ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ამის შესახებ რამიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.
"გადავწყვიტე, თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო", - წერს რამიშვილი.