მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ოშხარელი ბოლოს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომას უძღვებოდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ამავე ინფექციას რამდენიმე დღის წინ მისი 63 წლის ქმარი ემსხვერპლა.
მაია ოშხარელი 58 წლის იყო.