მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO), მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ თავი შე­ი­კა­ვონ ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სა­გან ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და ხორ­ცის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"აღ­დგო­მის დღე­ებ­ში იმა­ტებს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა. გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის ფონ­ზე, ხში­რად ხორ­ცის რე­ა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო გა­რე­მო­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვი­სა და რე­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი. ასე­ვე, უც­ნო­ბია ხორ­ცის წარ­მო­მავ­ლო­ბა და სა­ქონ­ლის დაკ­ვლის ად­გი­ლი.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO), მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ თავი შე­ი­კა­ვონ ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სა­გან ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და ხორ­ცის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი.

ხორ­ცის შე­ძე­ნი­სას მომ­ხმა­რე­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს სურ­სა­თის ეტი­კეტს, რო­მე­ლიც სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექტს, გა­მოკ­რუ­ლი უნდა ქონ­დეს, მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე.

გა­სა­ყი­დი ხორ­ცის ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია:

ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა (სა­დაც მდე­ბა­რე­ობს სა­საკ­ლაო), სა­საკ­ლა­ოს აღი­ა­რე­ბის ან პი­რო­ბი­თი აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი (სა­დაც და­იკ­ლა ცხო­ვე­ლი); ასე­ვე, ხორ­ცის დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი და სა­ა­თი;

თუ ხორ­ცი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის­გან („წარ­მო­შო­ბა − სა­ქარ­თვე­ლო“), ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს - ცხო­ვე­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ყუ­რე ნიშ­ნის ნო­მე­რი;

თუ ხორ­ცი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა;

ხორ­ცი უნდა ინა­ხე­ბო­დეს სუფ­თა, და­ხუ­რულ მა­ცი­ვარ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია +20C-დან +60C გრა­დუ­სამ­დე, ხოლო, შე­ნახ­ვის ვა­დაა 48 სა­ა­თი.

სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ცი (სა­ქო­ნე­ლი, ცხვა­რი, ღორი, თხა, ფრინ­ვე­ლი) მა­ცი­ვარ­ში გან­ცალ­კე­ვე­ბით უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, ცალ-ცალ­კე უნდა გან­თავ­სდეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან (ბრა­ზი­ლია, უკ­რა­ი­ნა და სხვა) იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ციც.

FAO და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­ვაჭ­რო ად­გი­ლებ­ში ხორ­ცი­სა და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი სურ­სა­თის ფასი, შე­საძ­ლოა, მცი­რე­დით გან­სხვავ­დე­ბო­დეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ებ­ში და ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბის­გან, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას ახ­სოვ­დეს, რომ ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე დაკ­ლუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ხორ­ცი­სა და ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის­გან (რძე, ყვე­ლი, თევ­ზი და ა. შ) ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბის რის­კი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის­გან ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

გა­უფრ­თხილ­დით თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას გთხოვთ, დარ­ე­კოთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე: 15 01“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

+20---+60???

აკა-კა
0

ყოჩაღ, ყოჩაღ! მუშაობს ხალხი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"აღდგომის დღეებში იმატებს ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რელიზაციის პირობები. ასევე, უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.

ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სურსათის ეტიკეტს, რომელიც სარეალიზაციო ობიექტს, გამოკრული უნდა ქონდეს, მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე, ხორცის დამზადების თარიღი და საათი;

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს - ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია +20C-დან +60C გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული სურსათის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.

გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იგეგმება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევა - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

"ვაქცინირებული ადამიანები ვირუსს სხვაზე ნაკლებად გადასცემენ" -  იმედისმომცემი კვლევა, რომელმაც კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს

რა სურს სტუდენტს უმაღლესი სასწავლებლისგან