სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა
"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

58 წლის მო­სა­მარ­თლე მაია ოშ­ხა­რე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამა­ვე ინ­ფექ­ცი­ას რამ­დე­ნი­მე დღის წინ მისი 63 წლის ქმა­რი ემსხვერ­პლა.

რო­გორც მისი ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ოჯახ­ში ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო და და­ნარ­ჩე­ნებ­თან შე­და­რე­ბით მაია ოშ­ხა­რე­ლი თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

ცოლ-ქმა­რი ბო­კე­რი­ას კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ. მაია ოშ­ხა­რე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად ფილ­ტვზე გან­ვი­თა­რე­ბულ თრომ­ბოზს ასა­ხე­ლე­ბენ. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი მო­სა­მარ­თლეს დაკ­რძალ­ვის დღეს შე­ა­ტყო­ბი­ნეს. გარ­დაც­ვლილ ცოლ-ქმარს ქალ-ვაჟი დარ­ჩა.

AMBEBI.GE ად­ვო­კატ ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძეს ესა­უბ­რა:

"კო­ვი­დით ჯერ ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას შვი­ლი და­ვირუს­და, მერე მე­უღ­ლე, ბო­ლოს კი ქალ­ბა­ტო­ნი მაია. პრო­კუ­რო­რი ბად­რი გოგ­ლი­ძე და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი მაია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო, ჯერ აპა­რატ­ზე არ იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, როცა მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო.

ერთი პე­რი­ო­დი ის გა­მო­კეთ­და, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა უცებ დამ­ძიმ­და. მე­უღ­ლეს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და, ქალ­ბა­ტო­ნი მაია კი, რო­გორც ვიცი, ჯან­მრთე­ლი იყო. ზუს­ტად არ ვიცი, რამ გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, ექი­მე­ბიც იმედს ვერ იძ­ლე­ოდ­ნენ.

რო­გორც ვიცი, შვი­ლი უკე­თაა და მას არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა. მაია ოშ­ხა­რე­ლი იყო ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი მო­სა­მარ­თლე და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ცაა ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ეს ქალ­ბა­ტო­ნი იყო ერთ-ერთი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი. პი­როვ­ნუ­ლად ძლი­ე­რი და ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა" - გვიყ­ვე­ბა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ოშ­ხა­რე­ლის მე­უღ­ლე ბად­რი გოგ­ლი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2003 წლი­დან მუ­შა­ობ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის საპ­რო­კუ­რო­რო სამ­მარ­თვე­ლოს პრო­კუ­რო­რის ბად­რი გოგ­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ბად­რი გოგ­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2003 წლი­დან მუ­შა­ობ­და. იგი იყო სა­მა­გა­ლი­თო კო­ლე­გა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და კო­ლე­გებს" - ნათ­ქვა­მი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ბად­რი გოგ­ლი­ძე და მაია ოშ­ხა­რე­ლი

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
--------------
36

საშინელება თრიალებს!!!!გაიკეთეტ ეს ოპატრონო პირბადეები და როცა დაინახავტ ვინმეს მის გარეშე ,მიეცით შენიშვნა!!! სხვა გამოსავლი არაა!!!

inna
6

გაანათლოს უფალმა მათი სულები, ოჯახს გამძლეობა ამ ტკივილის გადატანისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

58 წლის მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ამავე ინფექციას რამდენიმე დღის წინ მისი 63 წლის ქმარი ემსხვერპლა.

როგორც მისი ახლობელი გვიყვება, ოჯახში ყველა ინფიცირებული იყო და დანარჩენებთან შედარებით მაია ოშხარელი თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ცოლ-ქმარი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდნენ. მაია ოშხარელის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ფილტვზე განვითარებულ თრომბოზს ასახელებენ. მეუღლის გარდაცვალების ამბავი მოსამართლეს დაკრძალვის დღეს შეატყობინეს. გარდაცვლილ ცოლ-ქმარს ქალ-ვაჟი დარჩა.

AMBEBI.GE ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს ესაუბრა:

"კოვიდით ჯერ ქალბატონი მაიას შვილი დავირუსდა, მერე მეუღლე, ბოლოს კი ქალბატონი მაია. პროკურორი ბადრი გოგლიძე დაახლოებით 10 დღის წინ გარდაიცვალა. ქალბატონი მაია საავადმყოფოში იყო, ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა მეუღლის გარდაცვალების ამბავი შეიტყო.

ერთი პერიოდი ის გამოკეთდა, მაგრამ მდგომარეობა უცებ დამძიმდა. მეუღლეს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, ქალბატონი მაია კი, როგორც ვიცი, ჯანმრთელი იყო. ზუსტად არ ვიცი, რამ გამოიწვია, მაგრამ რამდენიმე დღე აპარატზე იყო შეერთებული, ექიმებიც იმედს ვერ იძლეოდნენ.

როგორც ვიცი, შვილი უკეთაა და მას არაფერი ემუქრება. მაია ოშხარელი იყო ძალიან ობიექტური მოსამართლე და იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიცაა ქართული მართლმსაჯულება, ეს ქალბატონი იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი. პიროვნულად ძლიერი და ჰუმანური ადამიანი იყო. ძალიან გულდასაწყვეტია მისი გარდაცვალება" - გვიყვება ტარიელ კაკაბაძე.

ცნობისთვის, ოშხარელის მეუღლე ბადრი გოგლიძე პროკურატურაში 2003 წლიდან მუშაობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

"საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის ბადრი გოგლიძის გარდაცვალების გამო. ბადრი გოგლიძე საქართველოს პროკურატურაში 2003 წლიდან მუშაობდა. იგი იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს" - ნათქვამი იყო პროკურატურის ინფორმაციაში.

მთავარ ფოტოზე: ბადრი გოგლიძე და მაია ოშხარელი

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?