Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი
რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი

"ქვე­ყა­ნა­ში რომ გა­კონ­ტროლ­დეს ინ­დუ­რი შტა­მის შე­მოს­ვლა, ჩვენ­თვის ამის მე­ქა­ნიზ­მი არის კონ­ტრო­ლი ინ­დო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე პი­რე­ბის, ან იმ პი­რე­ბის, ვინც უშუ­ა­ლოდ მო­დის", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი არის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მკაც­რი აღ­სრუ­ლე­ბა, რო­გორც ბიზ­ნეს­გა­რე­მო­ში, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე. რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, კარ­გია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რა­მაც 80%-ს ოდ­ნავ გა­და­ა­ჭარ­ბა. მისი თქმით, ესეც იმე­დის­მომ­ცე­მია.

"და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი არ­და­დე­გე­ბიც გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­ბი­ლო­ბის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნე­ბის­თვის არის. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, რომ ესეც და­ეხ­მა­რე­ბა ეპი­დე­მი­ის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.

ქვე­ყა­ნა­ში რომ გა­კონ­ტროლ­დეს ინ­დუ­რი შტა­მის შე­მოს­ვლა, ჩვენ­თვის ამის მე­ქა­ნიზ­მი არის ინ­დო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე პი­რე­ბის კონ­ტრო­ლი ან იმ პი­რე­ბის, ვინც უშუ­ა­ლოდ მო­დის. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ამ პი­რე­ბის­თვის ისევ დაბ­რუნ­და ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი. ეს არის ერთი მე­ქა­ნიზ­მი, რაც შე­იძ­ლე­ბა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს.

რო­გორც ხე­დავთ, იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და მუ­ტა­ცი­ის სა­ხე­ო­ბე­ბი, ბრი­ტა­ნუ­ლი, ინ­დუ­რი და არ ვიცი, შე­საძ­ლოა, რა­ღაც სხვა სა­ხე­ო­ბა გაჩ­ნდეს, ამის­თვის ერ­თა­დერ­თი უნი­ვერ­სა­ლუ­რი დაც­ვა არის ის წე­სე­ბი, რაც ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში თა­ნაბ­რად მოქ­მე­დებს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის მზა­ო­ბას ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, თვალს ვა­დე­ვე­ნებთ ინ­დო­ე­თის მოვ­ლე­ნებს და იმა­საც, თუ რას ამ­ბო­ბენ ინ­დო­ე­ლი ექი­მე­ბი ამ და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ტექ­ნი­კურ სის­ტე­მა­ში მზა­ო­ბა მა­ღა­ლია ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რი მაქვს სუნ­თქვის აპა­რა­ტებ­ზე და დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზე­ბაც, მაგ­რამ მა­ინც, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ისევ და ისევ, რჩე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, იმი­სათ­ვის, რომ არ მივ­ცეთ გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა წარ­მო­მავ­ლო­ბის შტა­მია. და­ნარ­ჩე­ნი უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ“, - აცხა­დებს გა­ბუ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
;;;;;;;
7

ყველაზე კარგი პრევენციის საშუალება იქნება ჩაიკეტოს ავიამიმოსვლა რამოდენიმე ხნით, რათა არ იქნეს დაშვებული ინდური შტამის შემოსვლა. ურთიერთობების და მიმოსვლის არანაირი წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გამართლებული იქნება

temuri
11

ინგლისური შტამი უკვე მოაშთვეთ?! ინდური შტამი როგორც ჩანს აქვეა ახლოში, ხოლო ბრაზილიური შტამი კი ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება.

ავტორი:

რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი

რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი

"ქვეყანაში რომ გაკონტროლდეს ინდური შტამის შემოსვლა, ჩვენთვის ამის მექანიზმი არის კონტროლი ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების, ან იმ პირების, ვინც უშუალოდ მოდის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი აქცენტი არის პრევენციული ზომების მკაცრი აღსრულება, როგორც ბიზნესგარემოში, ისე ინდივიდუალურ დონეზე. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კარგია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაუმჯობესდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რამაც 80%-ს ოდნავ გადააჭარბა. მისი თქმით, ესეც იმედისმომცემია.

"დაანონსებული არდადეგებიც გარკვეულწილად მობილობის შეზღუდვის მიზნებისთვის არის. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ესეც დაეხმარება ეპიდემიის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.

ქვეყანაში რომ გაკონტროლდეს ინდური შტამის შემოსვლა, ჩვენთვის ამის მექანიზმი არის ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების კონტროლი ან იმ პირების, ვინც უშუალოდ მოდის. ბოლო პერიოდში, ამ პირებისთვის ისევ დაბრუნდა ორკვირიანი კარანტინი. ეს არის ერთი მექანიზმი, რაც შეიძლება დაცვის საშუალება იყოს.

როგორც ხედავთ, იმდენად მრავალფეროვანი გახდა მუტაციის სახეობები, ბრიტანული, ინდური და არ ვიცი, შესაძლოა, რაღაც სხვა სახეობა გაჩნდეს, ამისთვის ერთადერთი უნივერსალური დაცვა არის ის წესები, რაც ყველა შემთხვევაში თანაბრად მოქმედებს. რაც შეეხება სამედიცინო სექტორის მზაობას ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, თვალს ვადევენებთ ინდოეთის მოვლენებს და იმასაც, თუ რას ამბობენ ინდოელი ექიმები ამ დაავადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ტექნიკურ სისტემაში მზაობა მაღალია ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სუნთქვის აპარატებზე და დამხმარე საშუალებებზე. შესაძლებელია საწოლფონდის მობილიზებაც, მაგრამ მაინც, ყველაზე მთავარი, ისევ და ისევ, რჩება პრევენციული ღონისძიებები, იმისათვის, რომ არ მივცეთ გავრცელების საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა რა წარმომავლობის შტამია. დანარჩენი უნდა დავაკვირდეთ“, - აცხადებს გაბუნია.

„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

ქოუჩინგის სკოლა სამი წლისაა

"მწვანე პასპორტები" და შეღავათები მათთვის, ვისაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული ექნება - რა გეგმაზე მუშაობს საკოორდინაციო საბჭო