პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?
"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

მე­ხუ­თე დღეა ინ­დო­ეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა. დე­ლი­ში, სა­დაც 20 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი სრუ­ლად არის გა­დავ­სე­ბუ­ლი და ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. გა­დავ­სე­ბუ­ლია ქუ­ჩებ­ში მო­წყო­ბი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბიც. ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა­ში" დე­ლი­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი თა­მა­რა ლა­შა­უ­რი, ინ­დო­ეთ­ში არ­სე­ბულ კო­ვიდ კრი­ზის­ზე ჰყვე­ბა:

"იმ­ხე­ლა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც ინ­დო­ე­თია, მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, მაგ­რამ არა სა­გან­გა­შო. რო­გორც კი კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და, მა­ლე­ვე მთლი­ა­ნად ჩა­კე­ტეს ინ­დო­ე­თი. თა­ვი­დან სიმ­კაც­რე იყო, გა­რეთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად, დღის რა­ღაც მო­ნაკ­ვეთ­ში გა­დი­ო­და ხალ­ხი, პო­ლი­ცია აჩე­რებ­და, ხელ­კე­ტებ­საც ურტყამ­დნენ.

მა­შინ ამ ზო­მებ­მა და­იც­ვა ქვე­ყა­ნა ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბის­გან. რად­გან ქვე­ყა­ნამ ერთ წელ­ზე მეტ ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ხალ­ხმა და­ი­ვი­წყა ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა, ტაძ­რებ­ში, გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­შიც და­დი­ოდ­ნენ, დღე­სას­წა­უ­ლებ­საც აღ­ნიშ­ნავ­დნენ და მა­შინ რო­დე­საც მშვი­დი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, უცებ მოხ­და აფეთ­ქე­ბა. ამ ეტაპ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა, მაგ­რამ ხალ­ხი მა­ინც მოძ­რა­ობს, პო­ლი­ცია აკ­ვირ­დე­ბა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ იყოს ერ­თად შეკ­რე­ბი­ლი, სხვა შე­ზღუდ­ვა არ არის. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი არ არის, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და იმე­დი აქვთ, რომ ერთ-ორ კვი­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, უფრო გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი ფი­ზი­კუ­რად არ არის, რაც პა­ნი­კამ გა­მო­იწ­ვია. ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ნი­კას არი­ან აყო­ლი­ლი და ჰგო­ნი­ათ, რომ სუნ­თქვა აღარ ყოფ­ნით, იკა­ვე­ბენ სა­წო­ლებს და ჟანგბა­დის აპა­რა­ტებს. მათ გამო, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იღე­ბენ დახ­მა­რე­ბას, ვი­საც მარ­თლა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ჟანგბა­დის და სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რომ იყოს, ამ­ხე­ლა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არ იქ­ნე­ბო­და.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში დგა­ნან და უსას­ყიდ­ლოდ ავ­სე­ბენ ჟანგბა­დის ბა­ლო­ნებს, ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა. თუ ოჯახს ვირუ­სი აქვს, მი­დი­ან და საკ­ვებს კა­რებ­თან უტო­ვე­ბენ. არა­ნა­ი­რი გა­ჭირ­ვე­ბა არ არის ქვე­ყა­ნა­ში, თუ ვირუსს არ ჩავ­თვლით. ინ­დო­ეთ­ში ახალ შტამ­ზე არ ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას, არ აღიქ­ვა­მენ რომ უფრო სა­ში­ში ვირუ­სია, ეს სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ის­მის ჩვენ მი­მართ." - ყვე­ბა თა­მა­რა ლა­შა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gg
0

აქაც ესე იყო ზუსტად ნოემბერ დეკემბერში, გადავსწბული იყო დაპანიკებული ხალხით საავადმყოფოები და ვიდაც მართლა უჭირდა ის ვერ მიყავდათ თუ ვინმე პატრონი არ გამოუჩნდებოდა...

ანი
1

ესე იგი მიზანი მიღწეულია! 

პანიკა არის მკვლელი!

ავტორი:

"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

მეხუთე დღეა ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. დელიში, სადაც 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, საავადმყოფოები სრულად არის გადავსებული და ახალი პაციენტების მიღებას ვერ ახერხებენ. გადავსებულია ქუჩებში მოწყობილი სამედიცინო პუნქტებიც. ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "აქტუალური თემაში" დელიში მცხოვრები ქართველი თამარა ლაშაური, ინდოეთში არსებულ კოვიდ კრიზისზე ჰყვება:

"იმხელა ქვეყნისთვის, როგორიც ინდოეთია, მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ არა საგანგაშო. როგორც კი კორონავირუსი გავრცელდა, მალევე მთლიანად ჩაკეტეს ინდოეთი. თავიდან სიმკაცრე იყო, გარეთ მხოლოდ საჭირო ნივთების შესაძენად, დღის რაღაც მონაკვეთში გადიოდა ხალხი, პოლიცია აჩერებდა, ხელკეტებსაც ურტყამდნენ.

მაშინ ამ ზომებმა დაიცვა ქვეყანა ამხელა უბედურებისგან. რადგან ქვეყანამ ერთ წელზე მეტ ხანს შეინარჩუნა დაბალი მაჩვენებელი, ხალხმა დაივიწყა ვირუსის არსებობა, ტაძრებში, გასართობ ადგილებშიც დადიოდნენ, დღესასწაულებსაც აღნიშნავდნენ და მაშინ როდესაც მშვიდი მდგომარეობა იყო, უცებ მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე აკრძალულია გადაადგილება, მაგრამ ხალხი მაინც მოძრაობს, პოლიცია აკვირდება, რომ ბევრი ადამიანი არ იყოს ერთად შეკრებილი, სხვა შეზღუდვა არ არის. უამრავი ადამიანი დაინფიცირდა, საავადმყოფოებში ადგილი არ არის, მაგრამ მოსახლეობა მაინც პოზიტიურად არის განწყობილი და იმედი აქვთ, რომ ერთ-ორ კვირაში ყველაფერი ჩაივლის.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, უფრო გამოწვეულია იმით, რომ საავადმყოფოებში ადგილი ფიზიკურად არ არის, რაც პანიკამ გამოიწვია. ჯანმრთელი ადამიანები პანიკას არიან აყოლილი და ჰგონიათ, რომ სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებს და ჟანგბადის აპარატებს. მათ გამო, ისეთი ადამიანები ვერ იღებენ დახმარებას, ვისაც მართლა ესაჭიროება. ჟანგბადის და საწოლების რაოდენობა რომ იყოს, ამხელა სიკვდილიანობა არ იქნებოდა.

არიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან და უსასყიდლოდ ავსებენ ჟანგბადის ბალონებს, ხალხი ერთმანეთს ეხმარება. თუ ოჯახს ვირუსი აქვს, მიდიან და საკვებს კარებთან უტოვებენ. არანაირი გაჭირვება არ არის ქვეყანაში, თუ ვირუსს არ ჩავთვლით. ინდოეთში ახალ შტამზე არ ამახვილებენ ყურადღებას, არ აღიქვამენ რომ უფრო საშიში ვირუსია, ეს სხვა ქვეყნებიდან ისმის ჩვენ მიმართ." - ყვება თამარა ლაშაური.

"დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია - არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს" - ექიმები "ინდურ შტამზე"

იწვევს თუ არა "ინდური შტამი" მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი

რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს