საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სამხედრო მანქანები საპატრიარქოდან რეგიონებში პროდუქტების გასაგზავნად გამოიყენეს.
დეკანოზი "ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ საპატრიარქოში სამხედრო მანქანები შედიან.
როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, საპატრიარქოს ეზოში სამხედრო მანქანები მხოლოდ პროდუქტების ასაღებად შევიდნენ.
"ჟურნალისტები მწერენ ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები“, - წერს ჯაღმაიძე.