შრომის ინსპექცია დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე მონიტორინგს აგრძელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 48 საათში უწყებამ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისსა და მის შემოგარენში ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.
მათგან 3 ფიზიკურ პირს სანქცია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ფართის იჯარით გადაცემის საფუძველზე დაეკისრა, ერთი ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი კი, დაილუქა.
შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის - 10 000 ლარს ითვალისწინებს.
23-25 აპრილს შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ზედამხედველობა სულ 194 ობიექტზე განახორციელა.