საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი" - გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა
"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი" - გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

"მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერ­თმა მე­წი­ლემ, გი­ორ­გი რუ­რუ­ამ სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. ის გლ­და­ნის მე-8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

"წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ტყუ­ი­ლად გა­ვა­ტა­რე ცი­ხე­ში. რა­ტომ - არ ვიცი, ტყუ­ი­ლი ბრალ­დე­ბით და ეს დამ­ტკიც­და და ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია - ნიშ­ნის­მო­გე­ბას აღარ ვა­პი­რებ, წინ გა­ვი­ხე­დოთ და ვი­მუ­შა­ოთ, რომ ქვე­ყა­ნა ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ.

მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ოპო­ზი­ცი­ას, რა­საც აკე­თებს. მე მათი მჯე­რა და მწამს და ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი რუ­რუ­ამ, რო­მელ­მაც მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ასე­ვე უცხო­ელ პარტნი­ო­რებს, ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატს, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს და ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

გი­ორ­გი რუ­რუ­ას პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მე­დი­ა­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბის აქტს ხელი დღეს მო­ა­წე­რა.

"მი­ვე­სალ­მე­ბი შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის შეს­რუ­ლე­ბას! ჩემი მხრივ შე­ვას­რუ­ლე ჩემი სი­ტყვა და ხელი მო­ვა­წე­რე შე­წყა­ლე­ბის აქტს!

ვუ­ლო­ცავ კახა კუ­ჭა­ვას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვას! ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა დე­პუ­ტატს, ვინც დღეს პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა ხალ­ხის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტი და შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში!

ყვე­ლას გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას!", - და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, “მთა­ვა­რი არ­ხის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მე­წი­ლე გი­ორ­გი რუ­რუა,2019 წლის 18 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით წა­უ­ყე­ნეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

2020 წლის 30 ივ­ლისს კი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რუ­რუა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნაშ­ვედ ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 4 წლის ვა­დით შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
210

შენის ვიყო კონპენსაციას მოვითხოვდი.პრეზიდენტი გადაგიხდიდა ან ევროსაბჭო.მოითხოვე რა გთხოვ ნამდვილად გეკუთვნის.წელიწად ნახევარში რამდენს გაამწარებდი..დაგაკარგვინეს დრო.

I
299

თორაძეების მკვლელი ისევ გარეთაა,დიდი ვერაფერი ნუგეშია ეგ ჟორიკ ადრე თუ გვიან გაგძვრება პაკრეშკა ;)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი" - გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი" - გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

"მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.

"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. რატომ - არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია - ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი რურუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ასევე უცხოელ პარტნიორებს, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო სექტორს და ქართველ ჟურნალისტებს.

გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!

ყველას გისურვებთ წარმატებას!", - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა,2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.

ბინა თბილისში, ძმისგან მიღებული 3 ათასი ლარი... - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული კახა კუჭავა?

"უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა "ლაგერებიდან" 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს - ნიკა გელოდებით" - რურუა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა