სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ
5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

თუ გსურთ, და­ა­ვა­დე­ბებ­მა ხში­რად არ შე­გა­წუ­ხოთ, პირ­ველ რიგ­ში იმუ­ნი­ტე­ტი უნდა გა­იძ­ლი­ე­როთ. იმუ­ნი­ტეტ­ზე, ალ­ბათ, ბევ­რი რამ გსმე­ნი­ათ და ისიც იცით, რომ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტის­თვის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბია აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ახლა კი გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს იმუ­ნი­ტეტ­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე, ალ­ბათ, არ იცო­დით.

  • გა­ცი­ე­ბა ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი მუ­შა­ობს. ორ­გა­ნიზ­მის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ნი­შა­ნია, რომ იმუ­ნი­ტე­ტი შეჭ­რი­ლი მიკ­რო­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად ემ­ზა­დე­ბა და შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მში აღ­დგე­ნი­თი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა.
  • გა­ზა­ფხულ­და და ალერ­გი­ულ­მა რი­ნიტ­მა შე­გა­წუ­ხათ? ამა­ში დამ­ნა­შა­ვეც თქვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტია. კვე­ბი­თი ალერ­გი­ე­ბი, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია წამ­ლებ­ზე, ჭინჭრის ცი­ე­ბა, ას­თმა, დერ­მა­ტი­ტი, ეგ­ზე­მა – თი­თო­ე­უ­ლი ეს პრობ­ლე­მა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის არ­სა­წო­რი ფუნფცი­ო­ნი­რე­ბის შე­დე­გია.
  • ძი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბის გავ­ლე­ნა იმუ­ნი­ტეტ­ზე იმა­ზე ბევ­რად დი­დია, ვიდ­რე წარ­მო­გედ­გი­ნათ. უძი­ლო­ბა იმუ­ნი­ტე­ტის და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის უნარს საგ­რძნობ­ლად აქ­ვე­ი­თებს. ამ დროს ერთი ღა­მის უძი­ლო­ბა­საც კი აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. კვლე­ვე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი მათ­თვის ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია, ვი­საც 6 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი სძი­ნავს.
  • არ და­უ­ჯე­როთ „ხუ­თის წა­მის წესს“! – ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ია­ტაკ­ზე და­ვარ­დნი­ლი ნივ­თი სუფ­თაა, თუ მას 5 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აი­ღებთ. ეს მი­თია. ბაქ­ტე­რი­ე­ბი მას­ზე წა­მი­ე­რად გა­და­დი­ან და მისი ჭა­მით იმუ­ნურ სის­ტე­მა­სა და ორ­გა­ნიზმს საფრ­თხეს შე­უქ­მნით.
  • ალ­ბათ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ იმუ­ნი­ტი­ტი თქვენს გან­წყო­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვას­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. ამის შე­სა­ხებ კვლე­ვე­ბი University of Virginia School of Medicine–ში ჩა­ტარ­და. შე­დე­გად დად­გინ­და, რომ რაც უფრო ოპ­ტი­მის­ტი, მე­გობ­რუ­ლი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და პო­ზი­ტი­უ­რია ადა­მი­ა­ნი, მით უფრო ძლი­ე­რია მისი იმუ­ნი­ტე­ტის დამ­ცვე­ლო­ბი­თი უნა­რი.

იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზამ­თრი­სა და გა­ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­შია ხოლ­მე. თუმ­ცა უკა­ნას­კნე­ლი წელი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია კო­ვიდ პან­დე­მი­ის გამო და შე­სა­ბა­მი­სად, იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვა­საც აქ­ტუ­ა­ლო­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­უ­კარ­გავს. იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი ზო­გა­დი წე­სე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა იცის. ეს არის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მი, სა­თა­ნა­დო დას­ვე­ნე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, არას­ტრე­სუ­ლი გა­რე­მო. თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი ამ კრი­ტე­რი­უ­მით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ არის. ამი­ტომ ხში­რად ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა სხვა­დას­ხვა ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით თუ ვი­ტა­მი­ნი­თა და მი­ნე­რა­ლით უწევს. პე­რი­ო­დუ­ლად უწევთ სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბაც, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია, რომ სრუ­ლად ბუ­ნებ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის იყოს. ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბულ პრე­პა­რა­ტებს, რო­გორც წესი, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს ხოლ­მე. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი ბუ­ნებ­რი­ვი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლია: ექა­ნა­ცია, ნივ­რის აბე­ბი, ძირ­ტკბ­ლა. საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბებს შო­რის კი აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: C ვი­ტა­მი­ნი, A ვი­ტა­მი­ნი, D ვი­ტა­მი­ნე­ბი და ასე­ვე მი­ნე­რა­ლე­ბი: თუ­თია, სე­ლე­ნი, რკი­ნა...

ექი­ნა­ცია ტრა­დი­ცი­უ­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის სიმპტო­მე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ის იცავს უჯრე­დებს ვირუ­სე­ბის და ბაქ­ტე­რი­ე­ბის თავ­დას­ხმის­გან იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით. ექი­ნა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით ას­ტი­მუ­ლი­რებს ისეთ იმუ­ნურ უჯრე­დებს, რო­გო­რი­ცაა T-ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან პა­თო­გე­ნებს და ტოქ­სი­ნებს. ექი­ნა­ცია კარ­გად მოქ­მე­დებს ყე­ლის ტკი­ვილ­ზე, ცხვირ-ხა­ხის ან­თე­ბის დროს.

ნივ­რის აბე­ბი აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს და ადა­მი­ანს გა­ცი­ე­ბის, სურ­დოს და ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ის ხსნის ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის შე­შუ­პე­ბას და ეფექ­ტუ­რია სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­ის ასა­ცი­ლებ­ლად. ნივ­რის აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა ალი­ცი­ნი, რო­მე­ლიც ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

ძირ­ტკბი­ლას აბე­ბის აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია გლი­ცი­რი­ზი­ნი და ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბიპ­რე­პა­რა­ტი. აბე­ბი ხა­სი­ათ­დე­ბა ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბით. ძირ­ტკბი­ლას ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გლი­ცი­რი­ზი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას­თან, რო­მე­ლიც ას­ტი­მუ­ლი­რებს ტრა­ქე­ი­სა და ბრონ­ქე­ბის ეპი­თე­ლი­უ­მის აქ­ტი­ვო­ბას, აძ­ლი­ე­რებს ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის სეკ­რე­ტო­რულ ფუნ­ქცი­ას. ან­ტი­ვირუ­სუ­ლი ეფექ­ტით ხელს უშ­ლის გრი­პი­სა და ჰერ­პე­სის ვირუ­სის გან­ვი­თა­რე­ბას.

ზე­თის­ხი­ლის ფოთ­ლე­ბის ექ­სტრაქ­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მა­ლებ­ლად. ის ეფექ­ტუ­რია გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბის და­საძ­ლე­ვად, ყე­ლის ტკი­ვი­ლის, გა­ცი­ე­ბის და ხვე­ლის დროს. ზე­თის­ხი­ლის ფოთ­ლე­ბის ექ­სტრაქ­ტი ხა­სი­ათ­დე­ბა ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბით და ვი­ტა­მინ C-ზე 5-ჯერ უფრო ძლი­ე­რი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია.

Sambucol–ის ფორ­მუ­ლა იმუ­ნო ფორ­ტე შავი ან­წლის ექ­სტრაქ­ტით შე­ი­ცავს ფლა­ვო­ნო­ი­დებს (ბუ­ნებ­რივ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს), რომ­ლე­ბიც ვი­ტი­მი­ნი C-ს, თუ­თი­ის და პრო­პი­ლი­სის და­მა­ტე­ბით ჯან­მრთე­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. Sambucol იმუ­ნო ფორ­ტე შე­ი­ცავს ინ­გრე­დი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დამ­ხმა­რე ძა­ლას, რათა ჯან­მრთე­ლად იყოთ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. გემ­რი­ელ სა­ღეჭ აბებს არ აქვს და­მა­ტე­ბუ­ლი ლი­დო­კა­ი­ნი, პა­რა­ცე­ტა­მო­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ღე­ბა­ვე­ბი და არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბი. არ აძი­ნებს, არ შე­ი­ცავს გლუ­ტენს და ალ­კოჰოლს.

Holland & Barrett ფუტკრის დინდგე­ლის (პრო­პო­ლი­სის) კაფ­სუ­ლე­ბი – ფუტ­კა­რი არა მხო­ლოდ თაფლს აწარ­მო­ებს, არა­მედ ბუ­ნებ­რივ ბი­ო­აქ­ტი­ურ საკ­ვებ და­ნა­მატს - პრო­პო­ლის­საც. პრო­პო­ლისს ფუტ­კა­რი აგ­რო­ვებს და გარ­დაქ­მნის ფოთ­ლე­ბის კოკ­რე­ბი­სა და ხის მერ­ქნის­გან. პრო­პო­ლი­სი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც სა­ფა­რი სკე­ბის აშე­ნე­ბი­სა და დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბის­თვის. სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით პრო­პო­ლი­სის გა­მო­ყე­ნე­ბა უძ­ვე­ლეს ეგ­ვიპ­ტე­ში და­ი­წყეს. ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­მა­ტია იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

ვი­ტა­მი­ნი C ხელს უწყობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ცი­ე­ბის დროს ის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მხარ­დამ­ჭე­რია. ვი­ტა­მი­ნი C სხვა­დას­ხვა ფორ­მი­თაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, მათ შო­რის, სტან­დარ­ტუ­ლი ვი­ტა­მი­ნი C, დრო­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნი C, ვი­ტა­მი­ნი C მჟა­ვას გა­რე­შე. მისი შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ტაბ­ლე­ტე­ბის, შუშ­ხუ­ნა აბე­ბის და ფხვნი­ლის სა­ხით. სტან­დარ­ტუ­ლი ვი­ტა­მი­ნი C ოდ­ნავ მჟა­ვეა და რო­გორც წყალ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნი, სხე­უ­ლი­დან გა­მო­ი­დევ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. დრო­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნი C სხე­ულ­ში ყოვ­ნდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვი­ტა­მი­ნი C მჟა­ვას გა­რე­შე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მგრძნო­ბი­ა­რე კუ­ჭის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

თი­თო­ე­უ­ლი ამ საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო თუ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის Holland and Barett-ის ფი­ლი­ა­ლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. კომ­პა­ნია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა, უკვე 150 წე­ლია და მომ­ხმა­რე­ბელს მრა­ვა­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი ფორ­მუ­ლე­ბის შე­ძე­ნა, ბრენ­დის სამ ფი­ლი­ალ­ში ან ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გახ­სოვ­დეთ, ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი ჯან­მრთე­ლი, ბედ­ნი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის სა­წინ­და­რია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

თუ გსურთ, დაავადებებმა ხშირად არ შეგაწუხოთ, პირველ რიგში იმუნიტეტი უნდა გაიძლიეროთ. იმუნიტეტზე, ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ და ისიც იცით, რომ ძლიერი იმუნიტეტისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვებია აუცილებელი. ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს იმუნიტეტზე, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდით.

  • გაციება ნიშნავს, რომ თქვენი იმუნიტეტი მუშაობს. ორგანიზმის მაღალი ტემპერატურა ნიშანია, რომ იმუნიტეტი შეჭრილი მიკრობის დასამარცხებლად ემზადება და შემდეგ ორგანიზმში აღდგენითი პროცესი დაიწყება.
  • გაზაფხულდა და ალერგიულმა რინიტმა შეგაწუხათ? ამაში დამნაშავეც თქვენი იმუნიტეტია. კვებითი ალერგიები, ალერგიული რეაქცია წამლებზე, ჭინჭრის ციება, ასთმა, დერმატიტი, ეგზემა – თითოეული ეს პრობლემა იმუნური სისტემის არსაწორი ფუნფციონირების შედეგია.
  • ძილის ხანგრძლივობის გავლენა იმუნიტეტზე იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე წარმოგედგინათ. უძილობა იმუნიტეტის დაავადებასთან ბრძოლის უნარს საგრძნობლად აქვეითებს. ამ დროს ერთი ღამის უძილობასაც კი აქვს მნიშვნელობა. კვლევებით არის დადასტურებული, რომ ვაქცინები მათთვის ნაკლებად ეფექტურია, ვისაც 6 საათზე ნაკლები სძინავს.
  • არ დაუჯეროთ „ხუთის წამის წესს“! – ხშირად ამბობენ, რომ იატაკზე დავარდნილი ნივთი სუფთაა, თუ მას 5 წამის განმავლობაში აიღებთ. ეს მითია. ბაქტერიები მასზე წამიერად გადადიან და მისი ჭამით იმუნურ სისტემასა და ორგანიზმს საფრთხეს შეუქმნით.
  • ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ იმუნიტიტი თქვენს განწყობასა და სოციალურ ქცევასთან მჭიდრო კავშირშია. ამის შესახებ კვლევები University of Virginia School of Medicine–ში ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ რაც უფრო ოპტიმისტი, მეგობრული, კეთილგანწყობილი და პოზიტიურია ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი იმუნიტეტის დამცველობითი უნარი.

იმუნიტეტის გაძლიერება უფრო აქტუალური ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდშია ხოლმე. თუმცა უკანასკნელი წელი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულია კოვიდ პანდემიის გამო და შესაბამისად, იმუნიტეტზე ზრუნვასაც აქტუალობა მთელი წლის განმავლობაში არ დაუკარგავს. იმუნიტეტის გასაძლიერებელი ზოგადი წესების შესახებ ბევრმა იცის. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოწესრიგებული კვების რეჟიმი, სათანადო დასვენება, ფიზიკური აქტივობა, არასტრესული გარემო. თუმცა თითოეული ამ კრიტერიუმით უზრუნველყოფილ გარემოში ცხოვრება მარტივი არ არის. ამიტომ ხშირად ადამიანებს იმუნიტეტის გაძლიერება სხვადასხვა ბუნებრივი საშუალებით თუ ვიტამინითა და მინერალით უწევს. პერიოდულად უწევთ სამკურნალო პრეპარატების მიღებაც, რომელიც სასურველია, რომ სრულად ბუნებრივი შემადგენლობის იყოს. ქიმიური დანამატებით დამზადებულ პრეპარატებს, როგორც წესი, გვერდითი მოვლენები აქვს ხოლმე. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიდან გამორჩეულია: ექანაცია, ნივრის აბები, ძირტკბლა. საპროფილაქტიკო საშუალებებს შორის კი აღსანიშნავია: C ვიტამინი, A ვიტამინი, D ვიტამინები და ასევე მინერალები: თუთია, სელენი, რკინა...

ექინაცია ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ადამიანს გაციებისა და გრიპის სიმპტომებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ის იცავს უჯრედებს ვირუსების და ბაქტერიების თავდასხმისგან იმუნური სისტემის გააქტიურებით. ექინაცია განსაკუთრებით ასტიმულირებს ისეთ იმუნურ უჯრედებს, როგორიცაა T-ლიმფოციტები, რომლებიც ებრძვიან პათოგენებს და ტოქსინებს. ექინაცია კარგად მოქმედებს ყელის ტკივილზე, ცხვირ-ხახის ანთების დროს.

ნივრის აბები აძლიერებს იმუნიტეტს და ადამიანს გაციების, სურდოს და ჰაერწვეთოვანი ინფექციების თავიდან აცილებაში ეხმარება. ის ხსნის ზედა სასუნთქი გზების შეშუპებას და ეფექტურია სეზონური ალერგიის ასაცილებლად. ნივრის აქტიური ნივთიერებაა ალიცინი, რომელიც ანტიკოაგულანტური თვისებებით ხასიათდება.

ძირტკბილას აბების აქტიური ნივთიერებებია გლიცირიზინი და ფლავონოიდებიპრეპარატი. აბები ხასიათდება ამოსახველებელი, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული თვისებებით. ძირტკბილას ამოსახველებელი მოქმედება დაკავშირებულია გლიცირიზინის შემცველობასთან, რომელიც ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორულ ფუნქციას. ანტივირუსული ეფექტით ხელს უშლის გრიპისა და ჰერპესის ვირუსის განვითარებას.

ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი გამოიყენება იმუნიტეტის ასამალებლად. ის ეფექტურია გაციების სიმპტომების დასაძლევად, ყელის ტკივილის, გაციების და ხველის დროს. ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით და ვიტამინ C-ზე 5-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია.

Sambucol–ის ფორმულა იმუნო ფორტე შავი ანწლის ექსტრაქტით შეიცავს ფლავონოიდებს (ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს), რომლებიც ვიტიმინი C-ს, თუთიის და პროპილისის დამატებით ჯანმრთელი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. Sambucol იმუნო ფორტე შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ქმნიან იმუნური სისტემის დამხმარე ძალას, რათა ჯანმრთელად იყოთ მთელი წლის განმავლობაში. გემრიელ საღეჭ აბებს არ აქვს დამატებული ლიდოკაინი, პარაცეტამოლი, ხელოვნური საღებავები და არომატიზატორები. არ აძინებს, არ შეიცავს გლუტენს და ალკოჰოლს.

Holland & Barrett ფუტკრის დინდგელის (პროპოლისის) კაფსულები – ფუტკარი არა მხოლოდ თაფლს აწარმოებს, არამედ ბუნებრივ ბიოაქტიურ საკვებ დანამატს - პროპოლისსაც. პროპოლისს ფუტკარი აგროვებს და გარდაქმნის ფოთლების კოკრებისა და ხის მერქნისგან. პროპოლისი გამოიყენება, როგორც საფარი სკების აშენებისა და დეზინფიცირებისთვის. სამკურნალო მიზნით პროპოლისის გამოყენება უძველეს ეგვიპტეში დაიწყეს. ის მნიშვნელოვანი დანამატია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, შესაბამისად, გაციების დროს ის იმუნური სისტემის მხარდამჭერია. ვიტამინი C სხვადასხვა ფორმითაა ხელმისაწვდომი, მათ შორის, სტანდარტული ვიტამინი C, დროში ხსნადი ვიტამინი C, ვიტამინი C მჟავას გარეშე. მისი შეძენა შეგიძლიათ ტაბლეტების, შუშხუნა აბების და ფხვნილის სახით. სტანდარტული ვიტამინი C ოდნავ მჟავეა და როგორც წყალში ხსნადი ვიტამინი, სხეულიდან გამოიდევნება დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. დროში ხსნადი ვიტამინი C სხეულში ყოვნდება დაახლოებით 10 საათის განმავლობაში. ვიტამინი C მჟავას გარეშე რეკომენდებულია მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებისთვის.

თითოეული ამ საპროფილაქტიკო თუ სამკურნალო საშუალების შეძენა ბრიტანული ბრენდის Holland and Barett-ის ფილიალებშია შესაძლებელი. კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ეწევა, უკვე 150 წელია და მომხმარებელს მრავალი დასახელების ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქტს სთავაზობს. საქართველოში აღნიშნული პროდუქციის, ასევე სპეციალურად იმუნიტეტის გასაძლიერებელი ფორმულების შეძენა, ბრენდის სამ ფილიალში ან ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

გახსოვდეთ, ძლიერი იმუნიტეტი ჯანმრთელი, ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.

ბალანსის დარღვევა, წელის ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი - რა არის აკვა თერაპია, რომელიც ამ და სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა ლამაზად და სად ვიყიდოთ ყველაზე დაბალ ფასად სააღდგომო ნივთები

Neo QLED - კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან