საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე - ჩემი რძალი... ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს" - კასპში მოკლული ახალგაზრდის დედა
"მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე - ჩემი რძალი... ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს" - კასპში მოკლული ახალგაზრდის დედა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კას­პში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.ჩ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. მა­ნამ­დე ამ საქ­მე­ზე ერთი პირი უკვე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ჩემი შვი­ლი მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს არ მო­უკ­ლავს, მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და მისი მე­უღ­ლეც - ჩემი რძა­ლი, რო­მე­ლიც ახლა და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მუხ­ლით", - ამის შე­სა­ხებ კას­პში მოკ­ლუ­ლი ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის დე­დამ, ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და. რაზ­მა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის შვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა ჯერ სახ­ლში გან­ხორ­ცი­ელ­და, შემ­დეგ კი იგი სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მოკ­ლეს.

"ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თხოვ­დით გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვას და მის და­კა­ვე­ბას, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, რომ ჩემი შვი­ლის ცოლი მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა, უფრო მე­ტიც, მას მეტი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მკვლე­ლო­ბა­ში. ჯერ სახ­ლში გა­თი­შეს ჩემი შვი­ლი, მერე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნით სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც მოკ­ლეს", - აცხა­დებს ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, 14 მარტს, კას­პში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, კი­დევ ერთი პირი - 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.ჩ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დღეს და­ა­კა­ვეს.და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლეა, მას ბრა­ლი სსკ-ის 375-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას გუ­ლის­ხმობს.

და­კა­ვე­ბულს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის წი­ნას­წარ შე­უ­პი­რებ­ლად და­ფარ­ვა ედე­ბა ბრა­ლად. და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.კას­პის სა­საფ­ლა­ო­ზე 40 წლამ­დე მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი 14 მარტს იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.კ., რო­მელ­მაც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 მარტს, კას­პში, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ღ.-ს, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Viziareb mwuxarebas
0

Gulit gisamdzimrebt qalbatono 

Mezobeli
1

 

Dzaan cudi ambavi moxda

Nodaris ambavsac dzaan ganvicdi 

Z.K -c dadebiti axalgazrdaa 

Da ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე - ჩემი რძალი... ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს" - კასპში მოკლული ახალგაზრდის დედა

"მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე - ჩემი რძალი... ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს" - კასპში მოკლული ახალგაზრდის დედა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მანამდე ამ საქმეზე ერთი პირი უკვე იყო დაკავებული.

"ჩემი შვილი მხოლოდ ერთ ადამიანს არ მოუკლავს, მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლეც - ჩემი რძალი, რომელიც ახლა დააკავეს და ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვის მუხლით", - ამის შესახებ კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძემ განაცხადა. რაზმაძის ინფორმაციით, მის შვილზე ფიზიკური ზეწოლა ჯერ სახლში განხორციელდა, შემდეგ კი იგი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში და მოკლეს.

"ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვდით გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მის დაკავებას, ძალიან კარგია, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გამოიკვეთება, რომ ჩემი შვილის ცოლი მკვლელობის თანამონაწილეა, უფრო მეტიც, მას მეტი წვლილი მიუძღვის მკვლელობაში. ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს", - აცხადებს ხათუნა რაზმაძე.

შეგახსენებთ, 14 მარტს, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კიდევ ერთი პირი - 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს.დაკავებული ქალი მოკლულის მეუღლეა, მას ბრალი სსკ-ის 375-ე მუხლით წარედგინა, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

დაკავებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.კასპის სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი 14 მარტს იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე, უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში

ბათუმში "ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

"სამართალდამცავები ამცირებდნენ, ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო..." - რას ყვება ადვოკატი გუმათში დაკავებულების შესახებ