სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?
"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?

კას­პში, 14 მარტს მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში პო­ლი­ცი­ამ კი­დევ ერთი პირი - მოკ­ლუ­ლის ცოლი, 31 წლის ქალი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლი შსს-ს გო­რის პო­ლი­ცი­ის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ქ.ჩ-ს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ წარ­დგე­ნია. დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ბრალ­დე­ბულს ცოტა ხნის წინ ად­ვო­კა­ტი შეხ­ვდა.

ჯაბა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბამ­დე დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს შევ­ხვდი, იგი ძალ­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ნერ­ვი­უ­ლობს, პირ­ველ რიგ­ში - ბავ­შვებ­ზე. დღეს დი­ლით მი­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თზე, სა­დაც, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მარ­თა­ლია, მის­ცეს უფ­ლე­ბა, რომ ბავ­შვებს დამ­შვი­დო­ბე­ბო­და, მაგ­რამ რომ და­ე­ბა­რე­ბი­ნათ, ისე­ვე მი­ვი­დო­და, რო­გორც აქამ­დე მი­დი­ო­და და ჩა­ბარ­დე­ბო­და. რის გამო და­ა­კა­ვეს, რის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან, მას პირ­ვე­ლი­ვე დღეს ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამის შემ­დეგ და­ი­წყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მხა­რემ აქ­ცი­ე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, სახ­ლში მი­ვარ­დნე­ბი, ყვი­რი­ლი, ქვე­ბის სრო­ლა, იქ ცხოვ­რობ­დნენ ბავ­შვე­ბიც, ცუდი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ყვე­ლა­ფერ­მაც იმოქ­მე­და სამ­წუ­ხა­როდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ზე და ასე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლად სდე­ბენ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 375-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით - გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა, რაც არ არის არც მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არც დახ­მა­რე­ბა და ა.შ. მინ­და, რომ ეს მკა­ფი­ოდ და­ვა­ფიქ­სი­რო. მას აქამ­დე ჰქონ­და მოწ­მის სტა­ტუ­სი, შე­სა­ბა­მი­სად, არ გვქონ­და წვდო­მა საქ­მის მა­სა­ლებ­ზე. ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ წარ­დგე­ნია. მას შემ­დეგ, რაც ბრა­ლის წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბა, გა­დავ­წყვეტთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, ამა­ზე ახლა არ შე­მიძ­ლია რა­ი­მეს თქმა", - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა.

მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი, მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ერ­თად, რძალს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის დე­დის, ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლეც.

"ჩემი შვი­ლი მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს არ მო­უკ­ლავს, მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და მისი მე­უღ­ლეც - ჩემი რძა­ლი, რო­მე­ლიც ახლა და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მუხ­ლით. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თხოვ­დით ამას, აქ­ცი­ე­ბიც კი გავ­მარ­თეთ, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს და გა­ირ­კვეს, რა მოხ­და იმ სახ­ლში, ოჯახ­ში. ამა­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა ექ­სპერ­ტი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბიც და დად­გინ­დე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა ცო­ლიც, უფრო მე­ტიც, მას მეტი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მკვლე­ლო­ბა­ში.

პირ­ვე­ლი, ძი­რი­თა­დი დამ­ნა­შა­ვე არის ქეთი, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი მაქვს, რომ ჯერ მა­გან და­არ­ტყა და მერე და­უ­ძა­ხა იმ ბიჭს და­სახ­მა­რებ­ლად, ან ორი­ვე ერ­თად მოქ­მე­დებ­და. მა­გათ ჯერ სახ­ლში და­არ­ტყეს რა­ღაც, სის­ხლის კვა­ლი სახ­ლშიც ნა­ხეს გა­მო­ძი­ე­ბი­სას, გა­თი­შეს და ცო­ცხალ-მკვდა­რი ან უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს იქ, ტყე­ში, სა­დაც ჩემ­მა შვილ­მა სი­ცო­ცხლე და­ას­რუ­ლა. თა­ვი­და­ნაც ბევ­რჯერ ვცა­დე მი­ზე­ზე­ბის გარ­კვე­ვა, ჯერ, თავ­და­პირ­ვე­ლად, თუ რაზე მო­უ­ვი­და ჩხუ­ბი ცოლ-ქმარს, როცა ჩემი შვი­ლი და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ ნო­და­რი თავ­მოყ­ვა­რე კაცი იყო და ვე­რა­ვის­თან ვე­რა­ფერს ამ­ბობ­და. რო­გორც ვი­ცით, ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ურ­თმე­ვია და იქ უნა­ხავს რა­ღაც. ქეთი კი ლა­პა­რა­კობ­და - ნო­და­რი არ მა­პა­ტი­ებ­სო, რა არ უნდა ეპა­ტი­ე­ბი­ნა, რას აკე­თებ­და ასეთს?!", - აცხა­დებს ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე.

მოკ­ლუ­ლის დე­დის მხრი­დან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­სა და მკვლე­ლო­ბა­ში რძლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა­ზე, ქ.ჩ-ს ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ ცრუ ბრალ­დე­ბაა.

"რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბებს, ბრალ­დე­ბებს, რის სა­ფუძ­ველ­ზე აცხა­დე­ბენ, იქ იყო ვინ­მე თუ ვინ­მემ გა­და­ი­ღო რა ხდე­ბო­და? ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ეს არის ცრუ ბრალ­დე­ბა, ამის თქმა შე­მიძ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას სახ­ლში აღ­მო­ჩე­ნილ სის­ხლის კვალ­ზე, ამა­ზე ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი აქვს გა­ცე­მუ­ლი თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც წა­იყ­ვა­ნეს და გა­მო­კი­თხეს, შე­სა­ბა­მი­სად, ახლა არ მსურს ამ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, ვი­ნა­ი­დან თა­ვად მე არ ვეს­წრე­ბო­დი ამ გა­მო­კი­თხვას. ხვალ ან ზეგ მექ­ნე­ბა ხელთ საქ­მის მა­სა­ლე­ბი, გა­ვეც­ნო­ბი და რო­დე­საც მოვა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ეტა­პი, ის მის­ცემს იმ ჩვე­ნე­ბას, რაც არის სი­მარ­თლე", - გა­ნა­ცხა­და ჯაბა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, კას­პში, ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.ჩ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დღეს და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლეა.

მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­რე დღეს და­კა­ვე­ბუ­ლია 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.კ., რო­მელ­მაც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 მარტს, კას­პში, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ღუ­ნაშ­ვილს, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
////////////?
11

სადააა არა სამთავროები კაცზე ძალადობა შეიძლება??? და თანაჩ მოკლა?? ქატმის წიწილია??? რა დონეზე დაეცენ ქალები? შვილებს რას ეტყვის საინტერესოა.

შუშა
96

ისე აღწერს ეს ქალბატონი (გარდაცვლილის დედა) გეგონება საკუთარი თვალით ნახა რაც მოხდა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?

"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?

კასპში, 14 მარტს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ ერთი პირი - მოკლულის ცოლი, 31 წლის ქალი დააკავა. დაკავებული შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ქ.ჩ-ს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს ცოტა ხნის წინ ადვოკატი შეხვდა.

ჯაბა კოჭლამაზაშვილი საქმის მასალების გაცნობამდე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი, იგი ძალზე ცუდ მდგომარეობაშია, ნერვიულობს, პირველ რიგში - ბავშვებზე. დღეს დილით მივიდნენ საცხოვრებელი სახლის მისამართზე, სადაც, სამწუხაროდ, ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მართალია, მისცეს უფლება, რომ ბავშვებს დამშვიდობებოდა, მაგრამ რომ დაებარებინათ, ისევე მივიდოდა, როგორც აქამდე მიდიოდა და ჩაბარდებოდა. რის გამო დააკავეს, რის საფუძველზე, ჩემთვის უცნობია, ვინაიდან, მას პირველივე დღეს ჰქონდა მიცემული ჩვენება, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ დაიწყო დაზარალებულის მხარემ აქციები პროკურატურასთან, სახლში მივარდნები, ყვირილი, ქვების სროლა, იქ ცხოვრობდნენ ბავშვებიც, ცუდი ფაქტი დაფიქსირდა და სავარაუდოდ, ამ ყველაფერმაც იმოქმედა სამწუხაროდ, საგამოძიებო უწყებაზე და ასე დაჩქარებული წესით, განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად სდებენ დანაშაულის დაფარვას, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, რაც არ არის არც მკვლელობაში თანამონაწილეობა, არც დახმარება და ა.შ. მინდა, რომ ეს მკაფიოდ დავაფიქსირო. მას აქამდე ჰქონდა მოწმის სტატუსი, შესაბამისად, არ გვქონდა წვდომა საქმის მასალებზე. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. მას შემდეგ, რაც ბრალის წარდგენა მოხდება, გადავწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, ამაზე ახლა არ შემიძლია რაიმეს თქმა", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

მოკლულის ოჯახი, მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რძალს ადანაშაულებს. ნოდარ ღუნაშვილის დედის, ხათუნა რაზმაძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა მოკლულის მეუღლეც.

"ჩემი შვილი მხოლოდ ერთ ადამიანს არ მოუკლავს, მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლეც - ჩემი რძალი, რომელიც ახლა დააკავეს და ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვის მუხლით. ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვდით ამას, აქციებიც კი გავმართეთ, ძალიან კარგია, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გაირკვეს, რა მოხდა იმ სახლში, ოჯახში. ამასობაში იქნება ექსპერტიზების პასუხებიც და დადგინდება, რომ მკვლელობის თანამონაწილეა ცოლიც, უფრო მეტიც, მას მეტი წვლილი მიუძღვის მკვლელობაში.

პირველი, ძირითადი დამნაშავე არის ქეთი, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჯერ მაგან დაარტყა და მერე დაუძახა იმ ბიჭს დასახმარებლად, ან ორივე ერთად მოქმედებდა. მაგათ ჯერ სახლში დაარტყეს რაღაც, სისხლის კვალი სახლშიც ნახეს გამოძიებისას, გათიშეს და ცოცხალ-მკვდარი ან უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს იქ, ტყეში, სადაც ჩემმა შვილმა სიცოცხლე დაასრულა. თავიდანაც ბევრჯერ ვცადე მიზეზების გარკვევა, ჯერ, თავდაპირველად, თუ რაზე მოუვიდა ჩხუბი ცოლ-ქმარს, როცა ჩემი შვილი დააკავეს, მაგრამ ნოდარი თავმოყვარე კაცი იყო და ვერავისთან ვერაფერს ამბობდა. როგორც ვიცით, ტელეფონი გამოურთმევია და იქ უნახავს რაღაც. ქეთი კი ლაპარაკობდა - ნოდარი არ მაპატიებსო, რა არ უნდა ეპატიებინა, რას აკეთებდა ასეთს?!", - აცხადებს ხათუნა რაზმაძე.

მოკლულის დედის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მკვლელობაში რძლის დადანაშაულებაზე, ქ.ჩ-ს ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ცრუ ბრალდებაა.

"რაც შეეხება მოკლულის ოჯახის განცხადებებს, ბრალდებებს, რის საფუძველზე აცხადებენ, იქ იყო ვინმე თუ ვინმემ გადაიღო რა ხდებოდა? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დადანაშაულება ეს არის ცრუ ბრალდება, ამის თქმა შემიძლია. რაც შეეხება კითხვას სახლში აღმოჩენილ სისხლის კვალზე, ამაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამომწურავი პასუხები აქვს გაცემული თავის დროზე, როდესაც წაიყვანეს და გამოკითხეს, შესაბამისად, ახლა არ მსურს ამ დეტალებზე საუბარი, ვინაიდან თავად მე არ ვესწრებოდი ამ გამოკითხვას. ხვალ ან ზეგ მექნება ხელთ საქმის მასალები, გავეცნობი და როდესაც მოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენების მიცემის ეტაპი, ის მისცემს იმ ჩვენებას, რაც არის სიმართლე", - განაცხადა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, კასპში, ნოდარ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს. დაკავებული ქალი მოკლულის მეუღლეა.

მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ღუნაშვილს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში

"ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს - თანხის დაკარგვისთვის ყოფილ მენეჯერსა და 14 თანამშრომელს უჩივიან

"სამართალდამცავები ამცირებდნენ, ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო..." - რას ყვება ადვოკატი გუმათში დაკავებულების შესახებ