მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შედ­გა მო­მავ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა, რომ­ლებ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ-მკვლევ­რე­ბი და დოქ­ტო­რან­ტე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ. დას­რუ­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო ფონდს, გერ­და ჰენ­კე­ლის (გერ­მა­ნია), ფოლკს­ვა­გე­ნის (გერ­მა­ნია) და პო­ლო­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ფონ­დებს წა­რუდ­გენს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე, რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გში, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ გა­სი­ტაშ­ვი­ლი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სე­ნა­ტის სპი­კე­რი, პრო­ფე­სო­რი ჯე­მალ გა­ხო­კი­ძე, სტუ-ის ახალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბი, ფა­კულ­ტე­ტე­ბის დე­კა­ნე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. უცხო­ე­თი­დან გან­ხილ­ვა­ში ონ­ლა­ინ ერ­თვე­ბოდ­ნენ ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის პრო­ფე­სო­რი თეო კო­ბუ­ში გერ­მა­ნი­ი­დან და კო­ლა­ბო­რა­ცია CERN/IPPOG-ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სტუ-ის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე შარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან (CERN, შვე­ი­ცა­რია).

სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სას­წავ­ლო-კვლე­ვი­თი კლას­ტე­რის „სა­ხელ­მწი­ფო-სა­მარ­თა­ლი-კულ­ტუ­რა“ დოქ­ტო­რან­ტებ­მა მა­რი­ამ ხა­ზა­რა­ძემ და და­ვით გა­ლაშ­ვილ­მა, ხოლო პრო­ფე­სორ­თა­გან - თეო კო­ბუშ­მა, და­ვით გურ­გე­ნი­ძემ, ალექ­სან­დრე შარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა და მა­მუ­კა ბე­რი­აშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, და­ვით გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახალ ეტა­პი და­ი­წყო, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად რე­ლე­ვან­ტუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცოდ­ნის შექ­მნაა.

„ცოდ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მისი ტრანსფე­რია და ამ თვალ­საზ­რი­სით, ცოდ­ნას ინ­ტერ­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. ამი­ტომ, კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ახალ თა­ო­ბას - სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ-მკვლევ­რებს, დოქ­ტო­რან­ტებ­სა და წარ­მა­ტე­ბულ მა­გის­ტრან­ტებს ენი­ჭე­ბათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ­თან ერ­თად პრო­ექ­ტში ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­აა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, დღე­ი­სათ­ვის, შე­საძ­ლე­ბე­ლია ცოდ­ნის ახა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შექ­მნა. სწო­რედ ამი­ტომ, ამ პრო­ექ­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი სწავ­ლუ­ლე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან - ორ­დი­ნა­რი­უს პრო­ფე­სო­რე­ბი: თეო კო­ბუ­ში და მარ­კუს გაბ­რი­ე­ლი ბო­ნი­დან, ან­დრე­ას არნ­დტი და არნდ პოლ­მა­ნი ბერ­ლი­ნი­დან, გე­ორგ ლო­მა­ნი მაგ­დე­ბურ­გი­დან, ნიკ­ლა­უს ლარ­გი­ე­რი ბერკლი­დან, ზდზის­ლავ კრას­ნო­დებსკი კრა­კო­ვი­დან, პა­ველ კა­ჩო­როვ­სკი, ზბიგ­ნევ სტავ­როვ­სკი და იუს­ტი­ნა ორ­ლოვ­სკა ვარ­შა­ვი­დან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“, - გა­ნა­ცხა­და რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა მა­მუ­კა ბე­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო-სა­ინ­ჟინ­რო და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კვე­თა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის ნოუ-ჰაუა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში უცხო­ელ ორ­დი­ნა­რი­უ­სებ­თან პარტნი­ო­რო­ბით უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უკვე 6 სა­მეც­ნი­ე­რო კრე­ბუ­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ხოლო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ ორი კრე­ბუ­ლი გა­მო­ი­ცე­მა. ამ ეტაპ­ზე, უცხო­ელ მეც­ნი­ერ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი აქ­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მისი დოქ­ტო­რან­ტე­ბი არი­ან. ერთი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, Covid-19-ით შექ­მნილ გა­მოწ­ვე­ვებ­სა თუ პრობ­ლე­მებს ეძღვნე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავს; მე­ო­რე კი - სა­ქარ­თვე­ლოს, პო­ლო­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ტრი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და სო­ცი­ალ-თე­ო­რი­ულ ფუნ­და­მენ­ტურ პრობ­ლე­მებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც, აკა­დე­მი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მათი წარ­დგე­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დებ­ში მოხ­დე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა მომავლის საერთაშორისო პროექტების განხილვა, რომლებსაც უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრები და დოქტორანტები ამუშავებენ. დასრულებულ პროექტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, გერდა ჰენკელის (გერმანია), ფოლკსვაგენის (გერმანია) და პოლონეთის ნაციონალურ ფონდებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტების განხილვაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, უნივერსიტეტის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. უცხოეთიდან განხილვაში ონლაინ ერთვებოდნენ ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი თეო კობუში გერმანიიდან და კოლაბორაცია CERN/IPPOG-ში საქართველოს წარმომადგენელი, სტუ-ის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია).

სამეცნიერო პროექტები წარმოადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალური, ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი კლასტერის „სახელმწიფო-სამართალი-კულტურა“ დოქტორანტებმა მარიამ ხაზარაძემ და დავით გალაშვილმა, ხოლო პროფესორთაგან - თეო კობუშმა, დავით გურგენიძემ, ალექსანდრე შარმაზანაშვილმა და მამუკა ბერიაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტში ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით ახალ ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანი საზოგადოებრივად რელევანტური საგანმანათლებლო ცოდნის შექმნაა.

„ცოდნის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მისი ტრანსფერია და ამ თვალსაზრისით, ცოდნას ინტერგენერაციული ხასიათი აქვს. ამიტომ, კვლევებში მონაწილეობისთვის პრიორიტეტი ახალ თაობას - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებს, დოქტორანტებსა და წარმატებულ მაგისტრანტებს ენიჭებათ. რასაკვირველია, მათთან ერთად პროექტში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებიც არიან ჩართულნი. ჩვენი უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ინტერნაციონალიზაციაა, რის საფუძველზეც, დღეისათვის, შესაძლებელია ცოდნის ახალი პრიორიტეტების შექმნა. სწორედ ამიტომ, ამ პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები არიან ცნობილი უცხოელი სწავლულები გერმანიიდან, პოლონეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ორდინარიუს პროფესორები: თეო კობუში და მარკუს გაბრიელი ბონიდან, ანდრეას არნდტი და არნდ პოლმანი ბერლინიდან, გეორგ ლომანი მაგდებურგიდან, ნიკლაუს ლარგიერი ბერკლიდან, ზდზისლავ კრასნოდებსკი კრაკოვიდან, პაველ კაჩოროვსკი, ზბიგნევ სტავროვსკი და იუსტინა ორლოვსკა ვარშავიდან. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტები საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა კვეთაზე ხორციელდება და დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს, რაც ტექნიკური უნივერისტეტის ნოუ-ჰაუა. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უცხოელ ორდინარიუსებთან პარტნიორობით უნივერსიტეტმა უკვე 6 სამეცნიერო კრებული გამოაქვეყნა, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ ორი კრებული გამოიცემა. ამ ეტაპზე, უცხოელ მეცნიერთა ჩართულობით უკვე მიმდინარეობს ორი საერთაშორისო პროექტი, რომელშიც მთავარი აქტორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი დოქტორანტები არიან. ერთი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება, Covid-19-ით შექმნილ გამოწვევებსა თუ პრობლემებს ეძღვნება და სოციალური გარემოს ყველა სფეროს მოიცავს; მეორე კი - საქართველოს, პოლონეთისა და გერმანიის მხარეების მონაწილეობით, ტრიალოგის ფორმატში მიმდინარეობს და სოციალ-თეორიულ ფუნდამენტურ პრობლემებს ეხმიანება.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საჯარო განხილვები მომავალშიც გაგრძელდება, რის შემდეგაც, აკადემიური და საზოგადოებრივი რელევანტურობის საფუძველზე, მათი წარდგენა საერთაშორისო ფონდებში მოხდება.

NS

"18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ" - ეკატერინე ტიკარაძე

"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?

„არემჯიმ“ CSR FORUM 2021-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა