Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს - სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება
3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს - სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

3-12 მა­ი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი არ იმოძ­რა­ვებს; სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში კი სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე გას­ვლა შე­ი­ზღუ­დე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

საბ­ჭომ გა­ნი­ხი­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის დი­ნა­მი­კა, რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ისე - სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღი­ნიშ­ნა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­თან ერ­თად, მზარ­დია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა, რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზე­ბის, ისე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, ჟანგბა­დის თუ ტეს­ტე­ბის მა­რა­გე­ბის მარ­თვის კუ­თხით და აღი­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რის­თვი­საც კი სის­ტე­მა მზად არის, ვი­თა­რე­ბა კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მთავ­რო­ბა სრუ­ლად მარ­თავს პრო­ცესს.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ტეს­ტი­რე­ბა, მა­ი­სის გან­მავ­ლო­ბა­შიც სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა;

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ახ­ლო­ე­ბულ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გია ტაძ­რებ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა;

მათ შო­რის, ტაძ­რებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა გახ­მო­ვა­ნე­ბის სის­ტე­მა, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და პირ­ბა­დის მოხ­მა­რე­ბის წესი;

ამას­თან, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა, მხო­ლოდ ერთი ღა­მით, იმოქ­მე­დებს 1 მა­ი­სის 23:00 სა­ა­თი­დან 2 მა­ი­სის 04:00 სა­ა­თამ­დე;

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე გას­ვლა შე­ი­ზღუ­დე­ბა; ჩა­ი­კე­ტე­ბა სა­საფ­ლა­ო­ებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი;

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 4-11 მა­ი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია უქმე დღე­ე­ბად, რაც მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 3-დან 12 მა­ი­სის ჩათ­ვლით, შე­ი­ზღუ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა; პა­რა­ლე­ლუ­რად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი. იმუ­ნი­ზა­ცი­ის მსოფ­ლიო კვი­რე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი; შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მხრი­დან კვლავ გრძელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი; უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას და შემ­დგომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­თა­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად მი­ი­ღებს.სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 304 272 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 287 029 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 4 043 ადა­მი­ა­ნი.ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 227 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 727 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 3676 პირი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
98

ავადმყოფები ხართ ............................................... რასაც ვგულისხმობ მიხვდებით ამ ბრძანების გამომცემი და ხმის მიმცემი ყველა მონაწილე 

/
43

სამო ჟონგლიორო! თქვენ დარჩით საფლავების გარეშე

ავტორი:

3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს - სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს - სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე - საქართველოში. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით და აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება;

რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება;

მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი. იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები; შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 304 272 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 287 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 043 ადამიანი.ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 227 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 727 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3676 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა