ავტორი:

"ბოლო დროს ჩვენს "ფეისბუქზე"  "ოცნებისა" და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის "ფეიქ ექაუნთების" მობილიზება შეინიშნება" - გიორგი ვაშაძე

"ბოლო დროს ჩვენს "ფეისბუქზე"  "ოცნებისა" და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის "ფეიქ ექაუნთების" მობილიზება შეინიშნება" - გიორგი ვაშაძე

ბოლო პერიოდში ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება „ქართული ოცნებისა" და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისა და „ფეიქ ექაუნთების“, რაც მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ პროფილების უმეტესობა არის "ფეიქ ექაუნთი", რომელიც შექმნილია „მიზანმიმართულად მადისკრედიტირებელი კომენტარების წერის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“.

"2021 წლის 19 აპრილის შემდეგ ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე დაბლოკილია 264 ექაუნთი, აქამდე დაბლოკილ ათასზე მეტ „ექაუნთთან“ ერთად, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილის ენას, არღვევენ ყველანაირი ზრდილობისა და ეთიკის ნორმებს.

ბოლო პერიოდში ჩვენს გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება „ქართული ოცნებისა" და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისა და „ფეიქ ექაუნთების“, რაც მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიაზე.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფილების უმეტესობა არის „ფეიქ ექაუნთი“ ანუ შექმნილია მიზანმიმართულად მადისკრედიტირებელი კომენტარების წერის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ვწუხვარ რომ, ჩვენმა ოპონენტებმა და კონკურენტებმა ბრძოლის და ჩვენთან ურთიერთობის გარკვევის ეს ფორმა აირჩიეს!

თუ ეს კამპანია არ შეჩერდება, უფლებას ვიტოვებთ, გავასაჯაროვოთ ეს „ექაუნთები“ კომენტარებთან ერთად", - განაცხადა ვაშაძემ.

"სასაფალოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად" - ვახტანგ მეგრელიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ვინ არის 8 ფიზიკური პირი, რომელმაც "ქართული ოცნებას" აპრილში თანხა შესწირა