პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათრგუნული მასპინძელი უცნაური შესახედია" - რა გავლენას ახდენს მკაცრი რეგულაციები ტურიზმზე და რა რჩევებს აძლევს აშშ-ში მომუშავე მკვლევარი საქართველოს?
"დათრგუნული მასპინძელი უცნაური შესახედია" - რა გავლენას ახდენს მკაცრი რეგულაციები ტურიზმზე და რა რჩევებს აძლევს აშშ-ში მომუშავე მკვლევარი საქართველოს?

პან­დე­მი­ამ რომ არ­ნა­ხუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა არა­ერთ სფე­როს, ამა­ზე დღეს აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნი კი ტუ­რიზმს მი­ად­გა. ეს სა­კი­თხი დღეს არა­ერ­თი ექ­სპერ­ტის გან­ხილ­ვის, მსჯე­ლო­ბის თუ კვლე­ვის თე­მაა. ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა დოქ­ტორ­მა, 22 აპ­რილს პო­ლო­ნურ ონ­ლა­ინ­ჟურ­ნალ­ში "პიარ გლო­ბა­ლი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია ტუ­რიზ­მის ზო­გად ტენ­დენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თა­მარ მეს­ხიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად აშშ-ში იმ­ყო­ფე­ბა და ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს იკ­ვლევს. თუ არ­სე­ბობს რა­ი­მე სტა­ტის­ტი­კა ან მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ რა მას­შტა­ბის ზი­ა­ნი მი­ად­გა ტუ­რიზ­მის სფე­როს პან­დე­მი­ის გამო და რო­მელ ქვეყ­ნებ­ზეა მისი კვლე­ვე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ამა­ზე თა­მარ მეს­ხიშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს:

"ჩემი კვლე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად, მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, იტა­ლი­ის და აშშ-ის ტუ­რის­ტულ სექ­ტორ­ზე. უკვე 1 წელ­ზე მე­ტია, რაც ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბი უდი­დეს პრობ­ლე­მას ქმნის, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად აშშ-ზე ამ კუ­თხით აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის სტა­ტის­ტი­კა, რა­საც გვაწ­ვდის ამე­რი­კის სა­მოგ­ზა­უ­რო ასო­ცი­ა­ცია, U.S.TRAVEL ASSOCIATION. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი თა­ვად გახ­ლა­ვართ ვი­ტყვი, რომ ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით სა­ერ­თო ვარ­დნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი -42% გახ­ლავთ, შიდა ტუ­რიზ­მში იყო ვარ­დნა -36% და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მში -79%. რაც შე­ე­ხე­ბა 2021 წელს, პროგ­ნო­ზი გვიჩ­ვე­ნებს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია +23,2% აღ­დგე­ნა, რაც აშშ-ის შემ­თხვე­ვა­ში მეტ­წი­ლად შიდა ტუ­რიზ­მის ხარ­ჯზე მოხ­დე­ბა“.

რა ტი­პის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რჩე­ბა ამე­რი­კა­ში ძა­ლა­ში და თა­ვად მო­სახ­ლე­ო­ბა რო­გორ გან­წყო­ბა­ზეა, რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ მისი დაკ­ვირ­ვე­ბით, პან­დე­მი­ამ ზღვა­რი ერთხელ კი­დევ გა­ავ­ლო დე­მოკ­რა­ტი­ულ, ნაკ­ლე­ბად დე­მოკ­რა­ტი­ულ და არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს შო­რის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აშშ ერთ-ერთი ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი მკაცრ შე­ზღუდ­ვებ­ზე. არ­სე­ბობს შტა­ტე­ბი, სა­დაც პირ­ვე­ლი ჩა­კეტვის შემ­დეგ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის გარ­და, კლა­სი­კუ­რი და­კეტ­ვა სა­ერ­თოდ აღარ გან­მე­ო­რე­ბუ­ლა. მთავ­რო­ბამ და­ი­ნა­ხა ზა­რა­ლის მას­შტა­ბი და კრი­ზი­სუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის მარ­თვის პი­რო­ბებ­ში ბიზ­ნეს და­უ­ტო­ვა არე­ა­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გა­დარ­ჩე­ნას შეძ­ლებ­და.

"მა­გა­ლი­თის­თვის, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ფე­ტე­რია და­ი­კე­ტა და მის ნაც­ვლად შტა­ტის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს დახ­მა­რე­ბით იგი­ვე მე­პატ­რო­ნემ გახ­სნა კაფე ღია სივ­ცე­ში. აქ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ნაკ­ლე­ბი სტრე­სია, ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­თა­ვი­სეს, რომ არის კო­ვიდ­პან­დე­მია, ეს კი თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს ვის­რუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას და ხაზ­გას­მით ვი­ტყვი, არა ჩა­კეტ­ვას - არა გა­და­შე­ნე­ბას!

ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქ სჯე­რა, რომ მთავ­რო­ბა არის მათ გვერ­დით და რე­ა­ლუ­რად მათ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში აი­სა­ხე­ბა კი­დეც მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რა. ვგუ­ლის­ხმობ ეკო­ნო­მი­კურ პა­კე­ტებს, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას და კრი­სულ მე­ნე­ჯმენტს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მტკივ­ნე­ულ თე­მებს, რო­გო­რიც იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბა და დღემ­დე არის კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი - აქ ასეთს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ტრან­სპორ­ტი არას­დროს გა­ჩე­რე­ბუ­ლა. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ით მოქ­მე­დებ­და" - დას­ძენს ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი.

სა­ქარ­თვე­ლო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი მი­ი­ღო ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რაში ხე­დავთ გა­მო­სა­ვალს, რო­გორ უნდა და­ი­წყოს ამ სფე­როს რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა, მკვლე­ვა­რი ამ­ბობს, რომ ტუ­რიზ­მი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი დარ­გი, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და მას­ზე ხე­ლის წა­მოკ­ვრით, მით უმე­ტეს, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით, საქ­მე წინ ვერ წავა.

"ორი დღის წინ, ერთ-ერ­თმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­დან, გვი­თხრა, რომ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტად არ ჩა­მო­ვა. იქ­ნებ უბ­რა­ლოდ შე­ვე­ცა­დოთ და ავუხ­სნათ ამ ადა­მი­ა­ნებს თე­მის სიმ­ძი­მე და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი" - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

მისი თქმით, კვლე­ვე­ბი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს, არა მხო­ლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას, არა­მედ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც საკ­მა­ოდ და­ე­ცა.

"სა­ქარ­თვე­ლო გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს მო­ი­ფიქ­რებს და კი­თხვა­ზე, რო­გორ აღ­ვად­გი­ნოთ ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემი პა­სუ­ხი არის - სწო­რი და­გეგ­მა­რე­ბა, შიდა ტუ­რიზ­მის წა­ხა­ლი­სე­ბა და სწრა­ფი, მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლომ 2020-ის ზა­ფხულ­ში უკვე და­უშ­ვა შეც­დო­მა და არ აჰ­ყვა იმ კურსს, რო­მე­ლიც მთელს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ოს ჰქონ­და, ვგუ­ლის­ხმობ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გახ­სნას. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დარ­ჩა ჩა­კე­ტი­ლი და შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი და გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იმი­ჯი. წელს კი არ ხდე­ბა მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია, რაც ნიშ­ნავს, რომ 2021 წელი ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის­თვის კვლავ მძი­მე იქ­ნე­ბა.

აქვე უნდა ვთქვა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ნამ­დვი­ლად არ უწყობს ხელს ტუ­რის­ტულ ბიზ­ნესს, უფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი და დათ­რგუ­ნუ­ლი მას­პინ­ძე­ლი ცოტა უც­ნა­უ­რი შე­სა­ხე­დია. ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი თუ არ მო­იხ­სნა, დავ­კარ­გავთ იმ მას­პინ­ძლო­ბის ხა­რისხს, რო­მე­ლიც ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი, უშუ­ა­ლოა, მიმ­ზიდ­ველს ხდის ჩვენს ქვე­ყა­ნას და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს ტუ­რისტზე. ყვე­ლამ უნდა გა­ი­აზ­როს ის საფრ­თხე­ე­ბი, რაც ქვე­ყე­ნას არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ელო­დე­ბა და უნდა მო­ი­ძებ­ნოს არა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის­თვის, არა­მედ ქვეყ­ნის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და შე­თან­ხმე­ბე­ბი“ - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ მეს­ხიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა!
10

ისე თუ ჩაუკვირდებით, ამათი აზრით, ოღონდ ფულმა იტრიალოს და ხალხი თუ შეცოტავდება სამყაროში, არაუშავსო ეგრე გამოდის

რუსა ჯგუბურია
54

ძალიან ჯანსაღი და სწორი აზრი ,!!!))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"დათრგუნული მასპინძელი უცნაური შესახედია" - რა გავლენას ახდენს მკაცრი რეგულაციები ტურიზმზე და რა რჩევებს აძლევს აშშ-ში მომუშავე მკვლევარი საქართველოს?

"დათრგუნული მასპინძელი უცნაური შესახედია" - რა გავლენას ახდენს მკაცრი რეგულაციები ტურიზმზე და რა რჩევებს აძლევს აშშ-ში მომუშავე მკვლევარი საქართველოს?

პანდემიამ რომ არნახული ზიანი მიაყენა არაერთ სფეროს, ამაზე დღეს აქტიურად საუბრობენ. განსაკუთრებული ზიანი კი ტურიზმს მიადგა. ეს საკითხი დღეს არაერთი ექსპერტის განხილვის, მსჯელობის თუ კვლევის თემაა. ბიზნესადმინისტრირების ახალგაზრდა ქართველმა დოქტორმა, 22 აპრილს პოლონურ ონლაინჟურნალში "პიარ გლობალი" გამოაქვეყნა სტატია ტურიზმის ზოგად ტენდენციებთან დაკავშირებით.

თამარ მესხიშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და ტურიზმის სფეროში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს იკვლევს. თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა ან მონაცემები, თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგა ტურიზმის სფეროს პანდემიის გამო და რომელ ქვეყნებზეა მისი კვლევები ორიენტირებული, ამაზე თამარ მესხიშვილი ასე პასუხობს:

"ჩემი კვლევები ძირითადად, მიმართულია საქართველოს, იტალიის და აშშ-ის ტურისტულ სექტორზე. უკვე 1 წელზე მეტია, რაც ჩაკეტილი საზღვრები უდიდეს პრობლემას ქმნის, თუმცა კონკრეტულად აშშ-ზე ამ კუთხით აუცილებლად გასათვალისწინებელია ის სტატისტიკა, რასაც გვაწვდის ამერიკის სამოგზაურო ასოციაცია, U.S.TRAVEL ASSOCIATION. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ასოციაციის წევრი თავად გახლავართ ვიტყვი, რომ ტურიზმის სფეროში 2019 წელთან შედარებით საერთო ვარდნის მაჩვენებელი -42% გახლავთ, შიდა ტურიზმში იყო ვარდნა -36% და საერთაშორისო ტურიზმში -79%. რაც შეეხება 2021 წელს, პროგნოზი გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია +23,2% აღდგენა, რაც აშშ-ის შემთხვევაში მეტწილად შიდა ტურიზმის ხარჯზე მოხდება“.

რა ტიპის რეგულაციები რჩება ამერიკაში ძალაში და თავად მოსახლეობა როგორ განწყობაზეა, რესპონდენტი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, პანდემიამ ზღვარი ერთხელ კიდევ გაავლო დემოკრატიულ, ნაკლებად დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, აშშ ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება საუბარი მკაცრ შეზღუდვებზე. არსებობს შტატები, სადაც პირველი ჩაკეტვის შემდეგ წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, კლასიკური დაკეტვა საერთოდ აღარ განმეორებულა. მთავრობამ დაინახა ზარალის მასშტაბი და კრიზისული მენეჯმენტის მართვის პირობებში ბიზნეს დაუტოვა არეალი, რომლის საშუალებითაც გადარჩენას შეძლებდა.

"მაგალითისთვის, დახურულ სივრცეში არსებული კაფეტერია დაიკეტა და მის ნაცვლად შტატის მიერ გამოყოფილი ბიზნეს დახმარებით იგივე მეპატრონემ გახსნა კაფე ღია სივცეში. აქ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლები სტრესია, ადამიანებმა გაითავისეს, რომ არის კოვიდპანდემია, ეს კი თავისთავად გულისხმობს ვისრუსთან თანაცხოვრებას და ხაზგასმით ვიტყვი, არა ჩაკეტვას - არა გადაშენებას!

ადამიანების უმრავლესობას აქ სჯერა, რომ მთავრობა არის მათ გვერდით და რეალურად მათ ყოველდღიურობაში აისახება კიდეც მთავრობის მხარდაჭერა. ვგულისხმობ ეკონომიკურ პაკეტებს, სამედიცინო მომსახურებას და კრისულ მენეჯმენტს. რაც შეეხება საქართველოსთვის მტკივნეულ თემებს, როგორიც იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება და დღემდე არის კომენდანტის საათი - აქ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ტრანსპორტი არასდროს გაჩერებულა. კომენდანტის საათიც ძალიან მცირე დროით მოქმედებდა" - დასძენს ქალბატონი თამარი.

საქართველომაც მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო ტურიზმის მიმართულებით და რაში ხედავთ გამოსავალს, როგორ უნდა დაიწყოს ამ სფეროს რეაბილიტირება, მკვლევარი ამბობს, რომ ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარგი, ქვეყნის განვითარების სერიოზული მიმართულება და მასზე ხელის წამოკვრით, მით უმეტეს, არაპროფესიონალების მიერ გაუწონასწორებელი შეფასებით, საქმე წინ ვერ წავა.

"ორი დღის წინ, ერთ-ერთმა საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანმა სამედიცინო სფეროდან, გვითხრა, რომ ნორმალური ადამიანი საქართველოში ტურისტად არ ჩამოვა. იქნებ უბრალოდ შევეცადოთ და ავუხსნათ ამ ადამიანებს თემის სიმძიმე და მისგან გამოწვეული ზარალი" - აღნიშნავს რესპონდენტი.

მისი თქმით, კვლევები სავალალო შედეგებს აჩვენებს, არა მხოლოდ მოგზაურობის მოტივაციის ნაკლებობას, არამედ ინვესტიციების მაჩვენებელიც საკმაოდ დაეცა.

"საქართველო განსაკუთრებულს ვერაფერს მოიფიქრებს და კითხვაზე, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი საქართველოში, ჩემი პასუხი არის - სწორი დაგეგმარება, შიდა ტურიზმის წახალისება და სწრაფი, მასობრივი ვაქცინაცია.

საქართველომ 2020-ის ზაფხულში უკვე დაუშვა შეცდომა და არ აჰყვა იმ კურსს, რომელიც მთელს ცივილიზებულ მსოფლიოს ჰქონდა, ვგულისხმობ ტურისტული სეზონის გახსნას. ჩვენი ქვეყანა დარჩა ჩაკეტილი და შედეგად მივიღეთ ეკონომიკური ზარალი და გაუარესებული იმიჯი. წელს კი არ ხდება მასობრივი ვაქცინაცია, რაც ნიშნავს, რომ 2021 წელი ტურისტული სექტორისთვის კვლავ მძიმე იქნება.

აქვე უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არ უწყობს ხელს ტურისტულ ბიზნესს, უფლებაშეზღუდული და დათრგუნული მასპინძელი ცოტა უცნაური შესახედია. ეს ფსიქოლოგიური წნეხი თუ არ მოიხსნა, დავკარგავთ იმ მასპინძლობის ხარისხს, რომელიც ასეთი ბუნებრივი, უშუალოა, მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას და შთაბეჭდილებას ახდენს ტურისტზე. ყველამ უნდა გაიაზროს ის საფრთხეები, რაც ქვეყენას არაერთი მიმართულებით ელოდება და უნდა მოიძებნოს არა რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის მომგებიანი წინადადებები და შეთანხმებები“ - აღნიშნავს თამარ მესხიშვილი.

თბილისის რომელ ქუჩებზე გაითიშება ელექტროენერგია

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - რომელ უბნებს შეუწყდება წყლის მიწოდება?

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები