ავტორი:

"ხვალიდან ოპოზიციის ნაწილი შემოვა... ადუღდება პარლამენტი, თუ თავმჯდომარე იქნება ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია" - ელისაშვილი

"ხვალიდან ოპოზიციის ნაწილი შემოვა... ადუღდება პარლამენტი, თუ თავმჯდომარე იქნება ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია" - ელისაშვილი

"არ ვიცი რა იყო თალაკვაძის ამ როტაციის მიზეზი, რაც მოვისმინე, ის სიმართლეს ჰგავს", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველს გუნდს სურს პარლამენტის თავმჯდომარე უფრო ნეიტრალური ადამიანი იყოს.

"ხვალიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა, შემდეგ ალბათ, კიდევ ერთი ნაწილი შემოვა. ძალიან ადუღდება პარლამენტი, იქ სპიკერი და თავმჯდომარე თუ იქნება უფრო ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია, თუ ეს მიზეზი ასეა. უფრო მიდრეკილი ვარ, რომ ეს ასეა. სხვა რამე ვერსია სიმართლესთან ახლოს მყოფი არ გამიგია.

კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს. ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკაში აქამდე დამკვიდრებული წესები შევცვალოთ - რასაც ვეთანხმებით, იმას დავუჭერთ მხარს, არ ვიკეკლუცებთ იმით, რომ რადგან ოპოზიციაში ვართ, მხარი არ უნდა დავუჭიროთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა არის სწორი. კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური პოლიტიკურად. შესაბამისად, მისი კანდიდატურა არის უფრო სწორი, რასაც ვეთანხმებით, იმას მხარი რატომ არ უნდა დავუჭიროთ?!-განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ თალკავაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ორი დღის წინ დატოვა და ის ვიცე-სპიკერი იქნება. მის ადგილს კი მოქმედი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაიკავებს.

"გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს" - გიორგი ვაშაძე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე

"ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას" - ალეკო ელისაშვილი

"ჩაცუცქული ძველი ბიჭები, კოორდინატორები, გახვითქული ქალები - ესენი აღარ იქნება" - ალეკო ელისაშვილი საარჩევნო რეფორმაზე