ავტორი:

"ვერ გამოეტია ციხის კარიდან... მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება" - ირაკლი კობახიძე

"ვერ გამოეტია ციხის კარიდან... მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია ციხიდან გამოვიდეს, თუმცა, ის "ვერ გამოეტია ციხის კარებიდან“.

"მუდმივად გვესმის საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, ორივე შემთხვევში ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს, ან არ მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს შესაძლებლობაც ასახულია ამნისტიის შესახებ კანონში.

თუ მელია არ დაეთანხმება შესაბამის გირაოს, ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ხოლო მას შეუძლია შემოვიდეს და შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ თუ ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება მათი მხრიდან შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იმ დოკუმენტზე, რასაც ხელი ორივე მხარემ მოაწერა.

"სასწრაფოდ შემოვიდნენ, გვაკლია, გვენატრება" - იაგო ხვიჩია "ნაცმოძრაობაზე"

"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე