ავტორი:

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

მომღერალი თიკა მახალდიანი ია ფარულავას გადაცემაში, "ფარული კონვერტი“, საუბრობს იმ სირთულეებზე, რომელიც მის ცხოვრებაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა. საუბარია ქორწილის შემდეგ, საძინებელში გადაღებულ თიკასა და მისი მეუღლის ფოტოზე, რომელიც საზოგადოების განხილვის საგნად იქცა.

თიკა მახალდიანის თქმით, ყოველივეს გამო ისე ინერვიულა, რომ "მუცელი მოეშალა.“

"არ ველოდი, რომ ამ ფოტოს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ნახევრად მეძინა და ძალიან დაღლილი ვიყავი. ქორწილში ვიყავი მესამე თვეში ორსულად, ძალიან დავიღალე და დავწექი, მეძინებოდა. ჩემმა მეუღლემ თავისი მეგობრებისთვის გადაიღო ეს ფოტო და გაუგზავნა და თან დაუდია ფეისბუქზე. დილას „ფეისბუქზე“ რომ შევედი, მხვდება რაღაც კოშმარი და მართლა ძაან გამიკვირდა, დღემდე მიკვირს, იქნებ მე ვცდები და მართლა რაღაც საგანგაშო არის ამაში, არ ვიცი.

მართლა ძალიან განვიცადე...არ დამთავრდა ეს, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა...მესენჯერშიც რომ გწერენ, ღადაობენ, დაგცინიან, ძალიან ვინერვიულე მოკლედ და ძალიან მალე მომეშალა მუცელი. ნამდვილად ძალიან რთული პერიოდი მქონდა ქორწილის შემდეგ.

რთული პერიოდი გვქონდა ორივეს (გულისხმობს მეუღლეს), რაღაც პერიოდი დაიძაბა ურთიერთობა. გავუბრაზდი ფოტოს ატვირთვის გამო, მაგრამ ნუ რა იცოდა, რომ ასეთი რაღაც მოჰყვებოდა“, - ამბობს მახალდიანი.

ნახეთ ვიდეო:

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო