„მიწისქვეშა რკინიგზა“ ახალი სერიალია, რომელსაც მაყურებელი მთელს მსოფლიოში, მოუთმენლად ელოდა. კოლსონ უაითჰედის ბესტსელერი რომანის ეკრანიზაციას სულ მალე, 2021 წლის 14 მაისიდან ვიხილავთ.
მე-19 საუკუნის შუა რიცხვებში, სამხრეთ შტატებში, სადაც შავკანიანი მონები საშინელ ტანჯვაში ცხოვრობენ, კორა - ჩვეულებრივი აფროამერიკელი ქალი გადაწყვეტს, ბამბის პლანტაციებიდან სასტიკ მეპატრონეებს გაექცეს, რომელთაც მონების დასჯის პროცესი სანახაობად აქციეს და მათი ტანჯვისაგან სიამოვნებას იღებენ. თავისუფლებისკენ მიმავალი გზა მიწისქვეშა რკინიგზაზე გადის, რომლითაც ძველად, მონები სამხრეთ შტატებიდან - ჩრდილოეთის შტატებსა და კანადაში გარბოდნენ.
ახალგაზრდა ქალი თავგანწირვით ცდილობს, თავი დააღწიოს მონობასა და დამცირებას. რისთვისაც მრავალი სასტიკი განსაცდელის გადალახვა უწევს...
უაითჰედის ეს რომანი New York Times-მა ნომერ პირველ ბესტსელერად დაასახელა. წიგნმა 2016 წელს აშშ-ს ნაციონალური წიგნის პრემია, არტურ კლარკის პრემია და 2017 წელს პულიცერის პრემია აიღო.
წიგნს უდიდესი ამერიკული რომანების ისტორიაში შესვლას უწინასწარმეტყველებენ. რომანი გვახსენებს იმას, თუ რას აკეთებს კარგი ლიტერატურა - გვიხელს თვალებს და თანაგრძნობას გვაიძულებს.
ასე ახასიათებენ რომანს ცნობილი გამოცემები.
უაითჰედის წიგნში აღწერილი მიწისქვეშა რკინიგზა ნამდვილად არსებობს. მისი თითოეული სადგური, ყოველი შტატი იმდენად განსხვავებულია, უამრავი ხიფათით, საშინელებითა და სილამაზითაა სავსე, რომ მთელი ამბავი ერთი მხრივ, გალაქტიკათაშორის ოდისეას წააგავს. ფილმის სიუჟეტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტ ადამიანებს შეეძლოთ კაცობრიობის ისტორიიდან დასკვნების გამოტანა და წინაპრებისა და ბებია-ბაბუების შეცდომებზე სწავლა.
„მიწისქვეშა რკინიგზა“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პროექტ „ლიტერე-ინვენტეს“ სერიაში გამოსცა. ისტორიული აღმოჩენების სერია 16 წიგნს მოიცავს:
ამ წიგნების ავტორთა ნაწილს უკვე კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. ეს წიგნები თანამედროვე კლასიკად ითვლება.
"ლიტერე ინვენტე" თანამედროვე ლიტერატურის გიდობას გაგიწევთ - აქ იპოვით სხვადასხვა ჟანრის და ეროვნების მწერლების იმ გამოცემებს, რომლებიც პირველად ითარგმნება ქართულ ენაზე და იქცევს არა მხოლოდ ქართველი გამომცემლის, არამედ ახალი მსოფლიო ლიტერატურული კრიტიკის ყურადღებას - აქვს მიღებული ბუკერის, პულიცერისა თუ სხვა პრემიები. ამ სერიაში საკუთარ წიგნს ყველა ის მკითხველი აღმოაჩენს, ვისთვისაც კითხვა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰობი.