საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობა - Pfizer-ი ცდის წამალს, რომელიც შესაძლოა, ადამიანებმა, წლის ბოლოს, სახლის პირობებშიც მიიღონ
რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობა - Pfizer-ი ცდის წამალს, რომელიც შესაძლოა, ადამიანებმა, წლის ბოლოს, სახლის პირობებშიც მიიღონ

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას მსოფ­ლიო უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია ებ­რძვის. ამ დრო­ის­თვის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბუ­ლია ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ერ­თი ვაქ­ცი­ნა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს წა­მა­ლი, აბე­ბი Covid-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ.

ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ­ზე სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მათ შო­რის, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე იმე­დის მომ­ცე­მად Pfizer-ის მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ შექ­მნილ წა­მალს მი­იჩ­ნე­ვენ, რო­მელ­ზეც კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რებს და თუ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, ვირუს­თან ბრძო­ლა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი წა­მა­ლი გარ­დამ­ტე­ხიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

  • მე­დი­კო­სებს იმე­დი აქვთ, რომ ეს პრე­პა­რა­ტი პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის გზა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს შე­ას­რუ­ლებს.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა, "ტე­ლეგ­რა­ფი" წერს, Pfazer-ი აშშ-სა და ბელ­გი­ა­ში ატა­რებს კლი­ნი­კურ კვლე­ვას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბებს უკვე ცდი­ან ადა­მი­ა­ნებ­ზე. კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლია 60 მო­ხა­ლი­სე, რო­მელ­თა ასა­კიც 18-დან 60 წლამ­დეა. წა­მა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად SARS-CoV-2-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაა შექ­მნი­ლი.

"ტე­ლეგ­რა­ფის“ ცნო­ბით, თუ კვლე­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში უკვე წლის ბო­ლოს­თვის იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ან­ტი­ვირუ­სულ წა­მალს ამ დრო­ის­თვის კო­დი­რე­ბულ სა­ხელს - PF 07321332-ს უწო­დე­ბენ. მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ვირუ­სის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, წა­მალ­მა ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა უნდა შე­ა­ჩე­როს. პრო­ფე­სო­რი პენი ვარ­დი ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ­ზე Pfizer-ის მეც­ნი­ე­რე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე მუ­შა­ო­ბენ.

"ჩვენ შევ­ქმე­ნით კო­რო­ნა­ვირუ­სის პო­ტენ­ცი­უ­რი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლი, აბე­ბი, რო­მე­ლიც უნდა და­ი­ნიშ­ნოს ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დროს, იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბაც არ არის კრი­ტი­კუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია "ფა­ი­ზე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წა­მალ­მა კვლე­ვის რამ­დე­ნი­მე ფაზა უნდა გა­ი­ა­როს იმის­თვის, რომ ფარ­თო მოხ­მა­რე­ბა­ში ჩა­ეშ­ვას. კვლე­ვის შე­დე­გი, რო­მე­ლიც მის 60 მო­ხა­ლი­სე­ში გა­მოც­დას გუ­ლის­ხმობს, მა­ი­სის ბო­ლოს უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი, ხოლო თუ წა­მა­ლი ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, წლის ბო­ლოს­თვის შე­საძ­ლოა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში შეძ­ლონ.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი ის­რა­ელ­შიც შექ­მნეს და წა­მა­ლი ამ დრო­ის­თვის კვლე­ვის ფა­ზა­შია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­დან ამ დრომ­დე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, 3,1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სა­ერ­თო ჯამ­ში კი 148,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკაკი
18

148 ნილიონი კი არ გარდაიცვალა არამედ დაავადდა. შეასწორეთ, პანიკაში არ ცააგდოთ ვინმე :)

nn
6

იქნებ ღმერთმა არ გაგვწიროს და საშველი გამოჩნდეს, თორემ აღარც ნერვები შეგვრჩა და არც ფიზიკური ჯანმრთელობა

ავტორი:

რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობა - Pfizer-ი ცდის წამალს, რომელიც შესაძლოა, ადამიანებმა, წლის ბოლოს, სახლის პირობებშიც მიიღონ

რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობა - Pfizer-ი ცდის წამალს, რომელიც შესაძლოა, ადამიანებმა, წლის ბოლოს, სახლის პირობებშიც მიიღონ

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო უკვე ერთ წელზე მეტია ებრძვის. ამ დროისთვის ფართო გამოყენებაში ჩაშვებულია ვირუსის საწინააღმდეგო არაერთი ვაქცინა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს წამალი, აბები Covid-19-ის წინააღმდეგ.

ანტივირუსულ პრეპარატზე სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ და მათ შორის, ამ ეტაპზე ყველაზე იმედის მომცემად Pfizer-ის მეცნიერების მიერ შექმნილ წამალს მიიჩნევენ, რომელზეც კლინიკური კვლევები მიმდინარებს და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, შესაძლოა, ვირუსთან ბრძოლაში აღნიშნული წამალი გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს.

  • მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ ეს პრეპარატი პანდემიის დასრულების გზაზე უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა, "ტელეგრაფი" წერს, Pfazer-ი აშშ-სა და ბელგიაში ატარებს კლინიკურ კვლევას, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს უკვე ცდიან ადამიანებზე. კვლევაში ჩართულია 60 მოხალისე, რომელთა ასაკიც 18-დან 60 წლამდეა. წამალი სპეციალურად SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგოდაა შექმნილი.

"ტელეგრაფის“ ცნობით, თუ კვლევა წარმატებული იქნება, შესაძლებელი გახდება, რომ კორონავირუსის სამკურნალო საშუალება სახლის პირობებში უკვე წლის ბოლოსთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ანტივირუსულ წამალს ამ დროისთვის კოდირებულ სახელს - PF 07321332-ს უწოდებენ. მეცნიერების განმარტებით, ვირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, წამალმა ორგანიზმში ვირუსის გავრცელება უნდა შეაჩეროს. პროფესორი პენი ვარდი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსულ პრეპარატზე Pfizer-ის მეცნიერები ვირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდანვე მუშაობენ.

"ჩვენ შევქმენით კორონავირუსის პოტენციური საწინააღმდეგო წამალი, აბები, რომელიც უნდა დაინიშნოს ინფექციის პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს, იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც არ არის კრიტიკული“, - ნათქვამია "ფაიზერის“ ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ წამალმა კვლევის რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ ფართო მოხმარებაში ჩაეშვას. კვლევის შედეგი, რომელიც მის 60 მოხალისეში გამოცდას გულისხმობს, მაისის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი, ხოლო თუ წამალი ეფექტიანი იქნება კორონავირუსთან საბრძოლველად, წლის ბოლოსთვის შესაძლოა, მისი გამოყენება ადამიანებმა სახლის პირობებში შეძლონ.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ისრაელშიც შექმნეს და წამალი ამ დროისთვის კვლევის ფაზაშია.

კორონავირუსის პანდემიას, ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამოვლენიდან ამ დრომდე, ოფიციალური ცნობებით, 3,1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი 148,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

რა წერია რეზოლუაციაში, რომელიც ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით მიიღო?

379 257 ინფიცირებული და 3 645 გარდაცვლილი - ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ქართველია - რას წერს ფრანგული მედია