მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ შორის ერთი საწოლი იდგა, სადაც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები" - რას წერს ენათმეცნიერი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად რეანიმაციაში იწვა
"ჩვენ შორის ერთი საწოლი იდგა, სადაც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები" - რას წერს ენათმეცნიერი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად რეანიმაციაში იწვა

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი კახი კავ­სა­ძე 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა 2020 წლის 28 ნო­ემ­ბე­რის შემ­დეგ გარ­თულ­და, რო­დე­საც COVID-19 და­უ­დას­ტურ­და. მა­შინ კავ­სა­ძე თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

იმ დროს ამა­ვე კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და ენათ­მეც­ნი­ე­რი მა­რინ ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მსა­ხი­ობ­თან ერ­თად, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბის შე­სა­ხებ წერს.

"ბა­ტო­ნო კახი!

ასე მგო­ნია, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში კი არა, დე­დის მუ­ცელ­ში ვი­ყა­ვით ერ­თად. სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის დიდ­მა სა­ი­დუმ­ლომ გა­გა­ვა­ერ­თი­ა­ნა. თქვენ ჩემ­ზე ადრე წახ­ვე­დით სა­ა­ვად­მყო­ფო­დან. მე თქვენ­ზე გვი­ან წა­მო­ვალ აქე­დან. თუმ­ცა იქ ყოფ­ნის გა­ყი­ნულ დღე­ებს ვე­რა­ვინ წაგ­ვარ­თმევს და იმ სა­ი­დუმ­ლო­საც, ერთ დღეს უჩ­ვე­უ­ლოდ მკა­ფი­ოდ რომ "გა­მან­დეთ", თან წა­მო­ვი­ღებ....

ოდეს­მე თუ შევ­ძე­ლი და დავ­წე­რე იმ ჯო­ჯო­ხეთ­ზე, იმ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდსაც გა­ვიხ­სე­ნებ, თქვენ­გან სევ­დი­ან სი­ხა­რუ­ლე­ბად რომ დამ­რჩა.რის­თვის უნ­დო­და უფალს ეს შეხ­ვედ­რა - არ­ტის­ტი­სა და მა­ყუ­რებ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თუ­ლი ეს ბოლო სპექ­ტაკ­ლი, რე­ა­ნი­მა­ცი­ის რამ­პე­ბის შუქ­ზე და "სა­პი­ო­რი" აპა­რა­ტუ­რის აკომ­პა­ნი­მენ­ტით.... ჩვენ შო­რის ერთი ავად­მყო­ფი იწვა.

უფრო სწო­რად, ერთი სა­წო­ლი იდგა, რო­მელ­ზეც სა­ში­ნე­ლი სის­წრა­ფით იც­ვლე­ბოდ­ნენ ავად­მყო­ფე­ბი. და ჩვენ, ცო­ცხლე­ბი, როლ­და­ვი­წყე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი­ვით შევ­ყუ­რებ­დით ერ­თმა­ნეთს და ჩვენს რიგს ვე­ლო­დით...... ნა­თელ­ში იყა­ვით!" - წერს ბე­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
1

ეეჰ, კიდევ ერთი დიდი ბუნების ქართველი წავიდა... ნათელში მისი სული ... 

ლელა
0

რა საოცრად კარგი ადამიანები წავიდნენ:((( ნათელი დაადგეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენ შორის ერთი საწოლი იდგა, სადაც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები" - რას წერს ენათმეცნიერი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად რეანიმაციაში იწვა

"ჩვენ შორის ერთი საწოლი იდგა, სადაც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები" - რას წერს ენათმეცნიერი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად რეანიმაციაში იწვა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიბის მდგომარეობა 2020 წლის 28 ნოემბერის შემდეგ გართულდა, როდესაც COVID-19 დაუდასტურდა. მაშინ კავსაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

იმ დროს ამავე კლინიკაში მკურნალობას გადიოდა ენათმეცნიერი მარინ ბერიძე, რომელიც ასევე კორონავირუსით იყო ინფიცირებული. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსახიობთან ერთად, რეანიმაციაში გატარებული დღეების შესახებ წერს.

"ბატონო კახი!

ასე მგონია, რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ვიყავით ერთად. სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ გაგავაერთიანა. თქვენ ჩემზე ადრე წახვედით საავადმყოფოდან. მე თქვენზე გვიან წამოვალ აქედან. თუმცა იქ ყოფნის გაყინულ დღეებს ვერავინ წაგვართმევს და იმ საიდუმლოსაც, ერთ დღეს უჩვეულოდ მკაფიოდ რომ "გამანდეთ", თან წამოვიღებ....

ოდესმე თუ შევძელი და დავწერე იმ ჯოჯოხეთზე, იმ რამდენიმე ეპიზოდსაც გავიხსენებ, თქვენგან სევდიან სიხარულებად რომ დამრჩა.რისთვის უნდოდა უფალს ეს შეხვედრა - არტისტისა და მაყურებლის მონაწილეობით გამართული ეს ბოლო სპექტაკლი, რეანიმაციის რამპების შუქზე და "საპიორი" აპარატურის აკომპანიმენტით.... ჩვენ შორის ერთი ავადმყოფი იწვა.

უფრო სწორად, ერთი საწოლი იდგა, რომელზეც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები. და ჩვენ, ცოცხლები, როლდავიწყებული არტისტებივით შევყურებდით ერთმანეთს და ჩვენს რიგს ველოდით...... ნათელში იყავით!" - წერს ბერიძე.

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა

"საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები... გავიკეთე ოპერაცია" - რას წერს ნინო ლომჯარია

"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა