თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს იხსენებს. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ წარსულისკენ თითის გაშვერის დრო დასრულდა.
"ტრაგედიები ერთმანეთს არ დარდება - არც სახელმწიფოს სახელით ჩადენილ დანაშაულს აქვს ახსნა და გამართლება.
- პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და ყველას ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად უნდა მოეთხოვოს.
- მჯერა, იმ ადამიანების ნაწილი მაინც რომელიც დღეს ამბობს, ჯალათებს ამნისტია არ უნდა შეეხოს - გულწრფელია ემოციებშიც და განზრახულობაშიც.
- მათ შორის, წარმოიდგინეთ და 26 მაისს ორი მიცვალებულის დამტოვებლების დღევანდელი წუხილის გულწრფელობისაც კი მჯერა...
- მაგრამ - აი, ეს "მაგრამ" - სულ იქნება. მგონი საკმარისია გაშვერილი თითი, 26 მაისს ფარდულზე ორი მიცვალებულის დამტოვებელი დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების და გულმხურვალე "ნაცებისგან!
- საკმარისია!
- ძალიან შორს წახვედით უკვე! ძალიან ზედმეტებში! და თან ისე რომ ისევ იქ ხართ, 0 მცდელობა იპოვოთ გამოსავალი, ყველა მცდელობა თითგაშვერილებმა სხვებს ლაფი ასხათ!
- გამოსავალი ეძებეთ, თორემ თქვენც მოგტეხენ მაგ თითს და არც ამ ქვეყანას უჩანს შანსი უკეთესობის - როგორ არ დაგღალათ ამ ფსევდო გმირობანამ და თითის შვერამ", - წერს ხიდაშელი.