პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატების პირველი განცხადებები
"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატების პირველი განცხადებები

დღეს დას­რულ­და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის თით­ქმის 6-თვი­ა­ნი ბო­ი­კო­ტი, რო­მე­ლიც მათ მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს გა­მო­უ­ცხა­დეს და ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში მი­ვიდ­ნენ. უკვე გა­კეთ­და პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც.

ვნა­ხოთ, რას აცხა­დე­ბენ ოპო­ზი­ცი­ე­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი:

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი: "დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში გა­და­იშ­ლე­ბა ახა­ლი ფურ­ცე­ლი იმ შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის და­წყე­ბით, რო­მე­ლიც მიღ­წე­ულ იქნა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის უშუ­ა­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. უნდა და­ვას­რუ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა, უნდა აღ­ვუდ­გი­ნოთ ხალ­ხს უფ­ლე­ბა, რომ თა­ვად აირ­ჩი­ოს სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით."

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე ("ლელო სა­ქარ­თვე­ლოთვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი): "ჩვე­ნი პირ­ვე­ლი დღე დას­რულ­დე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით სა­პა­ტიმ­რო­დან. ჩვენ დღე­ი­დან­ვე და­ვი­წყებთ იმა­ზე ზრუნ­ვას, რომ მე­ო­რე ადა­მი­ა­ნიც ასე­ვე სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის სრუ­ლი იმპლე­მენ­ტა­ცია, ასე­ვე, იმ­დაგ­ვა­რად ჩა­ტა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის, რომ და­ი­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი 2022 წელს. ამის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა პუნ­ქტი, რაც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში, სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ხორ­ცი­ელ­დეს, გა­მო­ვიდ­ნენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რუ­რუა და შემ­დგომ მე­ლია სა­პა­ტიმ­რო­დან, მო­ვახ­დი­ნოთ სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის. ასე­ვე, უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცი­ას და სა­სა­მარ­თლო გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ კლა­ნის­გან. ეს არის ჩვე­ნი ამო­ცა­ნა და ამა­ზე ვიქ­ნე­ბით კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი."

გი­ორ­გი ვა­შა­ძე ("სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი): "„ჩვენ ჩვენს ნა­ბიჯს ვდგამთ, დღეს ვე­ლო­დე­ბით, რომ გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ დღეს­ვე გვექ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ ერთი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არა მხო­ლოდ, 15-20 სხვა­დას­ხვა ტი­პის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, ორ­გა­ნუ­ლი და სხვა კა­ნო­ნია მი­სა­ღე­ბი და გვინ­და, რომ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია გა­ვა­კე­თოთ, რა არის დღეს პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი, რომ შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი გზა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შეს­რულ­დეს.

ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ იმ სა­კი­თხებ­ზე, რა­საც მო­ი­ცავს შე­თან­ხმე­ბა და ვფიქ­რობ, რომ პარ­ლა­მენ­ტსაც ეს უნდა ჰქონ­დეს პრი­ო­რი­ტე­ტი და სხვა სა­კი­თხე­ბი უნდა გა­დავ­წი­ოთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გან­ხილ­ვე­ბი და მი­ღე­ბა ამ ცვლი­ლე­ბე­ბის. ნიკა მე­ლია გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, აქვე ვამ­ბობ, რომ სრუ­ლად მხარს ვუ­ჭერ, რომ თუ სხვა მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდე­ბი­ან, რომ გი­რაო მი­სა­ღე­ბია მათ­თვის, არც აქ გვაქვს პრობ­ლე­მა. უბ­რა­ლოდ, ჩვენ ჩვენს შე­თან­ხმე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ."

იაგო ხვი­ჩია ("გირ­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რი): "თქვენ იცით, რომ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და ოპო­ზი­ცი­ი­დან ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ­თვის არ და­უ­ძა­ხი­ათ, ამი­ტომ წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა ეტაპ­ზეა ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი. ჩემი აზ­რით, უნდა იყოს ისე, რო­გორც ამას გან­მარ­ტა­ვენ ჩვე­ნი მე­დი­ა­ტო­რე­ბი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც მო­ვა­წე­რეთ ხელი ამ დო­კუ­მენტს. ჯერ ვნა­ხოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი და შემ­დეგ ვი­კა­მა­თოთ იმა­ზე, რომ ვი­ღაც კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბა, არ შე­ე­ხე­ბა. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თუ იქ­ნე­ბა ამო­რა­ლუ­რი, გა­აჩ­ნია სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვას, არი­ან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცუ­დად იქ­ცე­ოდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცას მან­ქა­ნა­ში ტე­ნიდ­ნენ, ან ვი­ღა­ცას ხე­ლით შე­ეხ­ნენ, ჩემი აზ­რით, ჩვენ თუ პა­ტი­ე­ბის გზით მივ­დი­ვართ, ერ­თმა­ნე­თის გა­ლახ­ვა ერ­თმა­ნეთს უნდა ვა­პა­ტი­ოთ, ერ­თმა­ნეთს რა­საც ვერ ვპა­ტი­ობთ ჯერ­ჯე­რო­ბით არის ერ­თმა­ნე­თის და­სა­ხიჩ­რე­ბა, ამი­ტომ მე მგო­ნი აქ ბუ­ნებ­რი­ვად ისე­დაც არის ზღვა­რი გა­ტა­რე­ბუ­ლი და ზო­გა­დად იმის თქმა, რომ ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი არ­ცერთ პო­ლი­ცი­ელს და არ­ცერთ სპეც­რაზ­მელს არ უნდა შე­ე­ხოს, ჩემი აზ­რით, არ არის სწო­რი."

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხვიჩა
2

ამათ ერთი კაი პულიმიოტი და დაისვენებენ ისენიც და ჩვენჩ

111
57

ეს არის ოპოზიციის მოაზროვნე ნაწილი თქვენ უნდა იბრძოლოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის

განათლებული და ნიჭიერი ხალხი ჭირდება ქვეყნას, აქვე დავაფიქსირებ ცემ სიმპატიას სალომე სამადაშვილის და გიორგი ვაშაძის მიმართ

წარმატებები!

ავტორი:

"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატების პირველი განცხადებები

"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატების პირველი განცხადებები

დღეს დასრულდა ოპოზიციური პარტიების თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი, რომელიც მათ მეათე მოწვევის პარლამენტს გამოუცხადეს და ისინი პარლამენტში მივიდნენ. უკვე გაკეთდა პირველი კომენტარებიც.

ვნახოთ, რას აცხადებენ ოპოზიციენერი დეპუტატები:

სალომე სამადაშვილი: "დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით."

ბადრი ჯაფარიძე ("ლელო საქართველოთვის" ერთ-ერთი ლიდერი): "ჩვენი პირველი დღე დასრულდება ერთი ადამიანის გათავისუფლებით საპატიმროდან. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ მეორე ადამიანიც ასევე სწრაფად გათავისუფლდეს. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს. ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს, გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან, მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის და სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის. ასევე, უნდა განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და სასამართლო გავათავისუფლოთ კლანისგან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული."

გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი): "„ჩვენ ჩვენს ნაბიჯს ვდგამთ, დღეს ველოდებით, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდება. პარალელურად ჩვენ დღესვე გვექნება პარლამენტში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, 15-20 სხვადასხვა ტიპის, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული და სხვა კანონია მისაღები და გვინდა, რომ ინვენტარიზაცია გავაკეთოთ, რა არის დღეს პარლამენტში ინიცირებული, რომ შეთანხმება, რომელიც არის საქართველოს ევროპისკენ ინტეგრაციის ერთადერთი გზა, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს.

ჩვენ ვიმუშავებთ ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც მოიცავს შეთანხმება და ვფიქრობ, რომ პარლამენტსაც ეს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი და სხვა საკითხები უნდა გადავწიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დაჩქარებული განხილვები და მიღება ამ ცვლილებების. ნიკა მელია გათავისუფლდება ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, აქვე ვამბობ, რომ სრულად მხარს ვუჭერ, რომ თუ სხვა მხარეები შეთანხმდებიან, რომ გირაო მისაღებია მათთვის, არც აქ გვაქვს პრობლემა. უბრალოდ, ჩვენ ჩვენს შეთანხმებას აუცილებლად შევასრულებთ."

იაგო ხვიჩია ("გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი): "თქვენ იცით, რომ ჩვენი კოლეგები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთვის არ დაუძახიათ, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, რა ეტაპზეა ეს კანონპროექტი. ჩემი აზრით, უნდა იყოს ისე, როგორც ამას განმარტავენ ჩვენი მედიატორები და ფასილიტატორები, ვისი ინიციატივითაც მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს. ჯერ ვნახოთ წარმოდგენილი კანონპროექტი და შემდეგ ვიკამათოთ იმაზე, რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს შეეხება, არ შეეხება. ეს კანონპროექტი მიუღებელი იქნება თუ იქნება ამორალური, გააჩნია სხვადასხვა შემთხვევას, არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, მაგალითად, ვიღაცას მანქანაში ტენიდნენ, ან ვიღაცას ხელით შეეხნენ, ჩემი აზრით, ჩვენ თუ პატიების გზით მივდივართ, ერთმანეთის გალახვა ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, ერთმანეთს რასაც ვერ ვპატიობთ ჯერჯერობით არის ერთმანეთის დასახიჩრება, ამიტომ მე მგონი აქ ბუნებრივად ისედაც არის ზღვარი გატარებული და ზოგადად იმის თქმა, რომ ამნისტიის კანონი არცერთ პოლიციელს და არცერთ სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, ჩემი აზრით, არ არის სწორი."

"სააკაშვილი ვერ ჩამოვა - დაიჭერენ..." - იაგო ხვიჩია

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა - "შევასრულე ჩემი სიტყვა"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"