მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
წავიდა თავის საყვარელ ბელასთან.მსუბუქი იყოს ქართული მიწა კახი კავსაძისთვის. ღირსეული ქართველი და დიდი არტისტი.
მწარეა წუთისოფელი ! ქვეყანას მისი ერთ-ერთი საამაყო და სასიქადულო შვილი ტოვებს და იმავე დღეს, ქვეყნის ერთ-ერთი უბოროტესი ორფეხა რეგვენი, ციხეს ტოვებს და თბილისის "ელიტსაზოგადოებას" უბრუნდება !