის შესაძლებლობას.

(R)