ავტორი:

"ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა...სიყვარულია ის, რაზეც დგას ქვეყანა" - ინტერვიუ კახი კავსაძესთან არქივიდან

"ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა...სიყვარულია ის, რაზეც დგას ქვეყანა" - ინტერვიუ კახი კავსაძესთან არქივიდან

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო კვირების განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება კახი კავსაძესთან ინტერვიუ, რომელსაც ჩვენს მკითხველთან ერთად გავიხსენებთ:

კახი კავსაძე ძალიან გვიყვარს ქართველებს. შესრულებული როლებისა და პროფესიონალიზმისთვის - თავისთავად. მაგრამ არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც მას, როგორც პიროვნებას, ერთიათად საინტერესოს ხდის. ჯერ ერთი, ის დათაშკა კავსაძის შვილია და მერე - ბელა მირიანაშვილის მეუღლე. კახი კავსაძემ ღირსეულად ატარა მამამისის შვილის სახელი. არაფერი შეშლია ამ თვალსაზრისით... არც ბელას სიყვარულში შეშლია რამე.

თვითონ იმასაც ვერ წარმოიდგენს, რომ ადამიანი შეიძლება სხვანაირი იყოს - სხვაზე არ იზრუნოს, ღირსებას უღალატოს, სიყვარული შებღალოს. ეს ხომ სავსებით ბუნებრივია: ცოცხლობდე, გიყვარდეს, იყო ერთგული, უღალატო შვილი და მეგობარი, მეუღლე და მამა. ამიტომაც ცოტა უკვირს კიდეც, გამორჩეულად რომ ახსენებენ კახისა და ბელას სიყვარულს.

კახი კავსაძე:

- მეუბნებიან, თქვენი სიყვარულიო... როგორ გეკადრებათ, ჩვენ არტისტები ვართ და ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა... სიძულვილი ანგრევს ქვეყანას. ოჯახები, ტრადიციები - ეს არის სიყვარული, რომელზეც დგას საქართველო... არტისტი თუ ცუდს ჩაიდენს, ისიც მაგრად ჩანს.

  • და სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი "მაგრად ჩანს", კახი კავსაძესთან ხალხმა იპოვა "გაიშვიათხილებული" ფასეულობები. სწორედ ამიტომ არ სწყინდებათ მისი ცხოვრების ამბის კიდევ და კიდევ მოსმენა:

- ჩემი ბავშვობაა: მე, ჩემი ძმა და დედა, მამა კი სადღაც გვერდითაა - ხან ჯარში, ხან დაჭერილი. მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, მამა ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ნიჭიერი და საიმედოა-მეთქი. ღონიერი ვიყავი, მაგრამ სულიერი დასაყრდენი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ასეთი კი დედა გახლდათ, მერე ბელა...

სკოლაში რომ შევედი, ზუსტად მაშინ გაიყვნენ ქალები და ვაჟები. დავამთავრე და - შეერთდნენ. რახან ვაჟთა სკოლა მქონდა დამთავრებული, ძალიან მერიდებოდა გოგონების.კარგად ვსწავლობდი. წამოვიზარდე და... ქუჩა, მეგობრები, გოგონები... ხომ იცით, ამ დროს ათასი საცდურია... ცოტა ავუშვი.სპორტი მიყვარდა. ჯერ დავრბოდი, მერე ცურვაზე დავიწყე სიარული, წყალბურთსაც ვთამაშობდი, ჩოგბურთსაც, კალათბურთსაც... მუსიკასაც ვსწავლობდი...

როცა მამა ომიდან დაბრუნდა, შინამდე ვერ მოაღწია, გზაში დაიჭირეს. პირველად კა-გე-ბეში შევხვდით ერთმანეთს. 10 წლის ვიყავი. ოთხ წელიწადს არ მენახა და ბუნდოვნად მახსოვდა. დავიმორცხვე. მუხლებზე დაგვისვა. მე მარცხენა მუხლზე, ჩემი ძმა - მარჯვენაზე. მამამ გვკითხა: - მუსიკას სწავლობთო? დავდივართ-მეთქი... მამა მუსიკოსი იყო და პირველ რიგში უნდოდა, მუსიკაზე გვევლო. მამა გვერდით რომ მყოლოდა, აუცილებლად მუსიკოსი გავხდებოდი.მე ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ჩემი ძმა, იმერი - ვიოლინოზე... მუსიკასაც ვწერდი. თეატრალურ ინსტიტუტში გიზო ჟორდანიამ სტუდენტური სპექტაკლი დადგა, მუსიკა კი მე დავწერე.

ახლა ჩემთვის ვუკრავ და ვწუხვარ, ამის დროც რომ არ მრჩება.მიჭირდა მუსიკაზე სიარული, მაგრამ მამის სიტყვას მაინც არ გადავედი და ათწლედი დავამთავრე. სტიპენდიას დედას ვაძლევდი... ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. მახსოვს, სკოლაში ფორმები უნდა შეგვეკერა, ჩვენ კი ვერ შევიკერეთ... მერე მამაჩემის ლურჯი ჩოხისგან დიდი გაჭირვებით გამოგვიჭრეს ორი ფორმა.

განაგრძეთ კითხვა

"ჯიპები კი არა, ორხიდიანი მანქანები... მე ჯიპი არ მყავს, "ტოიოტა" მყავს" - მეუფე ნიკოლოზი

"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი

"დიახ, ზიანი მომაყენეს, დაჭრილი ვიყავი, მაგრამ თავიდან დაბადება შევძელი" - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილთან სკანდალური დავის შემდეგ